რას ვუტოვებ 2012 წელს


ჩემმა ერთგულმა მკითხველმა და მეგობარმა წეღან გამანჯღრია, ახალი პოსტი გვაღირსეო და მეც აღარ დავაყოვნებ. ამ დღეს სხვას რას შემოგთავაზებთ, თუ არა 2012 წლის შეჯამებას.

საათი და 15 წუთია დარჩენილი და 2012-იც მიძაღლდება.

მეც ყველაფერი მზად მაქვს: გოზინაყი გავაკეთე, ბებიამ რომ მასწავლა  იმ რეცეპტით (ამ ტრადიციას არ ვარღვევ, ჩაკ ნორისიც რომ წამომადგეს თავზე), კექსი გამოვაცხვე, ყელში ამოსული ოლივიე და ბაჟეც “შევქმენი” და ისღა დამრჩენია, პოსტი დავასრულო და ჩემი ქალად ქცევის პროცესსაც მივხედო. ^_^ თორემ ამწუთს 3 შვილის დიასახლისდედას ვგავარ გაწეწილი თმითა და აწითლებული ლოყებით. 🙂

ამ პოსტში მოგიყვებით, რა მომცა 2012-მა და რას ვუტოვებ მე მას.

საერთო ჯამში, გამორჩეული წელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური მეტი მოხდა, ვიდრე პოზიტიური.

2012-ში დავხურე მეორე კურსი, გადავედი მესამეზე; გამოვიცვალე 2 სრულიად განსხვავებული სამუშაო ადგილი: ვიმუშავე კარდიოლოგიურ კლინიკა “ადაპტში” სამერჯობის ეგიდით, შემდეგ მეცხრე არხზე ვებმარკეტინგის კუთხით და ახლა ისევ უმუშევარი ვარ, თუ არ ჩავთვლით  pink.ge-ს . ❤

TV9-ზე ახალი მეგობრებიც შევიძინე, და ხშირად მენატრება ხოლმე იქაურობა ^_^.

“ადაპტიც” ხშირად მესიზმრება.

პირადი ცხოვრება ისევ არ მაქვს წყობაში. უკვე ვისწავლე ამაში პოზიტივის დანახვაც 🙂 .

ჯგუფხელი გავხდი და ჯგუფში ახალი და საყვარელი ადამიანები შემოვიმატე. ერთი კი გამიფრინდა, მაგრამ სად წამივა ისიც 🙂 .

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი, ლუსი შეემატა.

საზოგადოებაში ლუსი, შინაურებში კუკუნა ^^

2012-ში კონფლიქტებიც მრავლად იყო. პირველად ცხოვებაში შევეწინააღმდეგე ერთ ადამიანს და ჩავერიე მის პირად ცხოვრებაში…

დღემდე არ ვთვლი მის გადაწყვეტილებას მართებულად, თუმცა მეგობრისადმი სიყვარული წონის ამ ფაქტს. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ცხოვრებაა და არა ჩემი.

რაც მთავარია, 2012 წელს ვუტოვებ ჩემს ზედმეტ 21 კილოგრამს! 4 თვიანმა დიეტამ შედეგიანად ჩაიარა. იმედი მაქვს, 2013 წელს დარჩენილ 30 კილოგრამსაც დავიკლებ და რა ვიცი. კარგი იქნება, 50 კილოგრამით დამსუბუქება, სხვა თუ არაფერი; აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა ილიასა და მარიამს ეძღვნებათ. ეს კი სულ სხვა ისტორიაა, რომელსაც 2013-ში მოგიყვებით;

ჰო, წელს პირველად ვუყურე შერლოკს. ბენედიქტი შემიყვარდა.

მენტალისტსაც პირველად ვუყურე და საიმონიც შემყვარდა. ბოლოს გაორება დამემართა და ვეღარ გადავწყვიტე, რომელი  მირჩევნია :).

რაღაცეები არ იცვლება. მაგალითად ჩემი GPA, რომელიც ისევ უვარგისია, მეგობრები, რომლებიც ისევ ჩემთან არიან, ახალი წელი, რომელიც არ მიყვარს…

იმედი მაქვს, 2013 უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.

გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ.

პ.ს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს 2 სანტას საჩუქრებისთვის ^_^

Advertisements

6 thoughts on “რას ვუტოვებ 2012 წელს

  1. 2 შვილის დიასახლისი და დედა ასამზარეულოსი არც შებრძანებულა, წინა დღეს გაკეთებულ სალათებსა და წვნიანს დავჯერდით. ზატო სალონში ვედგე მთელი დღე და მშვენიერადგამოვიყურები.

    თამ მაგრად მომწონს შენი იუმორნარევი პოსტები, ხშირად მომეცი ხოლმე საკბილო<3

    Like

    1. რა კარგი გოგო ხარ შეენ ❤
      ვეცდები, წელს ხშირად ვწერო ^^
      ისე, ჩემი წონის კლება შენც გეძღვნება ^_^

      Like

      1. რა მნიშვნელობა აქვს ვის, მთვარია რომ შენ აკეთებ ამას, მიხარიხარ<3

        Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s