მამრებო, სიყვარულით, მდედრებისაგან


“ქალი გულის სამოთხე, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელია”

ესპანური ანდაზა

ამბობენ, რომ ეს კონფლიქტი არასდროს დასრულდება. ქალი და მამაკაცი ვერასდროს მორიგდებიან. ეს ნამდვილად სიმართლეა. ჩვენ ყოველთვის გაგლანძღავთ, ყოველთვის გვეყვარებით და თქვენც არ დაგვაკლებთ ალბათ. მანამდე კი 10 მცნების მსგავსი ჩამონათვალი თქვენ, კაცებს ჩვენგან, ქალებისგან:1. მცნება პირველი: მე ვარ ქალი, ცოცხალი და ბიოლოგიურად აქტიური არსება და არა იატაკის მწმენდავი, სახლის მლაგებელი, შვილების გამჩენი, გაზქურის შემცვლელი, ზურგის და მუშტების  დასაფხანი მექანიზმი. ჩემი ფუნქციები მხოლოდ “კუხნა-კრაოტით” არ შემოიფარგლება. მეც პიროვნება ვარ.

2. მე თუ მიყვარხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მეყვარები. როგორც პროდუქტს გასდის ვადა, ისე ემართება ჩემ გრძნობებსაც. ხოდა, ან მაცივარი უნდა შეაშველო ამ ამბავს, ან კარგი მოვლა. მხოლოდ პოტენციით საქმე არ კეთდება.

3. და მანც, თუ საქმე პოტენციასა და ღალატზე მიდგა, ჩვენი უმრავლესობისთვის მიუღებელია ქმრის (ბოიფრენდის, მამის, ბიძიიის, დეიდაშვილის ქუსლის ბიძაშვილის) ღალატი! თავის მართლებაც იმით, რომ კაცების ფანტაზია და მოთხოვნილებები განსხვავებულია, სასტიკად მიუღებელია. თუ საქმე საქმეზე მიდგა, კაცებს მხოლოდ 1 სახეობის ორგაზმი გაქვთ. ჩვენ კიდენა 3 სახის (გახარბებთ). ჰოდა, მრავალფეროვნება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე თქვენ.

4. ნუ შეგვაკალით თქვენს ინტელექტს და იმ 12 მილიონ ნეირონს, შეგვარგეთ ჩვენი 9 მილიონი. ვაღიარებთ, რომ ჩვენზე ჭკვიანები ხართ, მაგრამ მაინც არც ერთმა არ იცით, კვერცხი მარტო კარაქში რომ არ უნდა შეწვათ და, ბოლოს, ვერ გაგიგიათ, ცეცხლი რატომ ეკიდება ტაფას 🙂 ჩვენ ჩვენი სფერო გვაქვს, თქვენ_თქვენი.

5.პატივი გვეცით და პატვცემულნი იქნებით, მოგვიარეთ და მოგივლით, შეგვიყვარეთ და შეგიყვარებთ, მაგრამ ზომიერებას ნუ დაივიწყებთ. ყველა კაცში ზის პატარა, მძინარე სულთანი. მოდი, ნუ გავაღვიძებთ ამ მძინარე სულთანს.

6. ხო, ნუ გადაგვაყოლეთ იმ ვაშლს,.. რა ჩვენი ბრალია, ადამი თუ ქლიავი იყო და ყველაფერს ჭამდა, რასაც აძლევდნენ! 🙂

8. გვაღიზიანებს თქვენი სიშტერე, მერყეობა, წუწუნი, უპერსპექტივობა. ასეთები ჩვენი თავებიც გვყოფნის. ჩვენ გვჭირდება დასაყრდენი და არა ხალადეცს რომ გავს, ისეთი კაცი.

9. We love surprises 🙂 გაგვიკეთეთ ხშირად კეთილი და სიყვარულიანი სიურპრიზები. (კეთილ სიურპრიზებში არ იგულისხმება საწოლში სხვასთან ერთად რომ წაგასწრებენ).

10. სასურველია, ლოგინში ფერარი იყოთ, სახლში_ რაფაელლო თხილის გულით.  ჩვენც, ჩვენი მხრიდან, შევეცდებით განათების ბოძს რ დავემსგავსოთ.

