მივედით, ვჭამეთ, დავიპყარით


ალბათ, ყველას გვყავს ისეთი მეგობარი, რომელიც საოცრებებს ატრიალებს სამზარეულოში. ზოგიერთებს ჩემსავით ძალიან, ზედმეტადაც კი გვიმართლებს და 2 ან 3 ასეთი აღმოგვაჩნდება ხოლმე. დანარჩენ 2 ადამიანს ჯერ საიდუმლოდ შევინახავ, დღეს კი ერთადერთსა და განუმეორებელ ნინიზე და მის კულინარიულ ჯადობაზობაზე გიამბობთ. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ნინი წინა ცხოვრებაში ჯადობაზა ტაქსისტი გახლდათ (ფრიად დეტალური გზებისა და ქუჩების ცოდნის გამო) და იმის წინაში, ალბათ, წიწაკა ჩილი, დღეს იგი მედიცინასა და კულინარიას, უფრო მეტად კი კულინარიას ემსახურება. რატომ? აი, ამიტომ:

– თქვენ შეგიძლიათ, სამზარეულოში ჩურჩხელა ამოავლოთ?
– აი, ნინის შეუძლია!
– თქვენ შეგიძლიათ ყველაზე გემრიელი პიცის გაკეთება?
– აი, ნინის შეუძლია!
– თქვენ აცხობთ ისეთ გემრიელ და თან უშველებელ შუებს, 3 წლის მკვდარს რომ წამოაყენებს?
– აი, ნინი აცხობს!
– თქვენ შეგიძლიათ, გაახაროთ მშიერი სადაქალო და სადაქალოს დედები ამ ყველაფრით?
– აი, ნინის კი შეუძლია!

ნინის ისიც კი შეუძლია, ძალიან მაგარი ბავშვი, ნიკოლოზი გააჩინოს, რომელსაც დედის დაქალები ჯერჯერობით მყარად მოსწონს აგერ უკვე წელიწადი და ორი თვეა.

ჩვენი შეკრებები სტანდარტული ჩეთით და შეკითხვით იწყება სოც. ქსელში (aka. Facebook-სა შინა):

 როდის გამოხვალთ ჩემსა?

ბევრი ლაპარაკი და განხილვა ამ თემას არ ესაჭიროება. უახლოეს დღესა და თარიღზე ვთანხმდებით, რომელიც ჩემი მოსწავლის, ნინისა და მარიამის მორიგეობების გრაფიკს ხელს არ უშლის და საკითხიც იხურება. თუმცა, ამჯერად გაცილებით უკეთესი მიზეზი გვქონდა ახალი და ცინცხალი მანქანის სახით.

როგორც წესი, წვენი, შოკოლადი და მზესუმზირა ან მიწის თხილი ჩვენზეა. ნინის მხრიდან კი პიცა, შუ ან რაიმე მკვლელი დესერტი გვხვდება. ამიტომაც უმეტესად ჩვენ გამოვდივართ ღორები და ნინის კისერზე ვცხოვრობთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ნიუანსიც კი ვერ წონის ამ შეხვედრების მხიარულებასა და გემრიელ ბონუსს.

ზარის დარეკვა არ გვიწევს. იმიტომ არ გვიწევს, რომ კებეებზე აუტანლად ვხმაურობთ თითქმის ყოველთვის და მანამდე მეოთხეზეც იგებენ ისე, რომ კარი გაგვიღონ.

სახლში შესვლა, ნიკოლოზის ჩაკბეჩა და გემრიელად ჭამა (aka. ამოსკდომა) ვიზიტის პურველი პუნქტი გახლავთ. თუმცა, საჭმელიცაა და საჭმელიც. აი, მაგალითად, ამ ბოლოს ასეთი მაგიდა დაგვხვდა: NEVER EVER GIVE UP (1)ძალიან მშიერი მკითხველების საყურადღებოდ, უფრო ქვემოთ ნუ ჩასქროლავთ. გულმაგართათვის ალტერნატიული ფოტო:

1383087_749173208432001_219438467_nან, აი ასეთი რამ: 190560_646878435328146_1054330794_n ჰო, აი ჩურჩხელებიც: NEVER EVER GIVE UP (2)ამ ყველაფრის შემდეგი პუნქტი სკამზე მძიმედ გადაწოლაა. ხვანაირად, უბრალოდ, ვერც მოიქცევი 😀

ამასობაში განიხილება საჭირბოროტო საკითხები, ტკბილი მოგონებები, ბიჭები, გოგოები, გოგოების ბიჭები, კაბები, მაღაზიები, ბავშვი (ჯერ ნიკოლოზი ლიდერია სადაქალოში) და ამასობაში მარიამიც ითხოვს მისთვის საყვარელ და შეუცვლელ ყავას. ჩემთვის, როგორც წესი, სულ ერთია, რას დამალევინებენ. მთვარია, ზამთარში ცხელი იყოს, ზაფხულში – ცივი და ჩავისხა.

აქვე იწყება შემდგომი პუნქტი – ყველაზე საყვარელი და ობმოკიდებული ჰიტების გახსენება/შესრულება, რაშიც, ალბათ, ვერავინ გვაჯობებს. აბა, რა სჯობს სიმღერას, რომლის ტექსტიც აი იასავით იცი!

ამის შემდეგ ჭამის ახალი ტალღისა და ტრადიციული ფოტოსესიის ჯერი დგება. აუცილებლად იწყება წუწუნი იმაზე, რომ მარის ტელეფონში ჩვენი სურათები უფრო უკეთესი გამოდის და რომ დღეს მარის დღე არ არის. მერე იწყება პოზიორობა, ნიკოლოზისთვის ხელების ქნევა, რომ კამერას გამოხედოს, ერთმანეთის ტანსაცმლის მოზომება და ახალი კოსმეტიკის დიდი ოდენობით დატესტვა.10995335_956212941076403_8249665918935301059_n

ამ რიტუალის აუცილებელ კომპონენტს მარის მიერ ნინის ფრჩხილის ლაქების ბოროტად გამოყენება მოსდევს ხოლმე და შედეგად მარი მთელი კვირით უზრუნველყოფილია ახალი ფრჩხილის ლაქის ფერით.

3 საათიანი გართობის შემდეგ ჩვენც როგორღაც გვყოფნის სინდისი და წასასვლელადაც ვემზადებით. აქ აუცილებლად გვაცილებს ნიკოლოზი ხელის ქნევითა და გახარებული სახით, ცოტა ხანს დამასვენებენო.

დღეს გამონაკლისის სახით ნინის ახალ ვერცხლისფერ რაშსაც ვეწვიეთ და პატარა უსტარიც დავსტოვეთ. იმედია, ნამდვილად ეს მანქანა იყო და არ შეგვეშალა.

car treck
იმედია, სწორად მოვაგენით მანქანას 😀

აი, ასე ვმხიარულობთ ხოლმე ჩვენ. თქვენ როგორ ერთობით თქვენს საგოგოვეთში?

 

Advertisements

5 thoughts on “მივედით, ვჭამეთ, დავიპყარით

  1. :დდდდდდდდდდდდდდდდდ ოხხ ეხაა ახალი პასკებიისსსს დაგემოვნებისსსს დროო მოდისსს ❤

    Like

      1. არ ვარ წინააღმდეგი : ))) მსურველებს მასტერკლასებს ჩავუტარეეებ 😀

        Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s