6 წუთში დასაწერი პოსტი :) ანუ Happy, happy Spring ;)



სულ 6 წუთიმაქვს, აი, უკვე ხუთი… 🙂
გილოცავთ გაზაფხულს:)
ლამაზი დროა გაზაფხული…
ყველაზე მეტად მაინც ის მიყვარს, ხეები რომ გაყვავებას იწყებენ და ჰაერში ბალახების სუნი რომ ტრიალებს….
ატმის და ტყემლის ყვავილები რომ ათოვს სველ და აპრილის წვიმებით გაჟღენთილ მიწას…
მაგრამ აქამდე ჯერ შორია, მაინც შორი…
მაინც გილოცავთ…
ერთად დაველოდოთ ატმის ყვავილობას, რადგან ის უფრო ახლოსაა ვიდრე გუშინ იყო და უფრო შორს, ვიდრა ხვალ იქნება…