P.S. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ფემინიზმი, ემანსიპაცია და სხვა მსგავსი რაღც(ე)ები დიდი სისულელეა. ყველა ქალი ქალია. კაცობრიობას კიდევ გაგრძელება ჭიდება. ამიტომაც შეგვიყვარეთ, გვაქციეთ ბედნიერებად და დარწმუნებულნი იყავით, თქვენც ბედნიერები და კმაყოფილები იქნებით.

სიყვარულით, სულის ხუთვით და გულის ბრაგუნით, ქალები.

ქალები


დღეს ჩემმა მეგობარმა როგორც იქნა, გადააბიჯა თავის თავს და გააკეთა ის, რაც უნდოდა.

გააკეთა უსინანულოდ და იმის გრძნობით, რომ ამას საკუთარი ბედნიერებისთვის აკეთებს.

გუშგინ ჩემმა მეორე მეგობარმაც რაღაც მსგავსი გადაწყვიტა. არა, გუშინ არ გადაუწყვეტია, ეს დიდი ხანია, რაც გადაწყვიტა, უბრალოდ…. დღეს ყველა ჩვენგანისთვის მინც დილა გათენდა: კარგი თუ ცუდი, მაინც დილა…

ისევ  გაგრძელდა ყოველდღიურობა…

რა მიდოდა მეთქვა? შეიძლება გადამავიწყდეს კიდეც, რისი თქმა მინდოდა, მაგრამ თქვენ რომ გავიწყდებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ეს განა კარგია?

არა, მე არც ფემინისტი ვარ და არც ემანსიპაციის მომხრე.

ხო, კიდევ არ გეგონით, რომ ვალენტინობას რამენაირად უკავშირდება ეს პოსტი.

არა.

უბრალოდ იმაზე მინდოდა დამეწერა, რატომ არ ვაკეთებთ ქალები იმას, რაც გვინდა და ყოველთვის იმის გაკეთებას ვცდილობთ, რაც საჭიროა?

ნუთუ ძნელია იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი თავი და ბედნიერება ყველაზე მაღლა უნდა იდგეს? ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ რაღაცეებს სხვანაირად უნდა შეხედო?

-როგორ?

-უფრო მარტივად, უფრო გულით….

ადამიანებს დაავიწყდათ, გულით როგორ უნდა გაიხედონ, თუმცა, რას იზამ… ჩვენ ხომ გონების საუკუნეში ვცხოვრობთ…

მაგრამ არ შეიძლება ამ სიბინძურესა და სიმშრალეში ყველაზე მთავრის, ერთმანეთის დაკარგვა…. არ შეიძლება… ჩვენ ხომ ისედაც არავინ გვყავს მთელს სამყაროში…

ჩვენ მარტონი ვართ….

ქალებო, შეიყვარეთ თქვენი თავი…



საინტერესო ამბები ჩემი დღიურიდან


არა, პირადული არაფერია. 🙂

ვინც არ მიცნობთ, მათთვის ვიტყვი, რომ მე მაქვს დღიური, რომელიც 2007 წლის 22 იანვარს შევიძინე, და რომელშიც ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას და ლექსებს ვაგროვებდი. ჩემს ყველა ნაცნობს ნანახი ყავს ეს დღიური, ვის ხელში აღარაა ნამყოფი :). ჰოდა , ამას წინად, თვალი გადავავლე და ვიფიქრე, თქვენც დაგაინტერესებდათ რაღაც-რუღაცე(ებ)ი აქედან 🙂

მაშ ასე:

