Day 01 — Your Best Friend


აი ეხლა განხე სულ ცოტა ხნის წინ 🙂

მიყვარხარ ძალიან :*

შენ არ ხარ იდეალი, პირიქით_იდეალის ანტიპატია, მაგრამ რა მეშველებოდა, ისეთი რომ არ იყო, როგორიც ხარ… 🙂

ასეთ შემთხვევაში შენ არ იქნებოდი ჩემი მეგობარი, ალბათ… :0

მოსაწერი ბევრი არაფერი მაქვს შენთვის, უბრალოდ, მინდა გთხოვო, არსად დამეკარგო იცოდე 🙂

არასდროს!

აქ აღარ გკოცნი 🙂 მოვალ ცოტა ხანში და ისედაც გაკოცებ ცოცხლად 🙂

უდიდესი პატარა სიამოვნებები ანუ რა გახარებთ თქვენ?


თურმე ყველაზე სასიამოვნო ადამიანისთვის ძილი ყოფილა. ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.
მართლაც რა ჯობს ძილს აბა? ადამიანი 23 წელს ატარებს ძილში.

შემდეგი პატარა სიამოვნებაა საკუთარ ჯიბეში შემთხვევით ჩარჩენილი 10 ფუნტის აღმოჩენაა. მომხრე ვარ, ძალიან კარგი გრძნობაა. რამდენჯერ გამომიყენებია ასეთი ნაპოვნი ფული… ისე, სასურველია, სურათზე მითითებული თანხა ვიპოვო ერთხელ მაინც .
მესამე ადგილზეა საწოლში შეყვარებულთან ჩახუტება
(ვეხუტები მხოლოდ სამუშაო დღეებში)

მეოთხე ადგილზეა ცრემლის დენამდე სიცილი, აი, ასეთი ====>>
იცინეთ ხალხოოო
5 წუთიანი სიცილი 15 წუთიან ვარჯიშს ცვლის და ახანგრძლივებს სიცოცხლეს
მეხუთე ადგილზეა დიდ ხანს ლოგინში კოტრიალი.
ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, არავის რომ არ შემოეჭამოთ.
ლოგინის სისუფთავე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ეს პირობაა მეექვსე ადგილზე
ამას მოყვება მაღაზიებში სიარული და საჭირო ნივთების შეძენა მაღაზიებში ფასდაკლებით.
მეცხრეა თანამოსაუბრის სახეზე სიცილის
გამოწვევა.
ათეულს კი მოგონებებში ჩაძირვა და მათზე სიცილი ასრულებს.
მეთერთმეტეა მშობლებთან ერთად სადილი გამოსასვლელ დღეებში, მეთორმეტეზე_ სიამოვნება, რომელსაც ადამიანებს გარეგნობის გამო მიძღვნილი კომპლიმენტები ანიჭებენ. მეცამეტე ადგილი საწოლია, ოღონდ კარგ წიგნთან ერთად. მეთოთხმეტეა ზედმეტი წონის დაკარგვის გამო სიხარული.
სიამოვნებას შორისაა საწოლში მიტანილი მოულოდნელი საუზმე, დილაობით ადრე გაღვიძება სამსახურში წასასვლელად და უცებ იმის გახსენება, რომ დღეს დასვენების დღეა;
უცნობები, რომლებიც ქუჩაში გიღიმიან, ძველი ალბომების თვალიერება და პირველი თოვლიც კი.
ხანდახან სულ პატარა დეტალიც კი სიამოვნებაა

უცნაური დღესასწაულები


მსოფლიო, მართლაც რომ, უსაზღვროდ მრავალფეროვანია 🙂 , თოთოეული დღე კი კალენდარში განსაკუთრებულ შემთხვევებს უკავშირდება. არის ქვეყნრბი, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის უცნაურ დღესასწაულებს აღნიშნავენ; მინდა, რამდენიმე ასეთი თარიღი წარმოგიდგინოთ;

11 იანვარი_სრულწლოვანების დღე; აღინიშნება იაპონიაში.

15 იანვარი_შლაპების დღე.

19 იანვარი_პოპკორნის დღე (<3 ყველაზე კარგი გამოგონება 🙂 )

21 იანვარი_ international hug day :), მსოფლიო ჩახუტების დღე. მეტად სენტიმენტალური დღესასწაული, რომელმაც ამ ბოლო ხანს საქართველოშიც მოიკიდა ფეხი 🙂 . ამ დღეს  უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხვევიან. გერმანელები ამტკიცებენ, რომ ეს დღესასწაული ძალიან სასრგებლოა, რადგანაც ადამიანებიდადებით ენერგიას უზიარებენ ერთმანეთს, რაც პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე. ამ თარიღის აღმოჩენამ გამახარა ყველაზე მეტად 🙂 სხვა რა უნდა დამთხვეოდა ჩემს დაბადების დღეს, თუ არა ერთი კარგი და გემრიელი ჩახუტება 🙂 . Continue reading

სისხლის ჯგუფები და ხასიათი


ისევ დღიურის თემა. ეს პოსტი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ მეც კი მომეწონა 🙂 ასე რომ წაიკითხეთ, გაეცანით და დაწერეთ თქვენი აზრი და სისხლის ჯგუფი

ჰემატოლოგებისა და ფსიქოლოგების კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ადამიანის სასიყვარულო ტემპერამენტი და ხასიათი არა მხოლოდ სისხლში არსებულ ჰორმონებზე, არამედ თავად სისხლის ჯგუფზეც ყოფილა დამოკიდებული 🙂

