ისე, როგორც წერილებში ვხედავ…


მთელი ღამის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ინტერნეტში 40 მილიონი ადამიანი დაძვრება. არ ვიცი, ამ 40 მილიონიდან რამდენი ესაუბრება ჩვენ ორის გარდა ერთმანეთს. რა მნიშვნელობა აქვს.

ისე მაინც ვერავინ დაწერს, როგორც ჩვენ ვწერთ ერთმანეთს.

ამბობენ, რომ წერილების საუკუნე გავიდა. მე სწორედ ამ უწერილობის ხანაში ვიპოვე მეორე ადამიანი, ვისაც ამის არ სჯერა…

ჩვენ არ გვჯერა და ვწერთ. ვწერთ ყველაფერზე, ყველაზე, ყველგან… ერთად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, ვიბუტებით, ვრიგდებით…

ხელები ხშირად თავისით გაგვირბის. სიმბოლოები ისე უცებ იკრიფება მოციმციმე ეკრანზე, ვერც ვასწრებთ გააზრებას და უკვე ვეკითხებით ერთმანეთს როგორ ხარო. და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება ადრესატი, 2 ქუჩის იქით, სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე თუ თუნდაც, ჩემივე ოთახის კედლის უკან?

მე არ ვიცი, ის სად ცხოვრობს, არ ვიცი, როგორია. მთელი ამ ამბის ხუმრობაც ხომ სწორედ ამაშია. არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა უყვარს, რას კითხოლობს, როგორ, უფრო სწორედ, რატომ ცხოვრობს…

მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვაზე უკეთესად ვიცი, იმ სხვებზე უკეთესად, რომლებსაც ის ყოველ დღე ხვდება, რომლებთანაც ის მეგობრობს…

ჩვენ, ხანდახან, ერთმანეთის დღიურებს ვემსგავსებით: იმ დღიურებს, სადაც ყველაზე დიდ საიდუმლოებს წერენ; იმ დღიურებს, რომელიც არავინ უნდა წაიკითხოს…

ჩვენ აკრძალულ წესებს ვარღვევთ, საზღვრებს ვშლით და ვწერთ… ვწერთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცით, მეორე მხარე წაიკითხავს ამას, გაგიგებს და საიდუმლოს შეინახავს…

ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, რომ თვალებში ყურება ცხოვრებაშიც არ გამოდის ისე, როგორც აქ, ასეთი წერილებით. ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა თვალით იყურები, გულის და ხელის თვალებით…

შეხვედრა არ გიცდიათო?- მკითხავთ ალბათ. -არა. საკუთარი ცოცხალი პირადი დღიურების გადაკითხვას ჯერაც ვერ ვახერხებთ… ალბათ, არც არასდროს წავიკითხავთ. ეს ხომ ის წერილებია, რომელიც მხოლოდ ერთელ უნდა წაიკითხო და შემდეგ დაწვა…

ალბათ, სასაცილო იქნებოდა, ის ჩემივე ახლობელი, მეზობელი, ან ისეთი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, რომელიც არასდროს, არასდროს დამინახავს ისე, როგორც წერილებში ვხედავდი…

ესეც შარადის ახსნაა.

სიტყვებს თავისი ძალა აქვთ, სხვა ყველა დანარჩენ არსებობას – თავისი…

და, რა მნიშვნელობა აქვს, რომ არ მინახავს; ხომ ვიცნობ.

ყველაზე უკეთ…

ყველაზე ახლოს…

გულთან… გულში…

პეპელა სახელად – კამპა


ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

არასდროს გსმენიათ ლეგენდა პატარა, მამაც პეპელა კამპაზე?

დიდი ხნის წინათ, დედამიწა არცთუ ლამაზი ადგილი იყო. არსად ჩანდა მწვანე ხეები, ნაირფერი ყვავილები, ცაც კი არ იყო ლურჯი … არსად ჩანდა ლამაზი ნაკადულები… მოკლედ, დედამიწა იმ დროს უცნაურად უდაბური, რუხი და მოსაწყენი ადგილი იყო.

ასეთ სამყაროში, შორეულ და უკაცრიელ მინდვრებში ცხოვრობდა პეპელა სახელად კამპა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მეტად უცნაური არსება იყო. სხვა პეპლებს არ გავდა; მისი ფრთები მათგან განსხვავებით ათასფერად ლივლივებდა… რა ფერს არ შეხვდებოდით მის პაწაწინა ფრთებზე: იისფერს, ლურჯს, წითელს, ყვითელს…

კამპას ოცნება უყვარდა.  ხშირად ხუჭავდა თვალებს და წარმოიდგენდა ხოლმე ლამაზ სამყაროს, ფერად ცას და კიდევ უფრო ფერად ღრუბლებს, ნაზ და ლამაზ ყვავილებს… თუმცა ამ სამყაროს მის გარდა სხვა ვერავინ ხედავდა… არავინ იჯერებდა… კამპაც მხოლოდ ოცნებობდა და ოცნებობდა…

