სასკოლო ტერმინების “სწორი” განმარტებანი


გავიხსენოთ სიყრმე-ახალგაზრდობა, ამხანაგებო.

ჩპყ წელსა 🙂 ალბათ ყველა თქვენგანი სწავლობდა იმ ოხერ , დასაწვავ და გადასაბუგ ცოდნის ტაძარში, სკოლა რომ ქვია. ალბათ, ბევრ თქვენგანსაც ექნება რაიმე ისეთი  გაკეთებული მოცალეობის ჟამს (ან, უარეს შემთხვევაში, ნანახი მაინც) იმის მსგავსი, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. 🙂

მაშ ასე: მოსწავლის თვალით დანახული:

სკოლა_ მოუსვენარი ცხოვრება.

დირექტორი_ დიადი ხელმწიფე

სასწავლო ნაწილი_ხევიზბერი გოჩა

დამრიგებელი_ზედამხედველი

მოსწავლე და მასწავლებელი_მგელი და კრავი

ჟურნალი_ნიშნების ზოოპარკი, გულის ბოღმა Continue reading

“მიყვარხარ” 100 ენაზე


ვაგრძელებ შეპირებული დღიურის გამოქვეყნებას 🙂

ძველია, მაგრამ კარგი 🙂 მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს არსად (საეჭვოა, მაგრამ მაინც:)  სიტყვა “მიყვარხარ” მსოფლიოს 100 ენაზე, მათ შორის ქართულადაც 🙂

1> English – I love you

2> Afrikaans – Ek het jou lief

3> Albanian – Te dua

4> Arabic – Ana behibak (to male)

5> Arabic – Ana behibek (to female)

6> Armenian – Yes kez sirumen

7> Bambara – M’bi fe

8> Bangla – Aamee tuma ke bhalo aashi

9> Belarusian – Ya tabe kahayu

10> Bisaya – Nahigugma ako kanimo Continue reading

პატარა ბაბუაწვერას სიზმარი


ეს არის იური რიბკას პატარა, ფილოსიფიური ზღაპარი
ბაბუაწერაზე, რომელმაც სული გაიღო სხვისი ბედნიერებისთვის.
მე გადავთარგმნე, დედანი ქვემოთ შეგიძლიათ
იხილოთ, პოსტებში.

ცხოვრობდა და იზრდებოდა მდელოზე პატარა ბაბუაწვერა; გულუბრყვილო და ახალგაზრდა, ყვითელი ფერის.
იღვიძებდა დილაობით, თმხიარულად უღიმოდა მზეს და მთრთოლვარე და გულშეკუმშული აკვირდებოდა მას მთელი დღე. მზე ჩადიოდა ჰორიზონტს იქით და ბაბუაწვერაც მშვიდად იძინებდა საკუთარ ფოთლებში გახვეული…
ღამ-ღამობით კი ესიზმრებოდა ყველაზე განსხვავებული და ფერადი სიზმრები: ერთში ის თეთრ ჩიტად გადაიქცეოდა და დაფრინავდა შორს მიწისგან, მეორეში კი გემის კაპიტანი იყო და თამამად დაცურავდა ოკეანეში. ყველაზე ხშირად ბაბუაწვერას ესიზმრებოდა სიზმრები, რომლებშიც ის ვიღაცას გადაარჩენდა ხოლმე.
ასეთი სიზმრების შემდეგ გაღვიძება_ ერთი სიამოვნებაა!
მაგრამ, აი, დაესიზმრა სიზმარი, რომელმაც იგი ააფორიაქა და გააბრაზა:
პატარა გოგონა მოწყენილი იჯდა და უცქერდა ბაბუაწვერების ზღვად ქცეულ მდელოს.
სიხარული არ იყო მის თვალებში; არ უღიმოდა იგი დილის მზეს, რომელსაც უხვად მიმოეფანტა თავისი სხივები მდელოზე.

