როგორ დავიჭიროთ ბედნიერება ბნელ ოთახში


ბედნიერებას ეძებს ყველა: მყუდრო კაფეს პატარა მიმტანი, დიდი პოლიტიკოსი, მოკვდავი ბუღალტერი თუ გაცრეცილ წიგნებთან მოფუსფუსე ბიბლიოთეკარი; ყველა, ვისაც შეუძლია ფიქრი, ვისაც ძილის წინ ათასნაირი ისტორიების შეთხზვა უყვარს. თუმცა, ბედნიერება თვის ბოლოს დასმული ზუსტი ბალანსი არ გახლავთ. საქმე აქ უფრო რთულადაა. ეს ამბავი ლატარეის ბილეთს უფრო ჰგავს, სადაც უბრალო მოკვდავთ იშვიათად თუ გაუღიმებს ბედი.

ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, რა არის ბედნიერება ჩემთვის. ძალიან გამიმძაფრდა იმის შეგრძნება, რომ ჩემს სამყაროში ყველაფერი კარგი რაღაც არასრულია ზუსტად ისე, როგორც ნესვი არ გახლავთ ისეთი გემოსი, როგორიც სუნი აქვს. გამოგიცდიათ ასეთი გრძნობა? როცა ძალიან ბევრს ელი და საკმაოდ იღებ, თუმცა იმდენს არა, რომ გეყოს. საბოლო ჯამში შეკითხვა ბანალურია, ერთი კონკრეტული პასუხის მოსმენა კი, ალბათ, შეუძლებელი.

არ იფიქროთ, არ მეძებნა. ყველაფერი მოვსინჯე: პეპლები მუცელში, სხვისი დანახვა და გზავნილი რომ გაფორიაქებს, ის გრძნობა, წარმატება, საუკეთესო ქულა, ახალი კაბა, დაკლებული კილოგრამები, ექსტრემალური ატრაქციონები და სასურველი დასვენებაც კი. მაგრამ ის შეგრძნება, რომ სხვის ტყავში ხარ, რომ ეს მაინც არ არის ის, რაც უნდა იყოს ყოველთვის აქაა, სულ ახლოს.

ამასწინად ვსაუბრობდით მე და ჩემი მეგობარი, რას ნიშნავს, იყო თვითრეალიზებული, კმაყოფილი, ბედნიერი. ხე, სახლი და ბავშვი საკმარისი პირობაა ამისთვის? იქნებ ამაშია ბედნიერება ან არც არის? ხომ შესაძლებელია, ჩემს ბედნერებას სადმე ამაზონიაში ან ჰიმალაის მთებში ეძინოს, ან სულაც არ არსებობდეს ჩვენს განზომილებაში? ყველაფერი შეიძლება…

იქნებ დეპრესია მაქვს? არა, ამას უფრო თვითძიებას დავარქმევდი. ნუთუ არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი? ჩემი 17 წლის იუბილე და კრის ბოტის კონცერტი იყო ჩემი უპირობო ბედნიერება. ზუსტად ისეთი, როგორსაც არ ველოდი და როგორიც წლევანდელ ზაფხულს გასინჯული ის ნესვი იყო, გარედან უმწიფარს რომ ჰგავდა და გემო დაუჯერებლად ღვთაებრივი რომ აღმოაჩნდა…კრის ბოტი ფილარმონიაში 13.10.14

ასეა თუ ისე, ჩვენი მომავალი მაინც ბნელი ოთახია, სადაც მე ჯერ ვერ მივწვდი ბედნიერების მკვირცხლს კატას.

თქვენ დაიჭირეთ თქვენი წილი ბედნიერება?

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s