ერთხელაც კამპას უცნაური რაღაც დაესიზმრა. თითქოს მისი ფრთები ფრთები კი არა, დიდი პალიტრა იყო. პალიტრაზე ფერები ირეოდა და კამპაც ხატავდა… ხატავდა საკუთარ ოცნებებს, ლამაზ მინდვრებს, ფერად ყვავილებს, უცხო ხეებს… ისეთ სამყაროს ხატავდა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა… მისი ფრთები ახლა უშველებელი იყო…. თვალის დახამხამებაში იხატებოდა ულამაზესი, აქამდე უცხო ხილით დახუნძლული ხეები… სისხლივით წითელი საღებავიდან იბადებოდა ალუბალი, მოელვარე ბროწეული, წითელი ვაშლები… ნარინჯისფრად ელვარებდა ფორთოხალი… იხატებოდა მდინარეები,ზღვები, ნაკადულები…

ყველაფერი უკეთესადაც კი იყო, ვიდრე პატარა გულად პეპლას  შეეძლო, ენატრა…

ასე არასდროს სწყენია კამპას გაღვიძება, როგორც იმ დილას… ასე გულითაც არასდროს უნატრია, სამყარო სხვანაირი ყოფილიყო… და აი, მამაცმა, გულადმა და გულკეთილმა კამპამ გული ჩადო ნატვრაში… და ინატრა თუ არა, სასწაულიც მოხდა…

კამპა ჰაერში აიჭრა და ცა გადასერა… სამყარომაც სახე იცვალა და კამპას ოცნებად იქცა. თითქოს პეპელა და ახალი სილამაზე ერთ არსებად იქცნენ…

მას შემდეგ კამპა თითქოს აღარავის უნახავს…

თუმცა, ალბათ, არც არავის უფიქრია, რომ ხილის თითოეული მარცვალი, მზის თითოეული სხივი, წყლის თითოეული წვეთი კამპაა და რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს…

გინდათ კამპა დაინახოთ? გულით ინატრეთ, ცაში აიხედეთ და ის ისევ გადასერავს ცას შვიდფერად, მხოლოდ თქვენთვის და მხოლოდ მაშინ, როცა მზე და წვიმა ერთმანეთს შეხვდება…

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

დაამთავრე სკოლა?


სკოლა დაამთავრე? საინტერესო პერიოდი გქონია.

გუშინდელი ბოლო ზარის შემდეგ თავს უცნაურად უნდა გრძნობდე. არა, ცუდად არა, მაგრამ დაღლილად, დაცლილად. იმის გააზრება გიჭირს, რომ მომავალ ორშაბათს დილით იმისთვის აღარ ადგები, რომ სკოლაში გაიქცე დაგვიანებული. ..

ჯერ არავინ გენატრება, სულ ცოტა ხნის წინ ნახე ყველა, ერთად ისე კარგად იყავით, როგორც არასდროს, მხიარულობდით, გიხაროდათ, ტიროდით…. დღეს კი რაღაცნაირი დილა გათენდა, უცნაური, ცარიელი, ხან მზიანი, ხანაც ღრუბლიანი…

დამიჯერე, მონატრების დრო არ გექნება, ვერ მოიცლი მოსანატრებლად… ჯერ ერთი სული გექნება, როდის მოიცილებ საატესტატო გამოცდებს, მერე ეროვნულებიც მოვა თვალის დახამხამებაში…

ბოლოს, ისეთი დაღლილი იქნები შედეგების ლოდინით, როგორც არასდროს არაფრით; უფრო უარესადაც კი, ვიდერე გამოცდებისას… მერე კი ჩაბარების სიხარულსაც გამოცდი 🙂 დიდი აფეთქების მსგავს გრძნობას, დიდ სიხარულს…

მერე პირველი დღე იქნება უნიში, ახალი ნაცნობები, ახალი საქმე და ახალი საგნები, ახალი ცხოვრება… ახლაც არ გეცლება … მერე პირველი გამოცდები უნიში, აქ კი ინანებ, რომ თავში აქ ჩაბარება მოგივიდა ოდესღაც…. 🙂

თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე გავა ბოლო ზარიდან 1 წელი…

მე ასე დამემართა.. 🙂

რას იზამ, ჩვენ, ყველანი ვიზრდებით…. შენც გაიზარდე…

გილოცავ. შენ ახალი სამყარო გეშლება ცხვირწინ, გაცილებით ფართო და საინტერესო….

