მე, როგორც მეორეკურსელი


ასე და ამგვარად, განსრულდა ესე წელი იგი პირველი საასწავლო სადოხტორო სასწავლებელში. კმაყოფილების რა მოგახსენოთ, სასაწავლო ბარათი თავზე მაქვს გადასახევი, მაგრამ არც ერთი საგანი არ შემტენვია და, თუ ამ კროტერიუმით ვიმსჯელებთ,  წელი, მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.

არ ვიცი, მარტო სამედიცინოშია პირველი კურსი ასეთი ჯოჯოხეთი, თუ ყველა უნიში ასეა. მე, მაგალითად, ძალიან გამოჭირდა ახალ გარემოსთან შეჩვევა, ლექტორების ენაზე ლაპარაკი. როცა მივხვდი, ვის როგორ უნდა მივდგომოდი, უკვე 3 გადაბარება მქონდა შეტენილი. მაგრამ მე გმირულად გავუძელი, სამივე საგანი ჩავაბარე და ახლა თვისუფლებით ვტკბები.

გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი დღე უნიში. სიცხე მქონდა, მწვანე ბუშტი მეჭირა და ქათამივით დავბორიალობდი. არავინ გამიცვნია, რექტორის ლაყლაყს ვუსმინე, ცხრილი და ჯგუფის სია ამოვიწერე დიდი ომის და რიგის ფასად და წამოვედი. მეორე დღეს გავიცანი ჩემი ჯგუფი. ერთი თვის თავზე უკვე ერთად ვსვამდით, მესამე  თვის თავზე ერთმანეთს ვჭამდით, წლის ბოლოს კი შევცხოვრდით :). მიყვარხართ ბავშვებო და მენატრებით :*

კი ვაპირებდი ეხლა რამდენიმე რჩევის მიცემას მომავალი სამედიცინოს სტუდენტებისთვის, მაგრამ ჯობია, თქვენ თავად გაიაროთ ეს გზა. უბრალოდ, იყავით მშრომელები და გახსოვდეთ, რომ ეს წამება თეთრი ხალათის ტარების უფლებამდე მიგიყვანთ. 🙂

ისე კი, ძალიან ვარ დაღლილი. ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს, დაიღალო და დასვენება დაგჭირდეს 🙂 თან, კარგად დასვენება. თუმცა, ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე კონსპექტებზე ძილი, აგროვებული კაპიკებით ჭამა და  გაცდენილი ლექცია.

აბა თქვენ იცით, ჩვენ, ყველა მეორეკურსელი ოდესღაც (რაღა ოდესღაც, 4 დღის წინ 🙂  ) პირველკურსელი ღლაპები ვიყავით 🙂 . წარმატებები

I will write You a letter….




შენ ყოველთვის ბრმა იყავი…

ზედმეტად ბრმა იმისთვის, რომ სინათლე დაგენახა…

ზედმეტად ბრმა, რომ რაღაც კარგი დაგენახა ჩემში….

ზედმეტად, ზედმეტად ბრმა…

მაშინაც ყრუ იყავი, ჩემი ხმა როცა უნდა გაგეგონა და მაშინაც, როცა გეძახდი…. მდუმარე, როცა სიტყები იყო საჭირო.

მიტოვება გეხერხება, ნამდვილად გეხერხება; ამაზე უკეთესად ალბათ, არაფერი გამოგდის: არც სიყრუე, არც სიმუნჯე, არც სიბრმავე…

მე ნამდვილად არასდროს მითხოვია დარჩენა შენთვის, არასფროს დამიკავებიხარ… არა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მეზიზღება, როცა მაშინ მტოვებ, ყველაზე მეტად რომ მჭირდები ხოლმე…

მიმტოვებელი…

…с любовью…


Всё…

Я устала от всего, от всех…

… От тебя… я правда устала….

не стану что-то просить, попросить или умолять…

ты же правда не обещал ничего.

Придёт день и я вычеркну тебя с моей жизни.

…………………………..

Мне не будет жаль, Мне, наверное, будет больно… чуточку…

Видимо, там для тебя и не было место, или, просто ты сам не захотел там поселится; Ну, что поделаешь….

Река жизни всё же будет отдалять нас…

Судьба, она не любит таких как мы: таких ничтожных существ…

Прощай дорогой мои…

с любовью отпускаю тебя… С любовью, как и обещал давным давно…. по тому, что мне не нужен такой ты, в котором нет часть самого меня…

ხოდა, ისევ უპატრონო წერილებიდან


როგორ გამოვიცვალეთ… როგორი სხვანაირები გავხდით…

აი ახლა, ამწუთას მივხვდი, რომ სხვები ვართ ჩვენი თავებისთვის,ერთმანეთისთვის… მივხვდი და მეწყინა ?…

არ მწყენია… არც გამხარებია…

ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, ალბათ, ასეცაა საჭირო…

რაღაც ჩამწყდა გულის შორეულ კუნჭულში…

არასდროს მჯეროდა, რომ ადამიანები იცვლებიან. როგორ უნდა იყო ხვალ სხვა, თუკი დღეს შენ შენ ხარ…

ხვალამდე როგორ გახდები სხვა, ის სხვა…

როგორ შეიძლება სითბო გაქრეს შენი სახიდან, შენი ხასიათიდან…

არ შეიძლება…

როცა ეს ყველაფერი გავიაზრე, რაღაც მომენატრა… ის ძველი რამოდენიმე წუთი მომენატრა…

ის თბილი წუთები… ა

რა, წუთები კი არა, შენ მომენატრე იმ წუთებიდან, შენ მომაკლდი უცებ…

და რა… ალბათ, არაფერი მეტი…

შენ კი, ალბათ, მეხსიერება გღალატობს…

…. …… …..

“მე გაგეცლები, თუკი ასე გსურს…

აბა სხვა რაში მქონია ბედი..

მარტოობისგან გაჩენილ უბსკრულს

რა ამოავსებს ოცნების მეტი….”

……………………………………

მე სხვანაირი სიყვარული არ შემიძლია… როცა შენ არ ხარ , მე მხოლოდ ეს წუთები მრჩება… მე ეს წუთები მიყვარს…

……………………

ეს ამინდიც….

სასკოლო ტერმინების “სწორი” განმარტებანი


გავიხსენოთ სიყრმე-ახალგაზრდობა, ამხანაგებო.

ჩპყ წელსა 🙂 ალბათ ყველა თქვენგანი სწავლობდა იმ ოხერ , დასაწვავ და გადასაბუგ ცოდნის ტაძარში, სკოლა რომ ქვია. ალბათ, ბევრ თქვენგანსაც ექნება რაიმე ისეთი  გაკეთებული მოცალეობის ჟამს (ან, უარეს შემთხვევაში, ნანახი მაინც) იმის მსგავსი, რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. 🙂

მაშ ასე: მოსწავლის თვალით დანახული:

სკოლა_ მოუსვენარი ცხოვრება.

დირექტორი_ დიადი ხელმწიფე

სასწავლო ნაწილი_ხევიზბერი გოჩა

დამრიგებელი_ზედამხედველი

მოსწავლე და მასწავლებელი_მგელი და კრავი

ჟურნალი_ნიშნების ზოოპარკი, გულის ბოღმა Continue reading