101 to yourself


როცა ყველა გეგმა, რომელიც გქონდა, უფსკრულისკენ მიექანება, სხვა რა დაგრჩენია ადამიანს, თუ არა ცივ ოთახში ჯდომა და წერა?

ძნელია იმის აღქმა, რომ ცხოვრება არაა ადვილი, როცა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. სათქმელად ყველაფერი ადვილია, გასაკეთებლად წვნიანიც კი არაა მარტივი.

23 წლის რომ გავხდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო მქონდა. 24-ს რომ მივუკაკუნე, არც მაშინ მიფიქრია ბევრი. 25-მა კი ზედმეტად სწრაფად მომაკითხა საიმისოდ, რომ საპასუხოდ რაიმეს მოფიქრება მომეწსრო.

ასეა, პროფესიული გეგმები დიდი ურნისკენ მიფრინავს, სხვა ყველაფერი გაფუჭებული ნათურასავით ბჟუტავს, გარეთაც იშვიათი სიცივეა. ახალი ფეხსაცმელიც საყიდელია, ზოგიერთი მეგობარი აუცილებლად სანახავი, ზოგი კი მოსაკლავი და ისეთ ადგილას დასამარხია, ვერასდროს ვერავინ რომ მიაგნებს. რას ვაკეთებ ყოველივე ამის ნაცვლად?

მძინავს მთელი დღე, სამსახირში წასვლის წინა დღის anxiety ვერ მომიშორებია, ხანდახან მესინჯერს ვუყურებ და ეს უფრო მიდასტურებს იმას, რომ ბევრ, ძალიან ბევრ დროს ვკარგავ ისეთ რამეებზე, რაც საბოლოოდ მაინც უსარგებლო აღმოჩნდება.

tumblr_od5vy8yvs71shcqiqo1_1280
სახლი, რომელიც უნდა ავაშენო

რატომ ვიქცევი ასე? იმიტომ, რომ ასეთია ჩემი ხასიათი, ჩემი ნატურა. მიჩვეული ვარ, ვფლანგო დრო, ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც გამაჩნია. და უფრო უარესი, სხვაც მიჩვეულია ამ ჩემი რესურსის გამოყენებას. ესეც ჩემი ბრალია. მხოლოდ ჩემი და არა სხვების.

თეორია მეც ყოველთვის მიყვარდა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არასდროს ვყოფილვარ ლამაზი, ჯანმრთელი, კარგი, წარმატებული, ნაზი, საყვარელი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თეორიების შეთხზვა მირჩევნია ყოველთვის, ყველაფერში. სამწუხაროდ, არც არავის გამოუდია თავი, ეს ყველაფერი შეეცვალა. არც არავინ მყოლია ახლოს ისეთი, რომელიც წამოვიდოდა და იტალიის პატარა ქალაქებს ნახავდა ჩემთან ერთად. ჰოდა, მეც მივცურავ ჩემთვის, რადგანაც წყალი მიყვარს.

პრინციპში, ცურვაც არ ვიცი, დინებას მივყვები. ესეც ერთ-ერთი ჩემი სირცხვილია, ცურვის, ველოსიპედის ტარებისა და სხვა რაღაცების არცოდნა.

რატომ ვაძლევ საკუთარ თავს ამდენის უფლებას, მეც არ ვიცი. მე ხომ ყოველთვის იმაზე მეტს მოვითხოვდი საკუთარი ხასიათის, ორგანიზმის, ჩვევებისგან, ვიდრე სხვები? რატომ, როდის, როგორ გამომეპარა ეს ყველაფერი? რატომ მივედი აქამდე?

25 სწორედ ის დროა, თუ გვიანი არა, ეს შეკითხვები რომ დასვა და პასუხი ეძებო.

ცხადია, პასუხი ქუჩაში არ დევს, ყველაფერი შენს თავშია. That’s the clue.  ჩვენ, ყველას გვჭირდება დიდი მოგზაურობა საკუთარ თავში ღრმად, ფრთხილად, ყურადღებით. ადრე თუ გვიან, ვისთვის როგორ, მაგრამ საჭირო დიალოგი საკუთარ მესთან.

არ არსებობს გზა, რომელსაც არ აქვს ბოლო, არ არსებობს დრო, რომელიც არ გავა.

სამწუხოაროდ, როგორც ბუდა ამბობდა დიდი ხნის წინ, მთელი უბედურება სწორედ ისაა, როცა გვგონია, რომ დრო გვაქვს.

Posted in 1

4 thoughts on “101 to yourself

  1. 16 წლის რომ ვიყავი მეგონა კალათბურთისთვის უკვე შემდგარი უნდა ვყოფილიყავი და აზრი აღარ ქონდა გაგრძელებას, მერე გავიგე ზოგი თურმე 26 წლის იწყებს პროფესიონალურ კარიერას , თურმე შრომა ფასდება, და ათასი თურმე.. ესე ათასი რაღაც მივატოვე საბოლოდ არაფერი არ ვარ, პოსტ სიტყვა დამერთვის მარტო.

    Like

  2. არ ხარ მარტო….
    25 წლის ვარ და ჩემი სწავლა კიდევ ვერ დამიმთავრებია, ხალხი 25 წლისას იმდენ რამეს ახერხებენ და მე კიდევ ვმშაობ და ვსწავლობ კიდევ…
    მეც უკმაყოფილო ვარ ჩემით, მაგრამ დარმწუნებული ვარ თამრი ესეც გაივლის…

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s