გაბრაზებულს გაეღვიძა ბაბუაწვერას იმ დილით და ძალიან მოუნდა, მოწყენილ გოგონას დახმარებოდა.
საბედნიეროდ, ამ დროს ქარი დასეირნობდა მათ მდელოზე.
-მითხარი, ბრძენო ქარო, -გაუბედავად დაიწყო ბაბუაწვერამ,- სურვილები სრულდება?..
-სრულდება, უბრალოდ, საჭიროა, ძალიან მოინდომო!-ქარმა მოუსვენრად შემოუქროლა ბაბუაწვერას გარშემო.
-და თუ მე ჩავიფიქრებ, რომ ვიღაც სხვა ბედნიერი იყოს, ახდება?-სუნთქვაშეკრულმა იკითხა ბაბუაწვერამ.
-ახდება, თუმცა ეს ადვილი როდია,- ქარმა მაღლიდან გადმოხედა პატარას,-საჭიროა, რომ შენი სული ჩააქსოვო, ხანდახან კი მთლიანად შენი თავი უნდა გასწირო!!!
….რა თქმა უნდა, თუ შეძლებ,- დაუსტვინა დაუდეგარმა ქარმა და გაქროლდა, ბაბუაწვერა კი დიდ ხანს უყურებდა შორიდან…
-მე შევძლებ!!!- უკვე ჩაძინებისას წაიჩურჩულა ბაბუაწერამ.
დილით კი ბაბუაწვერა გაქრა: თითქოს არც იზრდებოდა მწვანე მინდორზე, თითქოს არ ეკითხებოდა ქარს რთულ კითხვებს…

პატარა გოგონა ტრიალებდა და ცეკვავდა ბაბუაწვერების ზღვაში ბედნიერების მელოდიაზე არაჩვეულებრივი ქოლგით, რომელიც შიგნიდან მწვანე, ხოლო გარედან ყვითელი იყო.
ისე ცეკვავდა, რომ დაუდეგარმა ქარმა ვერ მოითმინა და ჩაიხედა მის ქოლგაში… ჩაიხედა და ყველაფერს მიხვდა…
რადგანაც, ვიღაც რომ გავაბედნიეროთ, საჭიროა რა ცოტა და თანაც, რა ბევრი: ჩააქსოვო შენი სული, ხანდახან კი, შენი თავიც გაწირო…

ოფიციალური მიმართვა


მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე უღმერთოდ გამწირეთ და მიმატოვეთ, მე მაინც ვერ გავკადნიერდები იქამდე, რომ ყოფილი გიწოდოთ. თქვენ მე დღესაც მიყვარხართ, თუმცა თქვენ არანაირად არ მიიღეთ მხედველობაში ეს გარემოება და საბოლოოდ მაქციეთ ზურგი. სამწუხაროდ მე არ გამაჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მე თქვენ ძალიან მიყვარდით. მე უბედური ვენდე თქვენს თვალებსა და სიტყვებს, რომლებიც ახლა სულ სხვა რამეს მაუწყებენ და წარმოთქვამენ. არა მგონია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა მაინც უარჰყოთ თქვენი დიდი მონდომება იმაში, რომ მე თქვენი არასტანდარტული ფეხების, ამაყი მკერდისა და საოცრად განსხვავებული თმების ტყვეობაში აღმოვჩენილიყავი. ჩემის მხრივ, არც მე დამიკლია ხელი და ჩვენ, ორივენი ნებაყოფლობით შევცურდით ტრფობის უტკბეს მორევში. აქ კი აღმოჩნდა, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით უკეთესად გცოდნიათ ცურვა და სულ მალე უკანმოუხედავად გასცურეთ ნაპირისაკენ. hahaha მე კი დღესაც ჩაყვინთულ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამიტომ ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. გთხოვთ, გამომიყოთ მცირეოდენი საკარმიიდამო ფართი თქვენი გულის ცენტრალურ რაიონებში დასასახლებლად. სამაგიეროდ, მთლიანად საკუთრების უფლებით გთავაზობთ ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილს: ტუჩებს, ცხვირს, გულ-ღვიძლს, ჯიგარს ან, თუნდაც, სულ ყველას ერთად.
თუკი თქვენ ამ ჩემს მოკრძალებულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ოფიციალურად მოვითხოვ შემდეგს: hka_magasa

