ოფიციალური მიმართვა


მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე უღმერთოდ გამწირეთ და მიმატოვეთ, მე მაინც ვერ გავკადნიერდები იქამდე, რომ ყოფილი გიწოდოთ. თქვენ მე დღესაც მიყვარხართ, თუმცა თქვენ არანაირად არ მიიღეთ მხედველობაში ეს გარემოება და საბოლოოდ მაქციეთ ზურგი. სამწუხაროდ მე არ გამაჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მე თქვენ ძალიან მიყვარდით. მე უბედური ვენდე თქვენს თვალებსა და სიტყვებს, რომლებიც ახლა სულ სხვა რამეს მაუწყებენ და წარმოთქვამენ. არა მგონია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა მაინც უარჰყოთ თქვენი დიდი მონდომება იმაში, რომ მე თქვენი არასტანდარტული ფეხების, ამაყი მკერდისა და საოცრად განსხვავებული თმების ტყვეობაში აღმოვჩენილიყავი. ჩემის მხრივ, არც მე დამიკლია ხელი და ჩვენ, ორივენი ნებაყოფლობით შევცურდით ტრფობის უტკბეს მორევში. აქ კი აღმოჩნდა, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით უკეთესად გცოდნიათ ცურვა და სულ მალე უკანმოუხედავად გასცურეთ ნაპირისაკენ. hahaha მე კი დღესაც ჩაყვინთულ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამიტომ ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. გთხოვთ, გამომიყოთ მცირეოდენი საკარმიიდამო ფართი თქვენი გულის ცენტრალურ რაიონებში დასასახლებლად. სამაგიეროდ, მთლიანად საკუთრების უფლებით გთავაზობთ ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილს: ტუჩებს, ცხვირს, გულ-ღვიძლს, ჯიგარს ან, თუნდაც, სულ ყველას ერთად.
თუკი თქვენ ამ ჩემს მოკრძალებულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ოფიციალურად მოვითხოვ შემდეგს: hka_magasa

1. ჩემთვის მოყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად სასწრაფოდ გათხოვდეთ და ცოლად გაჰყვეთ შეძლებულ მამაკაცს (სასურველია, სტომატოლოგს), რათა მქონდეს საბაბი, ყველაფერი ჩემს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებს დავაბრალო. boss

2. იმის გამო, რომ მე თქვენი დაკარგვის შემდეგ დაახლოებით 20-25 დღის განმავლობაში ვერ შევძელი დაძინება, მოვითხოვ ჩემს უფროსს გამოსთხოვოთ 1 თვიანი შვებულება, რათა კარგა გვარიანად გამოვიძინო. angry

3. ვინაიდან თქვენს გაცნობამდე მხოლოდ 1 კოლოფი სიგარეტი მყოფნიდა, ახლა კი დღეში (განსაკუთრებით, ღამეში) ორკოლოფნახევარს ვეწევი, რაც ყოველდღიურად 75 თეთრით მეტის დახარჯვას განაპირობებს, მოვითხოვ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ორი თვის განმავლობაში ზედმეტად დახარჯული 2250 თეთრის, ანუ 22 ლარისა და 50 თეთრის ოდენობით. boss

იმედია, თქვენი მომავალი მდიდარი მეუღლეც (სასურველია, სტომატოლოგი) კეთილგონივრულად მოეკიდება ჩემს მოთხოვნებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები, მივმართო სიყვარულდამცავ ორგანოებს! hka_magasa

საქართველოს სიყვარულის სამინისტროს ბრძანებულება
punish2

ზემოთჩამოთვლილ ფაქტებზე დაყრდნობით და ჩვენს ხელთ არსებულ შეყვარებულ მოქალაქეთა მრავალრიცხვოვანი საჩივრების გათვალისწინებით, საქართველოს სიყვარულის სამინისტრო ადგენს: yes

1.შეყვარებულებს მიეცეთ მკაცრი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ორივე მხარემ სიყვარულის ახსნა წარმოადგინოს წერილობითი ფორმითა და შემდეგ გაცვალონ ერთმანეთში, რათა საჭიროების შემთხვევაში არსებობდეს მათი სიყვარულის დამადასტურებელი დოკუმენტი. yes

