გამოცდები სამედიცინოში #4 (6)


მეძღვნება მე იმიტომ, რომ ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ თავს.

წინა პოსტში სამედიცინოს გამოცდების შესახებ  ვწერდი, თუ ცოცხალი გადავრჩი, შემდეგი გამოცდების ამბებსაც მოგიყვებით მეთქი. როგორც ხედავთ (უფრო სწორად, კითხულობთ), ცოცხალიც ვარ და უკვე იმდენი ენერგიაც მაქვს, ახალი პოსტით “გაგანებივროთ” და იმ საცოდაობაზე გიამბოთ, რასაც სამედიცინოში მესამე კურსი და გამოცდები ჰქვია.

სიმართლე გითხრათ, ჩვენთან გამოცდებზე რთული სემესტრის ბოლოს ქულებზე ძიძგილაობა და შესაძლებელი 60 – დან 30-ს მოგროვებაა, რომ მერე 20 ქულა უპრობლემოდ გეყოს. ბოლო 1 კვირაში მოქცეული 5 შუალედური და 2 გამოცდა კი ნამდვილად არაა ის, რაც შეიძლება მტერსაც კი დაუნანებლად უსურვო.

ამ გამოცდებამდე, რომელიც ცხრილშია მოხსენიებული, ჰიგიენა და რადიოლოგია ჩავაბარეთ.
ჰიგიენის სახელწოდება “ტრუხა” საგანივით ჟღერს, არა? არავინ მოგატყუოთ. გამოცდაზე ისეთი ტესტები მოგვიტანეს, ქვას კი არა, ჩვენს დიპლომებსაც აატირებდა. თქვენ იცით, როგორია სტანდარტი მერხის აწეულ ფრთასა და სკამს შორის მანძილის შესახებ? სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს. ტესტებში კი ბლომად გახლდათ ეს საკითხი დაწვრილმანებული…

საერთო ჯამში ეს გამოცდები ნამდვილად არ იყო ყველაზე რთული იმათ შორის, რაც ჩაგვიბარებია, მაგრამ გამოცდა გამოცდაა და დაიმახსოვრეთ, არ ღირს არც ერთი მათგანის ცუდად და არასწორად შეფასება.

1044076_4529316411153_1068927243_n
მესამე კურსის მეორე სემესტრის გამოცდების ცხრილი

ძირითადი სესიებიდან პირველი პათოლოგიური ფიზიოლოგია მქონდა. ზოგადად, ეს საგანი ძალიან მიყვარს. წინა პოსტშიც ვწერდი, რომ წიგნიც კარგი გვქონდა და მე, პირადად, ძალიან კარგი ლექტორიც მყავდა. ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე ქალბატონი მაიასგან და ხუთშაბათი დღეც სწორედ იმიტომ მიყვარდა წელს, რომ მხოლოდ პათფიზიოლოგია მქონდა. მომენატრება პათფიზიო 😦

შემდეგი პათანატომია მქონდა. სიმართლე გითხრათ, დიდად არასდროს მეხატებოდა ეს საგანი გულზე და ამიტომაც დაწვრილებით ვერც ვერაფერს ვიტყვი. გამოცდა ადვილი იყო, ტრადიციულ ფოტოსესიასაც ვერ ავცდით. ისე, მე მომწონს ეს ტრადიცია. კათედრის ხელმძღვანელი სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაციისთვის FB ფეიჯს მშვენივრად და ეფექტურადაც იყენებს. ასეთ ინოვაციებს მხოლოდ მივესალმები.

გართობა ფარმაკოლოგიიდან დაიწყო. ამ ტესტებმა მთელი კურსი გვარიანად შეაშინა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სულ არ იყო და უფრო მეტიც გვისწავლია 3 დღეში, აბა რა გითხრათ. ბოლოს მთელი ტესტი ძალიან, ძალიან უაზრო ასოციაციებით დავიმახსოვრე და გამოვიყენე ჩემი ზოგადო ცოდნა 3 გოჭის ზღაპრიდან ბოლო დონის უწმაწურობამდე. მუშაობამ შედეგი გამოიღო. ფარმაკოლოგიისგან ცოტა ხანს დავისვენებ.

ქირურგიაში, როგორც ყოველთვის, ვერ ჩაიჭრები, ძალიანაც რომ მოინდომო. მშვიდად, წყნარად, ჩემდა გასაკვირად აუღელვებლადაც ჩავაბარე ეს საგანი და მივხვდი, რომ საბოლოოდ დავძლიე ზეპირი გამოცდების შიში, რომლის აღმოცენებაშიც გენეტიკის კათედრაზე მოღვაწე “ოქროს ზოდს”, ნინო ფირცხელანს მიუძღვოდა. სულ რამდენიმე ადამიანი მეზიზღება მთელს დედამიწაზე და ეს ქალი სიის თავში თუ არა, პირველ სამეულში ნამდვილად შედის.

პროპედევტიკა. იმ ადამიანისთვის, ვისაც მედიცინასთან კავშირი არ აქვს, ეს სიტყვა ენის გასატეხივითაა. მეც გამიჭირდა თავიდან სწრაფად და სწორად გამოთქმა. ალბათ ამიტომ ეძახის მთელი კურსი ამ საგანს მოკლედ პროპეს. ჩემი ლექტორი გვეუბნებოდა, ბოლოს მიხვდებით, რა კარგ საგანს გადიოდითო. ისე აგიხდათ ყევლაფერი, როგორც მე ეს. 8 ოთახიანი გამოცდის სისტემაც კი მომენატრება. ისეთი ხალისითა და საიმშვიდით ჩავაბარე პროპედევტიკაც, ჩემი თავის მიკვირდა. ლექტორიც ძალიან კარგი მყავდა. ხათუნა ჭაავა ის ადამიანია, ვისაც დაუიქრებლად ვანდობდი ჩემს ჯანმრთელობას და თქვენც გირჩევდით იმავეს.

სიმართლე გითხრათ, დავიღალე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სემესტრი წინასთან შედარებით მარტივი იყო, საბოლოოდ მაინც გამომეცალა ენერგია. ისე კი, ჩემი აკადემიური მოსწრება საგრძნობლად გაუმჯობესდა და მომავალ სემესტრში იმედია, კიდევ უკეთესი გახდება..

მომავალ მესამე კურსელებს წარმატებას ვუსურვებ, ეს ყველაზე, ყველაზე სანტერესო კურსია. დრო, როცა განსხვავებას გრძნობ წლის დასაწყისსა და წლის ბოლოში…

მე მეოთხე კურსელი ვარ. დამიჯერეთ, ეს ფაზა დიდ შრომას ინახავს.

მომავალ პოსტამდე. მეოთხე კურსიდანაც  მოგწერთ 🙂

Advertisements
Posted in Uncategorized

One thought on “გამოცდები სამედიცინოში #4 (6)

  1. მართლაც ემთხვევა ჩემი წარმოდგენაც მესამე კურსზე შენსას მაგრამ მგონია ყველა მესამე კურსელი ასე ფიქრობს წლის ბოლოს:))

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s