  1. ყველა ვეფხვის “მოხატულობა” განსხვავებულია ისევე, როგორც ადამიანის თითების ანაბეჭდი.
  2. მოცარტმა ალეგრის მრავალხმიან საეკლესიო ნაწარმოებს ვატიკანში მხოლოდ ერთხელ მოუსმინა და იმავე ღამეს  მისი ზუსტი ასლი ისე ჩაწერა, რომ ერთი ნოტიც არ გამორჩენია. აღნიშნული ნაწარმოების პარტიტურა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული ვატიკანის მიერ.
  3. ალექსანდრე მაკედონელი სახეზე ცნობდა თავის 30000 მეომარს და მათი სახელებიც იცოდა.
  4. ავტომატი “კალაშნიკოვი” 50-მდე ქვეყნის შეიარაღებაშია.
  5. ებრაელებს დასცინიან, ისრაელის არმიამ 1967 წელს  ეგვიბტესთან ომი 6 დღეში იმიტომ მოიგო, რომ შეიარაღება იჯარით ქონდა არებულიო 🙂
  6. მე-18 საუკუნეში მოდის მიდევარი ევროპელი ქალბატონები იყენებდნენ კორპის ბურთულებს და თაგვის ბეწვს. კორპის ბურთულები პირში, ლოყის შიგნით ქონდათ მოთავსებული, რათა სახისთვის მრგვალი ფორმა მიეცათ, თაგვის ბეწვისგან კი ხელოვნურ წარბებს იკეთებდნენ. არც ქართველი მანდილოსნებისთვის იყო უცხო კოსმეტიკური საშუალებები. პირის სითეთრისთვის ფერუ-მარილს ხმარობდნენ, ლოყებს ჭიაფერით ივარდისფრებდნენ, წარბ-წამწამებს დამწვარი ნიგვზით იშავებდნენ.
  7. საბჭოთა მძღოლები, რომელთა მანქანებსაც ჰალოგენები არ ეყენა, ნისლის დროს ფარებზე ჩვეულებრივ ტუჩის საცხს (“პომადას”) უსვამდნენ.
  8. “უკვდავნი” ერქვა სპარსეთის მეფის, დარიოსის საუკეთესო მეომრებისაგან შემდგარ გვარდიას. მათი რაოდენობა მუდმივად 10000 იყო. როცა რომელიმე მათგანი ბრძოლაში იღუპებოდა, მის ადგილს მაშინვე ახალი მეომარი იკავებდა და ამიტომაც ეძახდნენ მათ უკვდავებს
  9. პირველი სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაზე ახალგახსნილ თბილისის უნივერსიტეტში დაიცვა ენათმეცნიერმა აკაკი შანიძემ 33 წლის ასაკში. ეს მოხდა 1920 წლის 22 მაისს, კვირა დღეს დილის 10 საათზე.
  10. ძველად ბავშვს მდინარეში აყენებდნენ, ხელში “დედაენას” აძლევდნენ  და ამბანს ასწავლიდნენ. სწამდათ, რომ ასე ბავშვი “წყალივით” კითხვას ისწავლიდა 🙂
  11. ინგლისის კანონი კრძალავს ბილწსიტყვაობას მათთვის, ვისაც ინგლისის მიწაზე უდგას ფეხი, ამის გამო ლონდონში, ჰაიდპარკში შეკრებილი ორატორები ხის ყუთებზე დგებიან და ისე ილანძღებიან. 🙂

ოფიციალური მიმართვა


მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე უღმერთოდ გამწირეთ და მიმატოვეთ, მე მაინც ვერ გავკადნიერდები იქამდე, რომ ყოფილი გიწოდოთ. თქვენ მე დღესაც მიყვარხართ, თუმცა თქვენ არანაირად არ მიიღეთ მხედველობაში ეს გარემოება და საბოლოოდ მაქციეთ ზურგი. სამწუხაროდ მე არ გამაჩნია არანაირი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ მე თქვენ ძალიან მიყვარდით. მე უბედური ვენდე თქვენს თვალებსა და სიტყვებს, რომლებიც ახლა სულ სხვა რამეს მაუწყებენ და წარმოთქვამენ. არა მგონია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა მაინც უარჰყოთ თქვენი დიდი მონდომება იმაში, რომ მე თქვენი არასტანდარტული ფეხების, ამაყი მკერდისა და საოცრად განსხვავებული თმების ტყვეობაში აღმოვჩენილიყავი. ჩემის მხრივ, არც მე დამიკლია ხელი და ჩვენ, ორივენი ნებაყოფლობით შევცურდით ტრფობის უტკბეს მორევში. აქ კი აღმოჩნდა, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით უკეთესად გცოდნიათ ცურვა და სულ მალე უკანმოუხედავად გასცურეთ ნაპირისაკენ. hahaha მე კი დღესაც ჩაყვინთულ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამიტომ ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. გთხოვთ, გამომიყოთ მცირეოდენი საკარმიიდამო ფართი თქვენი გულის ცენტრალურ რაიონებში დასასახლებლად. სამაგიეროდ, მთლიანად საკუთრების უფლებით გთავაზობთ ჩემი სხეულის ნებისმიერ ნაწილს: ტუჩებს, ცხვირს, გულ-ღვიძლს, ჯიგარს ან, თუნდაც, სულ ყველას ერთად.
თუკი თქვენ ამ ჩემს მოკრძალებულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ოფიციალურად მოვითხოვ შემდეგს: hka_magasa

