სწრაფი პოსტი ანუ 2 სამუშაო და დაკლებული 16 კილოგრამი


რა უნდა გააკეთოს ბლოგერმა, რომელსაც ძალიან უნდა, დაწეროს პოსტი, მაგრამ დროის დეფიციტი, სასწავლი მასალის სიმრავლე და თავის მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილი უშლის ხელს?

რა და სწრაფი პოსტი უნდა დაწეროს, პატარა, ლამაზი, საყვარელი და პროდუქტიული პოსტი 🙂 .

მოკლედ, ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაც პოსტი არ დამიწერია, იმდენი რევოლუციური ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას შეშურდება; 🙂 რას იზამთ, ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს ნაკლებად.

ამ 3 თვეში გამოვიცვალე 2 სამუშაო ადგილი, და ახლა ისევ უმუშევარი და უსაქმური სტუდენტი ვარ. სამუშაო ადგილებს აუცილებლად მივუძღვნი პოსტს, გული არ გაიტეხოთ;

ჰო, გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო, ჩემი ზედმეტი 124 კილოგრამით დედამიწა დამემძიმებინა და…

არა სუიციდი არა, მაგრამ დიეტაზე დაჯდომა გადავწყვიტე. და რადგანაც მე სიტყვებს ჰაერზე ტყუილად არ ვისვრი, ამ გადაწყვეტილებიდან 2 თვისა და რამდენიმე დღის შემდგომ მიღწეულ შედეგზე: დაკლებულ 16 კილოგრამზეც აუცილებლად მოიყვებით და გასწავლით რაღაც რაღაცეებს, ასე რომ დაელოდეთ 🙂 .

კიდევ რამდენი, რამდენი რამ მოხდა….

მაგრამ ეს ხვალისთვის…

ახლა კი ტკბილი ძილი ჩემო შემთხვევითო მკითხველებო. ძილინებისა;

ლამაზ სიზმრებსა და ბევრ, ბევრ სასიკეთო ცვლილებას გისურვებთ.

სიყვარულით, თქვენი თამრი ^_^

Advertisements

8 thoughts on “სწრაფი პოსტი ანუ 2 სამუშაო და დაკლებული 16 კილოგრამი

  1. ყოჩაღ ჩემო კარგო წარმატებული ბლოგინგი და დიეტა მისურვებია, ველოდები დანარჩენ პოსტებს შენს სამსახურზე და დიეტაზე დაწვრილებოთ ცნობებს. ძალიან მიყვარს სხვისი პირადი აბების წაკითხვა.:)

    Like

  2. ყოჩაღ! მიყვარს მიზანდასახული და ნებისყოფიანი ხალხი… წარმატებებს გისურვებ, სამსახური აუცილებლად გამოჩნდება, ამჟამად მეც თავს ვინუგეშებ 🙂

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s