არის დღეები…..


იყო დღეები…
აი, მაგალითად, როგორც დღევანდელი…
ფარატინა ფურცელივით ცარიელები…
დღეები, როცა არაფრისგან ელი არარას…
როცა იცი, ეს დღე მაინც დაიკარგება….

იყო დღეები… როგორ გითხრათ… სულ არაფრით გამორჩეული, მაგრამ მაინც ლამაზი დღეები…
აი, ისეთი, ღიმილს რომ გგვრის დილის სინათლე…

იყო დღეები… ო, არ მკითხოთ, გახსენებაც კი რომ არ მინდა…
დღეები, რომელიც დღემდე მტკივა, დღემე მაწამებს…
დრო, რომელშიც არასდროს ვისურვებდი დაბრუნებას…

იყო კიდევ დღეები, აი, როგორც დღეს, უეცრად რომ შემობრუნდება კარგისკენ და გაგახალისებს…
რაღაც ბედნიერს რომ მოგიტანს ძილის წინ ნაამბობი ზღაპარივით…

დღეები იყო, მეგობრებით რომ ვცხოვრობდი….

……..

კიდევ, არის დრო, როცა გგონია, რომ შენია სამყარო, მხოლოდ შენი…
ან კიდევ დღეები, წამები, როცა გგონია, რომ ბუნებაში გაიფანტები….

არის დღეები, რომლებიც შენს თავს მახსენებენ და ეს დღეები ყველაზე საყვარელია ჩემთვის…
ყველაზე, ყველაზე ლურჯი და თბილი…

კიდევ ზაფხულის ცხელი საღამოები და ჩვენ, ყველანი ერთად, სულ ყველანი…

კიდევ ცოტა სიცარიელეა, ცოტა იმედგაცრუება, ცოტა გულისტკენა…
სულ ცოტა…
და აი ასე მიდის დღეები ახლა…
……………………
იცით, კიდევ იქნება დღეები….
დიახ, იქნება….
დღეები, სადაც ერთად ვიქნებით….
დღეები, სადაც ერთად ვისხდებით და დავაკვირდებით უკვე ათასჯერ ნანახ მზის ამოსვლას….
ისე, თითქოს პირველი იყოს….
ისევ ვიჩხუბებთ, როგორც ყოველთვის, ისევ ვიცინებთ…
ზამთარში ჩაის დავლევთ სხვებთან ერთად და ისევ ბევრს ვიკამათებთ, უსასრულოდ ბევრს…

ჩვენ ერთად ვიქნებით სამნი, ოთხნი….
ან, სულაც ერთნი, როგორც ყველთვის….
ავად მყოფს, ისევ გავუთევთ ღამეს ერთმანეთს…
გრძელ ღამეებში შორეულ ადგილებზე მოვყვებით ჩუმად…
ისევ წარსულში ჩაეფლობა გუშინდელი დღე….
ისევ დაგვახრჩობს წარსულის ლანდი….
ჩვენც ერთად დავბერდებით…. ერთად დავითვლით ერთმანეთის სახეზე ნაოჭს…
თვალებში სევდას, სულში შემოდგომას შევხვდებით ერთად…

ჩვენ ერთად მივალთ უსასრულოდ გრძელი გზის თავში…
არა… მე უფრო ადრე მივალ, ასე მგონია…
(ჩემამდე მე შენ არ გაგიშვებ )
და დაგიტოვებ წარსულის ლანდებს, ღამის აჩრდილებს, ჩვენს მოგონებებს, მაშინდელსაც კი, როცა ჩვენ ”ჩვენ” არ გვერქვა….
და აი ასე დასრულდება ეს ამბავი გვირილების წვიმით, შუშის ოცნებით…
სწორედ ასე და არა სხვაგვარად….

( მაგრამ….

მაგრამ იქნებ სწორედ იქ აგცდე, სადაც უნდა შევხვედროდით?
იქნებ ჩემმა ცხოვრებამ შენს გარეშე გაიაროს?
ხომ შეიძლება…
ჩვენ სხვას გავუთევთ ღამეს … სხვის სახეზე დავითვლით ნაოჭს.. ან, არც დავთვლით…
ვინ იცის…
თუმცა რას იზამ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, ხან სწორი, ხანაც აშლილი…)
დღეები კი ყოველთვის იქნება..
ჩემი…
შენი…
და, იქნებ, ჩვენიც…

……………….

და მაინც… რა იქნებოდა… რა იქნებოდა, უბრალო ბაბუაწვერები რომ ვყოფილიყავით?


ანუ, რა იქნებოდა ნეტავ….

…ნეტავ, ნეტავ…
ერთხელაც იქნება და კაცობრიობის მეოცნებე და სულიერად ლამაზ ნაწილს ეს სიტყვა დაღუპავს…

და მაინც…
რა იქნებოდა…
რა იქნებოდა, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო?
ჩვენ რომ უფრო კარგები ვყოფილიყავით, უფრო ბედნიერები, ისე რომ არ გვყვარებოდა, თითქოს და, გვძულდეს…
რა იქნებოდა, ჩვენი ცხოვრება ერთ დიდ ორომტრიალს რომ არ გავდეს?
ნეტავ, რა იქნებოდა, ჩვეულებრივი ბაბუაწვერები რომ ვყოფილიყავით ყველა??? მოვიდოდა მერე ვიღაც, სულს შეგვიბერავდა და ჩვენც გავფრინდებოდით… გავფრინდებოდით ნელა, ნარნარად, ის კი გაიღიმებდა ალბათ… ან, არც გაიღიმებდა…
რა იქნებოდა, ნეტავ, ჩვენ, ყველანი, ზამთრის ძილით რომ ვიძინებდეთ? ვიძინებდეთ მშვიდად, წყნარად, ყველაფრისგან შორს…
რა იქნებოდა, ნეტავ რა იქნებოდა, სამყარო რომ ლამაზ ზღაპარს გავდეს???
ალბათ, ჩვენც ლამაზი ზღაპრები ვიქნებოდით არა?

მაგრამ ნეტა რა იქნებოდა, ჩვენ რომ მართლაც ზღაპარში ვცხოვრობდეთ???
ჩვენ რომ მართლა ბაბუაწვერები ვიყოთ?
ჩვენ რომ ნამდვილად გვიყვარდეს???
რა იქნებოდა?
რა და, ალბათ ამ ზღაპარშიც მოგვბეზრდებოდა ცხოვრება, ალბათ ასევე ვინატრებდით ასეთ ცხოვრებას, როგორც ახლა ზღაპარს ვნატრობთ, რადგან ადამიანი არასდროსაა კმაყოფილი იმით, რაც აქვს, მაშინაც კი, როცა ის ადამიანი კი არა, ჩეულებრივი ბაბუაწვერაა…
და რა იქნებოდა?
ერთხელაც შევწყვეტდით ზამთრის ძილს, ზღაპარს დავანგრევდით, ჩვენსავე თავებს დავივიწყებდით, და ისევ იქ დავბრუნდებოდით, სადაც ახლა ვართ; იქ, სადაც მიწიერი ჯოჯოხეთია…

არავინ იცის, სად ვცხოვრობთ ჩვენ… იქნებ ჩვენი სამყარო სხვა სამყაროს ჯოჯოხეთია….
სწორედ ამიტომ არ ვცხოვრობთ ზღაპარში, სწორედ ამიტომ არ გვიყვარს ასე….

…და მაინც, ნეტავ რა იქნებოდა…