მამრებო, სიყვარულით, მდედრებისაგან


“ქალი გულის სამოთხე, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელია”

ესპანური ანდაზა

ამბობენ, რომ ეს კონფლიქტი არასდროს დასრულდება. ქალი და მამაკაცი ვერასდროს მორიგდებიან. ეს ნამდვილად სიმართლეა. ჩვენ ყოველთვის გაგლანძღავთ, ყოველთვის გვეყვარებით და თქვენც არ დაგვაკლებთ ალბათ. მანამდე კი 10 მცნების მსგავსი ჩამონათვალი თქვენ, კაცებს ჩვენგან, ქალებისგან:1. მცნება პირველი: მე ვარ ქალი, ცოცხალი და ბიოლოგიურად აქტიური არსება და არა იატაკის მწმენდავი, სახლის მლაგებელი, შვილების გამჩენი, გაზქურის შემცვლელი, ზურგის და მუშტების  დასაფხანი მექანიზმი. ჩემი ფუნქციები მხოლოდ “კუხნა-კრაოტით” არ შემოიფარგლება. მეც პიროვნება ვარ.

2. მე თუ მიყვარხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მეყვარები. როგორც პროდუქტს გასდის ვადა, ისე ემართება ჩემ გრძნობებსაც. ხოდა, ან მაცივარი უნდა შეაშველო ამ ამბავს, ან კარგი მოვლა. მხოლოდ პოტენციით საქმე არ კეთდება.

3. და მანც, თუ საქმე პოტენციასა და ღალატზე მიდგა, ჩვენი უმრავლესობისთვის მიუღებელია ქმრის (ბოიფრენდის, მამის, ბიძიიის, დეიდაშვილის ქუსლის ბიძაშვილის) ღალატი! თავის მართლებაც იმით, რომ კაცების ფანტაზია და მოთხოვნილებები განსხვავებულია, სასტიკად მიუღებელია. თუ საქმე საქმეზე მიდგა, კაცებს მხოლოდ 1 სახეობის ორგაზმი გაქვთ. ჩვენ კიდენა 3 სახის (გახარბებთ). ჰოდა, მრავალფეროვნება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე თქვენ.

4. ნუ შეგვაკალით თქვენს ინტელექტს და იმ 12 მილიონ ნეირონს, შეგვარგეთ ჩვენი 9 მილიონი. ვაღიარებთ, რომ ჩვენზე ჭკვიანები ხართ, მაგრამ მაინც არც ერთმა არ იცით, კვერცხი მარტო კარაქში რომ არ უნდა შეწვათ და, ბოლოს, ვერ გაგიგიათ, ცეცხლი რატომ ეკიდება ტაფას 🙂 ჩვენ ჩვენი სფერო გვაქვს, თქვენ_თქვენი.

5.პატივი გვეცით და პატვცემულნი იქნებით, მოგვიარეთ და მოგივლით, შეგვიყვარეთ და შეგიყვარებთ, მაგრამ ზომიერებას ნუ დაივიწყებთ. ყველა კაცში ზის პატარა, მძინარე სულთანი. მოდი, ნუ გავაღვიძებთ ამ მძინარე სულთანს.

6. ხო, ნუ გადაგვაყოლეთ იმ ვაშლს,.. რა ჩვენი ბრალია, ადამი თუ ქლიავი იყო და ყველაფერს ჭამდა, რასაც აძლევდნენ! 🙂

8. გვაღიზიანებს თქვენი სიშტერე, მერყეობა, წუწუნი, უპერსპექტივობა. ასეთები ჩვენი თავებიც გვყოფნის. ჩვენ გვჭირდება დასაყრდენი და არა ხალადეცს რომ გავს, ისეთი კაცი.

9. We love surprises 🙂 გაგვიკეთეთ ხშირად კეთილი და სიყვარულიანი სიურპრიზები. (კეთილ სიურპრიზებში არ იგულისხმება საწოლში სხვასთან ერთად რომ წაგასწრებენ).

10. სასურველია, ლოგინში ფერარი იყოთ, სახლში_ რაფაელლო თხილის გულით.  ჩვენც, ჩვენი მხრიდან, შევეცდებით განათების ბოძს რ დავემსგავსოთ.

P.S. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ფემინიზმი, ემანსიპაცია და სხვა მსგავსი რაღც(ე)ები დიდი სისულელეა. ყველა ქალი ქალია. კაცობრიობას კიდევ გაგრძელება ჭიდება. ამიტომაც შეგვიყვარეთ, გვაქციეთ ბედნიერებად და დარწმუნებულნი იყავით, თქვენც ბედნიერები და კმაყოფილები იქნებით.

სიყვარულით, სულის ხუთვით და გულის ბრაგუნით, ქალები.

Day 01 — Your Best Friend


აი ეხლა განხე სულ ცოტა ხნის წინ 🙂

მიყვარხარ ძალიან :*

შენ არ ხარ იდეალი, პირიქით_იდეალის ანტიპატია, მაგრამ რა მეშველებოდა, ისეთი რომ არ იყო, როგორიც ხარ… 🙂

ასეთ შემთხვევაში შენ არ იქნებოდი ჩემი მეგობარი, ალბათ… :0

მოსაწერი ბევრი არაფერი მაქვს შენთვის, უბრალოდ, მინდა გთხოვო, არსად დამეკარგო იცოდე 🙂

არასდროს!

აქ აღარ გკოცნი 🙂 მოვალ ცოტა ხანში და ისედაც გაკოცებ ცოცხლად 🙂