ER ანუ ზუსტად ისე, როგორც კინოში


ან უფრო უარეასად, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და თავის დროზე მეც სამედიცინო თემატიკის სერიალებმა შემაცდინა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, როგორი სიამოვნებით ვუყურებდი ხოლმე ER-ს და სულ მინდოდა, დღესასწაულები  ზუსტად ასე, სამსახურში გამეტარებინა ექიმი როსივით. ეს სურვილი გასაკუთრებით მახსოვს, რადგანაც სახლში გატარებული ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მეზიზღებოდა ხოლმე. მერე ცოტა გავიზარდე, Doctor House წამომეწია და მეც მივხვდი, რომ Ugly ადამიანების ადგილი სწორედაც ასეთ სამუშაოზეა, სადაც არც პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო და არც სხვა არაფრისთვის.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე, ცოტათი გაუცნობიერებლად აღმოჩნდა ჩემი საბუთები სამედიცინოს სტუდენტთა სიაში. საბოლოოდ ყველაფერზე უარის თქმა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ მეოთხე კურსამდე “სხვა დროისთვის” გადადებულმა მორიგეობის ღამეებმა შემახსენა თავი და მეც რესპუბლიკური საავადმყოფოს ER -ის ობსერვაციას მივაკითხე.

პირველი მორიგეობა 28 დეკემბერს ღამით  გვიწევდა. ფეხი არ მქონდა შედგმული ობსერვაციაში, რომ საომარი პოლიგონივით აქტიურ ადგილში გადავეშვი ცხვირით. გარშემომყოფთაც დრო არ დაუკარგავთ, ნემსები მომაჩეჩეს და აბა დავაი, ანალიზი წაიღე ლაბორატორიაშიო, მითხრეს.

თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენი სიშტერე შეიძლება გააკეთოს ახალმა და უცოდინარმა პრაქტიკანტმა. ახლა დავფიქრდი და ისევ ER-ის გმირი, რეზიდენტი კარტერი და მისი მუდმივი საცოდაობა გამახსენდა. რაღაცით ძალიან წააგავს ჩემს ამბავს. 😀

tumblr_mybgr6uVup1qighn9o1_500

ისე კი, რომ არა ჩემი მეგობარი მარიამი, ვისი ძალისხმევითაც გელაშვილის ცვლაში ამოვყავი თავი, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე, თანაც არაერთხელ.

წუხელ 5 ქსეროქსი რომ გადავიღე შეცდომით და წაღმა და უკუღმა მხარე ძლივს დავამთხვიე, მაშინ მივხვდი, რომ სხვა გზა არაა, საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო.

ეჰ. სწავლის პროცესი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავიდანვე პრაქტიკულად ითვისებ ყველაფერს. იქ კი, სადაც  სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, წვრილმანების ასახსნელად დრო არავის აქვს… ჰოდა, აი ასე დავიკარგე რამდენიმეჯერ პაციენტიან – ბორბლებიანი სავარძლიანად და პალატების მაგივრად ეხოს კაბინეტში ამოვყავი თავი. მერე ვეღარ ვიპოვნე ლაბორატორია და ერთი გზიდან წასული მეორე გზით ძლივს დავბრუნდი უკან ობსერვაციაში. ბოლოს ძლივს ვისწავლე, რომ  სტრაიკერი საავადმყოფოს საწოლია, ჩიხებს მულტიპროფილური განყოფილების პალატებს ეძახიან, ტრიაჟი ის ადგილია, სადაც ოპერატორი ზის, შესახვევი იგივე საპროცედუროა, მე-11 კი საძილე და საჭმელი ადგილი გახლავთ…

პირველი მორიგეობა მძიმე, მაგრამ საბოლოოდ ძალანაც მხიარული აღმოჩნდა. რამდენიმე მძინარე ადამიანი გაიბინტა, გაისკოჩა და ახლა რეზინის ხელთათმანების ნაძვის ხეც გვაქვს შოკის დარბაზში.

აი დღეს დილით მესამე მორიგეობიდან მოვედი, ლოგინში ჩავეშვი და საღამომდე არც კი გავნძრეულვარ. სიმართლე თუ გინდათ, ძალიან ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. არა, იმიტომ არა, რომ მეზარება ან რაიმე მსგავსი, არა. უბრალოდ ეს საქმე მართლა ბევრ დროს, ენერგიასა და დაუფასებელ შრომას მოითხოვს, ესაა და ეს.

თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, სულ პირველად ვენიდან რომ იღებ სისხლს, პირველივე ცდაზე საჭირო ადგილას მოხვდები და ბოლომდე გააკეთებ საქმეს იმის მიუხედავად, რომ შენი პაციენტი, პირობითად გოჩა, სასტიკადაა მთვრალი და ხელებს იქნევს.

იმედია, მომავალი წლის ამ დროს იმაზე აღარ მომიწევს მარჩიელობა, სისტემის სტოპ-კოკი რომელი მხრიდან იკეტება და ყველაფერი კარგად იქნება. სხვა რა გზაა. სწორედ მომავალი წლის შემაჯამებელ პოსტში მოვყვები, როგორი წითელი ვიყავი პირველ დღეს და რა სასტიკად მეშინოდა ვენის კათეტერის ამოღების. 😀

წარმატება მისურვეთ, ამჯერად ეს მართლაც მჭირდება.

8 thoughts on “ER ანუ ზუსტად ისე, როგორც კინოში

  1. ჰაჰა :დ ;დ გელაშვილის ცვლაში ვიყავი მეც შოკის დარბაზში ^_^ ანუ მივხვდი რომელ მარიამსაც გულისხმობ, ნუ გეშინია დაამუღამებ ყველაფერს.
    [მე მე11-ში ძილის ბედნიერება არ მქონდა, მაგრამ ვიცი ადგილები სადაც შეიძლება გაიპარო და დაიძინო :დ;დ
    მთვრალების ვენებზე არ შეგეშინდეს, უფართოვდებათ და ხოშიანად იდგმება :დ
    რჩევას მოგცემ : თუ ვინმემ სადმე ნარდის, მასტიკის, საფერფლის მოსატანად ან სათხოვად გაგაგავნა, არ დაუჯერო და მიხვდი, რომ გეკაიფებიან. :დ;დ:დ
    ჩვენ არ დავასახელებ და ერთი გავგზავნეთ “საოპერაციო ხალიჩების” სათხოვნელად.
    საოპერაციოში მიხვდნენ და უთხრეს რომ აბა ქირურგების საორდინატოროში იკითხეო, იქ უთხრეს მულტიპროფილურში გადადი მანდ ჰქონდათო, იმათ უთხრეს ზემოთ რეანიმაციაში ადიო და ა.შ. კიბეებზე დავეწიე და ვუთხარი რო გეკაიფეთ, გაანებე თავი მეთქი და არ მიჯერებდა არაფრით :დ;დ ვერ წარმოედგინა ყველა თუ ეკაიფებოდა.
    აესეთი ხალისიანი ობსერვაციაში ღამისთევა :დ:დ:დ შოკის დარბაზშიც არანაკლები იყო :3
    გამხნევდი, მანდ საკმაოდ ბევრ რამეს ნახავ 🙂

    Liked by 1 person

    1. ჰო, მე ხელების დასაბმელ თოკებზე მგზავნიდა შაკო 😀
      მადლობა დათო რჩევებისთვის, გამომადგება ნამდვილად :3

      Like

  2. მარტო არ ხარ ძვირფასოამ ამბავში. მე მედიცინაში არა, ჟურნალისტიკაში ვარ დაიგივე სისწრაფე და სიზუსეტა საჭირო. აქ შეიძლება ადამიანი ფიზიკურად არ მოკლა, მაგრამ მორალურად გაანადგურო. ამისათვის პატარა შეცდომაც კი კმარა, რომელიც მე კვე დავუშვი და ახლასასტიკი სინდისის ქენჯნა მაწუხებს.

    ჰო, პრაქტიკანტობა რთულია. ძალიან რთული და ამას გუშინ მივხვდი, როდესაც სერიოზული შეცდომა დავუშვი.

    რა დაგვრჩენია. ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებები. ეს ორივეს გვჭირდება!)

    Like

  3. tavis droze me house_ma shemacdina 😀 ex chemi pirveli morigebaoo sashinlad maxsovs, mteli dgee kabinetebis damaxsovrebas vcdilobdi mara mainc mereoda ra sad iyo 😀 maocebda ekimebis ujmuroba da a.s. mara mere yvelaperi lagdeba,echvevi.
    warmatebebii !!!!!!!

    Like

Leave a reply to Ibi Cancel reply