პირველი ჯგუფის მქონე ადამიანები ენერგიულები და გულღიანი არიან. მათ შესაშური ჯანმრთელობა და ნებისყოფა აქვთ. სტრესულ სიტუაციებს ადვილად უმკლავდებიან და დახარჯულ ძალებსაც ადვილად აღიდგენენ. აქვთ

წარმატების მიღწევის კარგი პერსპექტივა და ლიდერობის სურვილი. მიზნისთვის ბოლომდე იბრძვიან და დარწმუნებულნი არიან საკუთარ შესაძლებლობებში. თუმცა, ამავე დროს ნაკლოვანებებიც აქვთ: ეჭვიანობა, აჩქარება და უსაზღვრო ამბიციები…

სექსულალურად საკმაოდ აქტიურები არიან. მუდმივად ეძებენ გასაქანს მოზღვავებული ენერგიისათვის  ( 🙂 ). ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, შექსშიც სიახლეებს ესწრაფვიან.

მეორე ჯგუფში საქმე სხვაგვარადაა. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან გულმოდგინე და კეთილსინდისიერი ადამიანები. მათ უყვართ ჰარმონია, სიმშვიდე და წესრიგი. საქმეს არასდროს ღალატობენ და  და თავდაუზოგავად შრომობენ. როგორც წესი, ნიჭიერები და, ამავე დროს, ერთგული მეგობრები არიან; კარგად ეწყობიან ადამიანებს.  არიან მგრძნობიარენი  და  კარგი მოთმინების უნარითაც გამოირჩევიან. ნეგატიური თვისებებიდან შეიძლება გამოიყოს პირდაპირობა (მე არ ვთვლი ამას ნეგატიურად 🙂 ), სიჯიუტე და იმპულსურობა. ახასიათებთ მაქსიმალიზმი.

რაც შეეხება სექსს, ისინი აქაც თავმდაბალნიდა გაწონასწორებულნი არიან (ძალიანაც ნუ ექნებათ ჰემატოლოგებს ამის იმედი 🙂 )

მესამე ჯგუფის მატარებელი ადამიანები დელიკატურები და ემოციურები ყოფილან. როგორც თავიანთ თავს, ისე გარშემომყიფებს საკმაოდ დიდ მოთხოვნებს უყენებენ. ჩამოყალიბებული ინდივიდუალისტები არიან და ისე იქცევიან, როგორც სურთ, ამიტომაც ხშირად ეხვევიან კონფლიქტებშიც 🙂 . ადვილად ახდენენ ადაპტაციას ყველაფერთან. აქვთ წარმოსახვის არაჩვეულებრივი უნარი.

ამ ჯგუფის ადამიანების გარეგნობა მატყუარაა. რამდენადაც  მშვიდნი და გაწონასწორებულნი ჩანან, იმდენად “უდუღთ” შინაგანი სამყარო და ამტკიცებენ კიდეც ამას პარტნიორს საწოლში 🙂 . ისინი გრძნობებითა და ვნებებით არიან აღსავსენი. გამოირჩევიან ტემპერამენტითა და სულიერი დახვეწილობითაც.

მეოთხე ჯგუფის სისხლი ყველაზე იშვიათია. ( ჩვენსკენ სამეფო გჯუფს ეძახიან, რადგანაც დამახასიათებელია ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელთათვის. სხვათა შორის, ტურინის სუდარაზეც სწორედ მეოთხე ჯგუფის სისხლია აღმოჩენილი). ისინი გრძნობებითა და ემოციებით ცხოვრობენ, თუმცა გაწონასწორებულები არიან. გარშემომყოფებს, როგორც წესი, ეს ადამიანები უყვართ და მათთან კარგადაც გრძნობენ თავს, რადგანაც არ უჭირთ ადამიანების გართობა. არიან ტაქტიანები, სამართლიანები და ობიექტურები. ნეგატიური თვისებები: სწრაფად ბრაზდებიან,  არჩევანის გაკეთებისას დიდხანს ყოყმანობენ და უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ხანდახან უხეშებიც არიან და ხშირად მოზდით კონფლიქტებიც, მაგრამ უფრო საკუთარ თავთან, ვიდრე სხვასთან.

ამ ჯგუფზე ამბობენ, რომ ისინი ყველაზე ვნებიანები არიან. რასაც უნდა აკეთებდნენ, იქნება ეს ჩხუბი, განშორება თუ საჯარო გამოსვლა, ყველაფერს ძლიერ ემოციურ დაღს ასვამენ და თავსაც დიდი სიხარულით ამჟღამნებენ. ასეთი ადამიანებისთვის სექსი ყველაფრის ბოლომდე გაცემას ნიშნავს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი ფანტაზიების რეალობად ქცევისთვის ფანტაზია არ ყოფნით….

“მიყვარხარ” 100 ენაზე


ვაგრძელებ შეპირებული დღიურის გამოქვეყნებას 🙂

ძველია, მაგრამ კარგი 🙂 მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს არსად (საეჭვოა, მაგრამ მაინც:)  სიტყვა “მიყვარხარ” მსოფლიოს 100 ენაზე, მათ შორის ქართულადაც 🙂

1> English – I love you

2> Afrikaans – Ek het jou lief

3> Albanian – Te dua

4> Arabic – Ana behibak (to male)

5> Arabic – Ana behibek (to female)

6> Armenian – Yes kez sirumen

7> Bambara – M’bi fe

8> Bangla – Aamee tuma ke bhalo aashi

9> Belarusian – Ya tabe kahayu

10> Bisaya – Nahigugma ako kanimo Continue reading