პანდა – ჩემი და ჩინეთის უცვლელი სიამაყე :)


იცოდით, რომ ადამიანის და პანდის გენები 68%-ით  ემთხვევა ერთმანეთს? 🙂

ალბათ, ყველამ იცით ცოტა რამ ამ ცხოველის შესახებ. ეს არის ყველაზე საყვარელი და გულთბილი დათვი-პანდა. მინდა რაღაც(ე)ები კიდევ მოგიყვეთ მის შესახებ.

მეცნიერული კლასიფიკაცია:

სამეფო: ცხოველები
ტიპი: ხერხემლაინები
კლასი: ძუძუმწოვრები
ქვეკლასი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრთა
გვარი: დიდი პანდები
სახეობა: დიდი პანდა

“დიდი პანდა” ან “ბამბუკის დათვი”  (ლათ. Ailuropoda melanoleuca ) დათვების ოჯახის ძუძუმწოვარი წარმომადგენელია. განსაკუთრებით გამოირჩევა შავ_თეთრი შეფერილობით (თუმცა, წითელი პანდებიც არსებობენ) და , თურმე ცოტათი ენოტებსაც კი ენათესავება.

დიდი პანდების მუდმივი და ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია ცენტრალური ჩინეთის მთიანეთი: სიჩუანი და ტიბეტი. სხვა ადგილებში ისინი არ ბინადრობენ.

სახეობის ჩინური სახელწოდება ითარგმნება, როგორც “დათვი-კატა”, მისი დასავლური დასახელება კი პატარა, წითელი პანდის სახელწოდებიდან მოდის;პანდას ლაქებიან დათავსაც უწოდებენ.

სიგრძით დიდი პანდა 1,2-1,5 მეტრს აღწევს , წონით კი 30-160 კილოსაც კი შეიძლება მიაღწიოს. სხვა დათვებისგან განსხვავებით საკმაოდ დიდი კუდი აქვს (დაახლ. 12 სმ). სხეული მასიურია და დაფარულია ფუმფულა თეთრი ბეწვით, შავი ლაქებით თვალების გარშემო (“სათვალეებით”) და შავი თათებით. უკანათათებზე საკმაოდ დიდი ბრჭყალები აქვს. თათების გულებზე და თითებზე აქვს კარგად განვითარებული უბალნო ბალიშები, რომელიც ბამბუკის ტოტების დაკავებაშიც ეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციით ისინი მტაცებელ ცხოველებს ეკუთვნიან, მათი საკვები რაციონი თითქმის მთლიანად მცენარეულია. ზრდასრული პანდა დღეში 30 კილომდე ბამბუკს მიირთმევს. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ჭამენ კვრცხს და ზოგი სახეობის მწერს, რადგანაც ესაჭიროებათ ცილები, რომელსაც მცენარეული საკვები ვერ ანაზღაურებს.

დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა როგორც დიდი, ასევე პატარა პანდების, რ ოგორც სახეობების კლასიფიკაცია, რადგანაც ისინი ატარებენ როგორც დათვების, ისე ენოტების მსგავს ნიშნებს. საბოლოოდ გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პანდა დათვია და მისი უახლოესი ნათესავია სათვალიანი დათვი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს;

დიდი პანდა წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გაქრობის პირას მყოფი სახეობა. ბოლო წლებში მკვეთრად დაიკლო პოპულაციების რაოდენობამ და შობადობამ როგორც ველურ ბუნებაში, ასევე სპეციალურ პირობებში მყოფ ინდივიდებში. მეცნიერების აზრით, ველურ ბუნებაში მხოლოდ 1600-მდე ინდივიდია დარჩენილი.

ჩინეთში პანდის მოკვლისთვის სასჯელი სიკვდილით დასჯაა.