1. ჩემთვის მოყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად სასწრაფოდ გათხოვდეთ და ცოლად გაჰყვეთ შეძლებულ მამაკაცს (სასურველია, სტომატოლოგს), რათა მქონდეს საბაბი, ყველაფერი ჩემს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებს დავაბრალო. boss Continue reading

ლიტერატურული ანკეტა


რაც სტუდენტობაში გადავეშვი, ლიტერატურა დამეჩაგრა…არადა მომენატრა კარგი წიგნი, ფინჯანი ჩაი და სავარძელი… აი გამოცდებს ჩავაბარბ და.. 🙂 მანამდე კი ამით დავკმაყოფილდები 🙂

წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? _ ახლო აღმოსავლეთის მედიცინის ისტორია 🙂 ზოგადად კი ვადიმ ბოიკოს “სიტყვა სიკვდილით დასჯის შემდეგ”

2. სკოლის პროგრამაში ერთადერთი ნაწარმოების დატოვება, რომ შეიძლებოდეს რომელს დატოვებდით? ქარჩხაძის “იგი”. მართლა საუკეთესოა, ჩემი აზრით

3. რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი? :) ვინც მიცნობს, ყველამ იცის, “ჯეინ ეართან ერთდ” მძინავს 🙂

4. მწერალი რომელსაც იუმორის ყველაზე კარგი გრძნობა აქვს ნოდარი ❤ აი უსაყვარლესი ადამიანი… რამდენი რამე წამიკითხავს, მაგრამ ამდენი სითბო, რამდენიც ნოდარის ნაწარმოებიდან მოდის, სხვაგან არ შემხვედრია… ჭეშმარიტად კეთილი ლიტერატორი 🙂

5. ყველაზე გარყვნილი მწერალი/პოეტი. ოოო, დიდი გამოცდილება და არჩევანი არ მაქვს, სხვა დროს შევავსებ ამ ნაწილს

6. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი: ჭილაძე, გალაკტიონი, მესამეს ვეძებ

7. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი მარკესი, ბულგაკოვი, დუმბაძე

8. რომელ წიგნზე გიტირიათ? _ ბიძია თომას ქოხზე ვიტირე, მახსოვს

9. რომელ წიგნზე იცინეთ ბევრი? დუმბაძეზე ვიცინი უზომოდ:D

10. რომელ წიგნს დასცინეთ? _თამაში ჭვავის ყანაში.

11. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? ნოდარ დუმბაძეს, ყველაზე მზიან მწერალს მსოფლიოში

12. საყვარელი ციტატა წიგნიდან _“ჩვენ, ყველანი მიწისგან ვართ და მიწადვე უნდა ვიქცეთ. ულამაზესი ასული, რომელსაც ახლა შენ ეხვევი, ხვალ მიწად იქცევა და იმ მიწისაგან, რომელსაც დაუფიქრებლად ადგამენ ფეხს, მექონე ყელმოღერებულ სურას გააკეთებს. იმ სურიდან სხვები ისე დალევენ ღვინოს, როგორც შენ სვამ. დალევენ და არც დაფიქრდებიან, რომ ოდესღაც ის თიხაც ულამაზესი ასული იყო…”

გრიგოლ აბაშიძე_ “დიდი ღამე”

13. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი: რობინ ჰუდი, სამი მუშკეტერი, დეტექტივები

14. საყვარელი ლექსი _

ო ეს ერთი დღე უშენობის ჰგავს საუკუნეს…

აღარ იძვრიან, თითქოს პირი შეკრეს წამებმა…

მზე კაშკაშა დრე დაემსგავსა თითქოს უკუნეთს,

მე შევიგრძენი უსინათლო კაცის წამება…

15. რომელი წიგნი ასახავს ყველაზე კარგად თანამედროვეობას? _ჭავჭავაძის პროზა

16. მე-20 საუკუნის ყველაზე გადაფასებული წიგნი _ უფ, ბევრია :D

17. მე-20 საუკუნის ყველაზე ნაკლებად დაფასებული წიგნი _ არ ვიცი….’

18. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან? ჯეინი, ჯეინ ეარი

19. წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია არ მიყვარს ეკრანიზაციები

20. წიგნის ყველაზე ცუდი ეკრანიზაცია ჯეინ ეარის ეკრანიზაცია! საშინელება!