ჩემი 24


24 წელი უცნაური თარიღია. ეს რიცხვი არც ოცდახუთია, მეოთხედი საუკუნე რომ დაუძახო და იამაყო და არც 23, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდად ჩათვალო თავი. 24 წელი ის დროა, როცა ხვდები, რომ  არც იქითა ხარ და არც აქეთ. დრო, როცა იაზრებ, რომ უკვე გაიზარდე.

დღეს ბევრი უცნაურობა მოხდა.

დაბადების დღს ღამეს ჭეშმარიტი მედიკივით სამსახურში შევხვდი წამლებით ხელში და უცებ ერთბაშად ვიგრძენი, რომ აქაც ვუყვარვარ ხალხს. ისინი მაფასებენ იმდენად, რომ სიურპრიზიც მომიწყვეს ისე, რომ მე, ბატმა, ვერც გავიგე და გემრიელი შოკოლადის ტორტითაც გამანებივრეს.

დღეს დილით კი ქუჩაში ჩემს ხელში მოკვდა სრულიად უცხო ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადარჩენა სრულიად კვალიფიციურად ვცადეთ, მაინც არაფერი გამოვდა ამ საქმიდან. ეს იყო პირველი ქუჩის CPR, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

tumblr_o1bisr5jZ41tvtrqdo1_500

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ფონი ამწუთს ძალიან არასახარბიელო მაქვს, მეგობრებს მაინც არ მივუტოვებივარ. თითქმის ყველა მესტუმრა მორიგეობით, ვისაც როგორ და როდის შეეძლო. ჩემი პაწია ნათლულიც მოგორდა დღეს და საპატიოდ დაიკავა ნათლიას დაბადების დღის პირველი სტუმრის სტატუსი.

დღეს სტუმრად მოვიდა ნათლიაც, რომელიც საუკუნეა, აღარ მინახავს და ჩამოვიდა საზღავრგარეთიდან ჩემი მეგობარი, რომლის გამოჩენასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ჩემს მისაღებ ოთახში.

ჩემი მეგობრების დანარჩენმა ნაწილმა საღამოს ორგანიზება ჩაიბარა, დანარჩენებმა კი იმაზე იზრუნეს, რომ ამ სეზონზე ახალი ტანსაცმლის ყიდვა არ დამჭირდეს, კარგად გამოვიყურებოდე, არაფხიზელი ვიყო პერიოდულად და კარგი სუნიც ამდიოდეს ბანაობის შემდეგ.

დღევანდელმა ძალიან, ძალიან არაორდინალურმა დაბადების დღემ დამარწუნა იმაში, რომ არასდროს უნდა თქვა, ამაზე უარესი რა დამემართებაო და ყოველთვის უნდა გჯეროდეს უცნაური და კეთილი მოულოდნელობებისა. კიდევ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრება მოკლეა და მატერიალური ფასეულობები კიდევ ძალიანაც გამოუსადეგარი, რადგან როცა კვდები თან არაფერი მიგაქვს, ხანდახან საკუთარი სულიც კი.

კაცობრიობას ბედნიერებისთვის სხვა ადამიანები და ერთმანეთის სიყვარული სჭირდება, ესაა და ეს.

ბევრ ბედნიერ მომავალ დაბადების დღეს გისურვებთ.

Happy Bday Babe


blogარასდროს დავფიქრებულვარ, რა სქესისაა ჩემი ბლოგი, ალბათ, გოგო. თუმცა, მისი ასაკი ზუსტად ვიცი. WordPress-ის ბაზაზე უკვე 6 წელია, ვცხოვრობთ და დავფრინავთ.

ხშირად მიფიქრია, ბლოგის გაკეთების ნაცვლად ბავშვი რომ გამეჩინა, წელს სკოლაში მეყოლებოდა შესაყვანი. უცნაურია, რამდენ დროსა და სიტყვებს ვახარჯავთ ვებში არსებულ ამ პატარა სივცეს, სადაც დრაფტებში უფრო მეტი რამ რჩება ყოველვის, ვიდრე გამოქვეყნებულ პოსტებში…

მე მიყვარს ჩემი ბლოგი. აქ ყველაფერს იპოვით: მედიცინას, პუბლიცისტიკას, სადღიურე პოსტებს, მუსიკას, წონის კლებაზე ჩემს ამბავს, ძველისძველ სახალისო იდეოლოგიურ ანკეტას, რომელსაც სირცხვილის მიუხედავად არაფრის დიდებით ვცვლი და კიდევ ბევრ რამეს, რასაც კარგა ხანია, ვეღარ ვამჩნევ. თუმცა, მთავარი აი, ესაა:

MY BLOG DOESN’T ASK SILLY QUESTIONS.

MY BLOG UNDERSTANDS!

დღეს მთელი ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე კი ჩემს ბლოგს ვულოცავ. Happy Bday Babe! We’ll fly far far away together.