Happy 2015


tumblr_ngw04iADQ11qfm87to1_1280

თქვენი არ ვიცი, მე კი მგონია, რომ ახალი წელი ყველაზე სევდიანი დღესასწაულია. რატომ? არ ვიცი, რატომ.

ეს ის დროა, ბებია რომ გენატრება ადამიანს.

გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ მასწავლიდა ხოლმე გოზინაყის გაკეთებას წვრილწვრილად, შეგონებებით, სიყვარულით.

ამიტომაც რაც ბებია აღარაა, გოზინაყს სევდის გემო აქვს ხოლმე.

ამ ყველაფერთან ერთად ჩემი ნაძვის ხე 30 წელიწადს აღნიშნავს ჩვენს ოჯახში. ვერაფერს იტყვი, საიუბილეო თარიღია.

წელს დიდი წელი მქონდა ბევრი ახალი ადგილითა და ადამიანით. დიდი იმედი მაქვს, მომავალი წელი უფრო დიდი გამოდგება და სულ სხვა ადგილიდან და ქვეყნიდან მოგწერთ, but who knows…

ბედნიერი ახალი წელი, მკითხველებო. კარგია, რომ არსებობთ.

რას ვუტოვებ 2012 წელს


ჩემმა ერთგულმა მკითხველმა და მეგობარმა წეღან გამანჯღრია, ახალი პოსტი გვაღირსეო და მეც აღარ დავაყოვნებ. ამ დღეს სხვას რას შემოგთავაზებთ, თუ არა 2012 წლის შეჯამებას.

საათი და 15 წუთია დარჩენილი და 2012-იც მიძაღლდება.

მეც ყველაფერი მზად მაქვს: გოზინაყი გავაკეთე, ბებიამ რომ მასწავლა  იმ რეცეპტით (ამ ტრადიციას არ ვარღვევ, ჩაკ ნორისიც რომ წამომადგეს თავზე), კექსი გამოვაცხვე, ყელში ამოსული ოლივიე და ბაჟეც “შევქმენი” და ისღა დამრჩენია, პოსტი დავასრულო და ჩემი ქალად ქცევის პროცესსაც მივხედო. ^_^ თორემ ამწუთს 3 შვილის დიასახლისდედას ვგავარ გაწეწილი თმითა და აწითლებული ლოყებით. 🙂

ამ პოსტში მოგიყვებით, რა მომცა 2012-მა და რას ვუტოვებ მე მას.

საერთო ჯამში, გამორჩეული წელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური მეტი მოხდა, ვიდრე პოზიტიური.

2012-ში დავხურე მეორე კურსი, გადავედი მესამეზე; გამოვიცვალე 2 სრულიად განსხვავებული სამუშაო ადგილი: ვიმუშავე კარდიოლოგიურ კლინიკა “ადაპტში” სამერჯობის ეგიდით, შემდეგ მეცხრე არხზე ვებმარკეტინგის კუთხით და ახლა ისევ უმუშევარი ვარ, თუ არ ჩავთვლით  pink.ge-ს . ❤

TV9-ზე ახალი მეგობრებიც შევიძინე, და ხშირად მენატრება ხოლმე იქაურობა ^_^.

“ადაპტიც” ხშირად მესიზმრება.

პირადი ცხოვრება ისევ არ მაქვს წყობაში. უკვე ვისწავლე ამაში პოზიტივის დანახვაც 🙂 .

ჯგუფხელი გავხდი და ჯგუფში ახალი და საყვარელი ადამიანები შემოვიმატე. ერთი კი გამიფრინდა, მაგრამ სად წამივა ისიც 🙂 .

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი, ლუსი შეემატა.

საზოგადოებაში ლუსი, შინაურებში კუკუნა ^^

2012-ში კონფლიქტებიც მრავლად იყო. პირველად ცხოვებაში შევეწინააღმდეგე ერთ ადამიანს და ჩავერიე მის პირად ცხოვრებაში…

დღემდე არ ვთვლი მის გადაწყვეტილებას მართებულად, თუმცა მეგობრისადმი სიყვარული წონის ამ ფაქტს. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ცხოვრებაა და არა ჩემი.

რაც მთავარია, 2012 წელს ვუტოვებ ჩემს ზედმეტ 21 კილოგრამს! 4 თვიანმა დიეტამ შედეგიანად ჩაიარა. იმედი მაქვს, 2013 წელს დარჩენილ 30 კილოგრამსაც დავიკლებ და რა ვიცი. კარგი იქნება, 50 კილოგრამით დამსუბუქება, სხვა თუ არაფერი; აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა ილიასა და მარიამს ეძღვნებათ. ეს კი სულ სხვა ისტორიაა, რომელსაც 2013-ში მოგიყვებით;

ჰო, წელს პირველად ვუყურე შერლოკს. ბენედიქტი შემიყვარდა.

მენტალისტსაც პირველად ვუყურე და საიმონიც შემყვარდა. ბოლოს გაორება დამემართა და ვეღარ გადავწყვიტე, რომელი  მირჩევნია :).

რაღაცეები არ იცვლება. მაგალითად ჩემი GPA, რომელიც ისევ უვარგისია, მეგობრები, რომლებიც ისევ ჩემთან არიან, ახალი წელი, რომელიც არ მიყვარს…

იმედი მაქვს, 2013 უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.

გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ.

პ.ს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს 2 სანტას საჩუქრებისთვის ^_^