2.შეყვარებულთა ყველა პაემანს აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ადვოკატი, რომელიც  შეადგენს შეყვარებულთა დაპირისპირების ოფიციალურ ოქმებს. გარდა ამისა, ადვოკატი აღჭურვილი უნდა იყოს გამახვილებული სმენითა და დაქვეითებული მხედველობით, ანდა, უხერხულ მომენტებში თვალების სწრაფი დახუჭვის იშვიათი უნარით. xaxa

3.გულის სწორის არჩევის პროცედურას აუცილებლად უნდა დაესწრონ “გაეროს” ან რომელიმე მეზობელი საყვარელი და დემოპკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები, რათა თავიდან ავიცილოთ სიყვარულის გაყალბება და და კანდიდატთა შერჩევა მოხდეს გულისხმათა უმრავლესობის დემოკრატიული პრინციპით. am dash

4.ერთმანეთზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ უნდა წარმოადგინოს ახსნა_განმარტებითი ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება სიყვარულის შეწყვეტის კანონიერი მიზეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაენიშნება იძულებითი შეყვარება.

შენიშვნა: შეყვარებულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი მიჯნურს ირჩევენ 4 წლის ვადით. რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის შემთხვევაში მხარეებმა ოფიციალურად უნდა მიმართონ სიყვარულის სამინისტროს. boss

[b]

ცვლილებები და დამატებები საქართველოს გულით სიყვარულის კოდექსში

(გსკ)

წყრილმანი ხულიგნობა, რაც გამოიხატება პაემანზე წინასწარგანზრახული დაგვიანებით და პარტნიორის ნერვებზე თამაშით, გსკ მეორე ტუჩის შუანაწილით დაჯარიმდეს ხანგრძლივი კოცნით, კოცნათა ხანგრძლივობა და ოდენობა განისაზღვროს გადაცილებული წუთების ოდენობით. xaxa

მსხვილმანი გადაგდება, რაც გამოიხატება პარტნიორის მოულოდნელად და უმიზეზოდ მიტოვებაში, ანდა სხვა პარტნიორის გაჩენაში, გსკ238-ე ტუჩის გარე და გვერდითა პრიმა ნაწილებით ისჯება სიყვარულის აღკვეთით ორიდან თორმეტ წლამდე გრძნობების სრული კონფისკაციით. crying

სასიყვარულო შანტაჟი, უმიზეზო თვალების პაჭუნი და გამომწვევი ქცევა ისჯება წერილობითი გაფრთხილებით (ხოლო თავდაცვის მიზნით სექსუალურ კავშირში შესვლას არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდება). belay
სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა და სრული უსიყვარულობა გსკ_დან ამოღებულია. hahaha

4 thoughts on “ოფიციალური მიმართვა

  1. რამდენი ვიცინე 😀 “3.გულის სწორის არჩევის პროცედურას აუცილებლად უნდა დაესწრონ “გაეროს” ან რომელიმე მეზობელი საყვარელი და დემოპკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები” ამაზე განსაკუთრებით :D:D:D 10 ქულა ჩემგან

    Like

  2. აუუ, შენი პოსტები ფეისბუქიდან მეცნობა და როდის ვნახე ან ვის მიერ გაზიარებული, ვერ ვიხსენებ:) განსაკუთრებით ეს და ანკეტა 🙂

    Like

  3. შენი დაწერილიაა?ალბათ გეცოდინება, რომ ჟურნალ რეიტინგშია დაბეჭდილი, ხოდა წავიკითხე ჟურნალისტის მინაწერი, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევით იპოვნა ინტერნეტში და ალბათ ვინმე ძლიერ დამწვარმა დაწერაო :დ ხოდა მეც გადავამოწმე :დდ

    Like

    1. არა, მე არ დამიწერია 🙂
      იურისტების ნამოქმედარია, ასე 15-10 წლის წინანდელი 🙂

      Like

დატოვე კომენტარი: