დაამთავრე სკოლა?


სკოლა დაამთავრე? საინტერესო პერიოდი გქონია.

გუშინდელი ბოლო ზარის შემდეგ თავს უცნაურად უნდა გრძნობდე. არა, ცუდად არა, მაგრამ დაღლილად, დაცლილად. იმის გააზრება გიჭირს, რომ მომავალ ორშაბათს დილით იმისთვის აღარ ადგები, რომ სკოლაში გაიქცე დაგვიანებული. ..

ჯერ არავინ გენატრება, სულ ცოტა ხნის წინ ნახე ყველა, ერთად ისე კარგად იყავით, როგორც არასდროს, მხიარულობდით, გიხაროდათ, ტიროდით…. დღეს კი რაღაცნაირი დილა გათენდა, უცნაური, ცარიელი, ხან მზიანი, ხანაც ღრუბლიანი…

დამიჯერე, მონატრების დრო არ გექნება, ვერ მოიცლი მოსანატრებლად… ჯერ ერთი სული გექნება, როდის მოიცილებ საატესტატო გამოცდებს, მერე ეროვნულებიც მოვა თვალის დახამხამებაში…

ბოლოს, ისეთი დაღლილი იქნები შედეგების ლოდინით, როგორც არასდროს არაფრით; უფრო უარესადაც კი, ვიდერე გამოცდებისას… მერე კი ჩაბარების სიხარულსაც გამოცდი 🙂 დიდი აფეთქების მსგავს გრძნობას, დიდ სიხარულს…

მერე პირველი დღე იქნება უნიში, ახალი ნაცნობები, ახალი საქმე და ახალი საგნები, ახალი ცხოვრება… ახლაც არ გეცლება … მერე პირველი გამოცდები უნიში, აქ კი ინანებ, რომ თავში აქ ჩაბარება მოგივიდა ოდესღაც…. 🙂

თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე გავა ბოლო ზარიდან 1 წელი…

მე ასე დამემართა.. 🙂

რას იზამ, ჩვენ, ყველანი ვიზრდებით…. შენც გაიზარდე…

გილოცავ. შენ ახალი სამყარო გეშლება ცხვირწინ, გაცილებით ფართო და საინტერესო….

სასკოლო ტერმინების “სწორი” განმარტებანი


გავიხსენოთ სიყრმე-ახალგაზრდობა, ამხანაგებო.

ჩპყ წელსა 🙂 ალბათ ყველა თქვენგანი სწავლობდა იმ ოხერ , დასაწვავ და გადასაბუგ ცოდნის ტაძარში, სკოლა რომ ქვია. ალბათ, ბევრ თქვენგანსაც ექნება რაიმე ისეთი  გაკეთებული მოცალეობის ჟამს (ან, უარეს შემთხვევაში, ნანახი მაინც) იმის მსგავსი, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. 🙂

მაშ ასე: მოსწავლის თვალით დანახული:

სკოლა_ მოუსვენარი ცხოვრება.

დირექტორი_ დიადი ხელმწიფე

სასწავლო ნაწილი_ხევიზბერი გოჩა

დამრიგებელი_ზედამხედველი

მოსწავლე და მასწავლებელი_მგელი და კრავი

ჟურნალი_ნიშნების ზოოპარკი, გულის ბოღმა Continue reading

ოფიციალური მიმართვა


მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე უღმერთოდ გამწირეთ და მიმატოვეთ, მე მაინც ვერ გავკადნიერდები იქამდე, რომ ყოფილი გიწოდოთ. თქვენ მე დღესაც მიყვარხართ, თუმცა თქვენ არანაირად არ მიიღეთ მხედველობაში ეს გარემოება და საბოლოოდ მაქციეთ ზურგი. სამწუხაროდ მე არ გამაჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მე თქვენ ძალიან მიყვარდით. მე უბედური ვენდე თქვენს თვალებსა და სიტყვებს, რომლებიც ახლა სულ სხვა რამეს მაუწყებენ და წარმოთქვამენ. არა მგონია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა მაინც უარჰყოთ თქვენი დიდი მონდომება იმაში, რომ მე თქვენი არასტანდარტული ფეხების, ამაყი მკერდისა და საოცრად განსხვავებული თმების ტყვეობაში აღმოვჩენილიყავი. ჩემის მხრივ, არც მე დამიკლია ხელი და ჩვენ, ორივენი ნებაყოფლობით შევცურდით ტრფობის უტკბეს მორევში. აქ კი აღმოჩნდა, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით უკეთესად გცოდნიათ ცურვა და სულ მალე უკანმოუხედავად გასცურეთ ნაპირისაკენ. hahaha მე კი დღესაც ჩაყვინთულ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამიტომ ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. გთხოვთ, გამომიყოთ მცირეოდენი საკარმიიდამო ფართი თქვენი გულის ცენტრალურ რაიონებში დასასახლებლად. სამაგიეროდ, მთლიანად საკუთრების უფლებით გთავაზობთ ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილს: ტუჩებს, ცხვირს, გულ-ღვიძლს, ჯიგარს ან, თუნდაც, სულ ყველას ერთად.
თუკი თქვენ ამ ჩემს მოკრძალებულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ოფიციალურად მოვითხოვ შემდეგს: hka_magasa

1. ჩემთვის მოყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად სასწრაფოდ გათხოვდეთ და ცოლად გაჰყვეთ შეძლებულ მამაკაცს (სასურველია, სტომატოლოგს), რათა მქონდეს საბაბი, ყველაფერი ჩემს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებს დავაბრალო. boss Continue reading