1. ჩემთვის მოყენებული მორალური ზარალის ასანაზღაურებლად სასწრაფოდ გათხოვდეთ და ცოლად გაჰყვეთ შეძლებულ მამაკაცს (სასურველია, სტომატოლოგს), რათა მქონდეს საბაბი, ყველაფერი ჩემს მწირ ფინანსურ შესაძლებლობებს დავაბრალო. boss Continue reading

ლიტერატურული ანკეტა


რაც სტუდენტობაში გადავეშვი, ლიტერატურა დამეჩაგრა…არადა მომენატრა კარგი წიგნი, ფინჯანი ჩაი და სავარძელი… აი გამოცდებს ჩავაბარბ და.. 🙂 მანამდე კი ამით დავკმაყოფილდები 🙂

წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი? _ ახლო აღმოსავლეთის მედიცინის ისტორია 🙂 ზოგადად კი ვადიმ ბოიკოს “სიტყვა სიკვდილით დასჯის შემდეგ”

2. სკოლის პროგრამაში ერთადერთი ნაწარმოების დატოვება, რომ შეიძლებოდეს რომელს დატოვებდით? ქარჩხაძის “იგი”. მართლა საუკეთესოა, ჩემი აზრით

3. რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი? :) ვინც მიცნობს, ყველამ იცის, “ჯეინ ეართან ერთდ” მძინავს 🙂

4. მწერალი რომელსაც იუმორის ყველაზე კარგი გრძნობა აქვს ნოდარი ❤ აი უსაყვარლესი ადამიანი… რამდენი რამე წამიკითხავს, მაგრამ ამდენი სითბო, რამდენიც ნოდარის ნაწარმოებიდან მოდის, სხვაგან არ შემხვედრია… ჭეშმარიტად კეთილი ლიტერატორი 🙂

5. ყველაზე გარყვნილი მწერალი/პოეტი. ოოო, დიდი გამოცდილება და არჩევანი არ მაქვს, სხვა დროს შევავსებ ამ ნაწილს

6. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი: ჭილაძე, გალაკტიონი, მესამეს ვეძებ

7. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი მარკესი, ბულგაკოვი, დუმბაძე

8. რომელ წიგნზე გიტირიათ? _ ბიძია თომას ქოხზე ვიტირე, მახსოვს

9. რომელ წიგნზე იცინეთ ბევრი? დუმბაძეზე ვიცინი უზომოდ:D

10. რომელ წიგნს დასცინეთ? _თამაში ჭვავის ყანაში.

11. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას? ნოდარ დუმბაძეს, ყველაზე მზიან მწერალს მსოფლიოში

12. საყვარელი ციტატა წიგნიდან _“ჩვენ, ყველანი მიწისგან ვართ და მიწადვე უნდა ვიქცეთ. ულამაზესი ასული, რომელსაც ახლა შენ ეხვევი, ხვალ მიწად იქცევა და იმ მიწისაგან, რომელსაც დაუფიქრებლად ადგამენ ფეხს, მექონე ყელმოღერებულ სურას გააკეთებს. იმ სურიდან სხვები ისე დალევენ ღვინოს, როგორც შენ სვამ. დალევენ და არც დაფიქრდებიან, რომ ოდესღაც ის თიხაც ულამაზესი ასული იყო…”

გრიგოლ აბაშიძე_ “დიდი ღამე”

13. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი: რობინ ჰუდი, სამი მუშკეტერი, დეტექტივები

14. საყვარელი ლექსი _

ო ეს ერთი დღე უშენობის ჰგავს საუკუნეს…

აღარ იძვრიან, თითქოს პირი შეკრეს წამებმა…

მზე კაშკაშა დრე დაემსგავსა თითქოს უკუნეთს,

მე შევიგრძენი უსინათლო კაცის წამება…

15. რომელი წიგნი ასახავს ყველაზე კარგად თანამედროვეობას? _ჭავჭავაძის პროზა

16. მე-20 საუკუნის ყველაზე გადაფასებული წიგნი _ უფ, ბევრია :D

17. მე-20 საუკუნის ყველაზე ნაკლებად დაფასებული წიგნი _ არ ვიცი….’

18. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან? ჯეინი, ჯეინ ეარი

19. წიგნის საუკეთესო ეკრანიზაცია არ მიყვარს ეკრანიზაციები

20. წიგნის ყველაზე ცუდი ეკრანიზაცია ჯეინ ეარის ეკრანიზაცია! საშინელება!