SHERLOCK


როგორი იქნებოდა შერლოკ ჰოლმსი, 21-ე საუკუნეში რომ ეცხოვრა?

ზუსტად ასეთი!

ვისაც ჯერ კიდევ არ გინდახავთ შერლოკი, დამიჯერეთ, BBC-მ საუკეთესო დეტექტივის ნამდვილად საუკეთესო ეკრანიზაცია შექმნა.

დრამატული, მოულოდნელი, საინტერესო, ჩამთრევი სერიალი ყველაზე სიმპატიური, ჭკვიანი და საყვარელი მთავარი გმირით…

ფაქტიურად კინო-ჰეროინი!

მოქმედების ადგილი უცვლელია: ლონდონი, ბეიკერსტრიტის 221 B.

სიმართლე თუ გინდათ, ასეთი სიამოვნება კარგა ხანია წიგნის ეკრანიზაციისგან, მით უმეტეს სერიალისგან არ მიმიღია. ადრენალინის და ენდორფინების მარაგი იმდენი მაქვს უკვე, მომავალ წლამდე მეყოფა, მერე მესამე სეზონიც წამოგვეწევა…

ხარისხი ყველაფერში იგრძნობა: სცენარი, რომელიც ოპტიმალურადაა მორგებული 21-ე საუკუნეს, რეჟისურა,  მონტაჟი, მსახიობები…

თითო სერია დაახლოებით საათნახევრიანია. ჯერ სულ 2 სეზონია გამოსული. სეზონში 3 სერიაა;

შერლოკი და მორიარტი მართლაც შეუდარებელნი არიან. იმდენი კარგი და საოცარი სცენის მოწმე გავხდი ამ სერიალის გადამკიდე, ემოციებს ვერ ვიოკებ 😀 .

დეტალებს აღარ მოვყვები, ვისაც არ გინახავთ, შთაბეჭდილებას არ გაგიფუჭებთ. ^^

ახლა კი შერლოკომანებისთვის მკვლელი კითხვა:

როდის გამოვა მესამე სეზონი?

არ არის ჯერ გადაწყვეტილი ამბავი. თუ ხმებს, ჭორებს, პროდიუსერების თვითებს დავუჯერებთ, მინიმუმ 1 წელი მოგვიწევს დაცდა, სანამ Serlock-ის მესამე სეზონს ვიხილავდეთ; სავარაუდოდ 2013 წლის იანვრამდე ან მეტი 😦 .

თანაც ბენედიქტ კამბერბეტჩი (შერლოკი) Star Trek-ის გადაღებებზეა, მარტინ ფრიმენი (ვატსონი) კი ჰობიტში ბილბოს როლს თამაშობს….

თუმცა ისიც ცნობილია, რომ ის სცენები უკვე მზადაა, სადაც შერლოკმა საკუთარი სიკვდილი დაგეგმა. ეს კი იმის გარანტიას მაინც იძლევა, რომ მესამე სეზონი ნამდვილად იხილავს მზის სინათლეს.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავიცდი 1 წელიწადს, იმიტომ, რომ კინოორგაზმის მსუყე ლუკმის შემდგომ ლომკასთან გამკლავება მომიწევს; თანაც ჩემი სისუსტე შავგვრემანი, პალტოიანი, სიმპატიური მამაკაცებია, მით უმეტეს, ჭკვიანი კაცები…

Sherlock / gol.ge

P.S.¹ კარგი კადრები:

This slideshow requires JavaScript.

P.S.²  შერლოკ, ბავშვი მინდა შენგან.

15 thoughts on “SHERLOCK

  1. ძალიან მიყვარს შერლოკ ჰოლმსი მაგრამ ვერც ერთი ეკრანიზაცია ვერ აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. ალბათ არც თანამედროვე მომეწონება როგორც შერლოკ ჰოლმსის ეკრანიზაცია, თორემ ისე დიდი მოყვარული ვარ დეტექტიური სერიალების:)

    Like

    1. თუ გიყვარს ჟანრი, ნახე აუცილებლად ეს ეკრანიზაცია ^^
      ძალიან კარგი გამოუვიდათ 🙂

      Like

      1. კიი დეტექტივები მხიბლავს ბავშვობიდა… ისე კი ძააალიანმეზარება კინოს და ტელევიზორის ყურებაში დროის დაკარგვა აი ძალიან უნდა მომეწონოს რამე , რომ ვუყურო.

        Like

  2. პირველი სერიის ნახვა მეღირსა როგორც იქნა 🙂 ეს “ის” ჰოლმსი არ არის, მაგრამ დანარჩენებსაც სიამოვნებით ვნახავ თავისუფალი საათ-ნახევრის გამოჩენისთანავე 🙂

    Like

  3. ჩემი შერლოკი ❤ დასაწყისში მეშინოდა ყურების დაწყება,არ მინდოდა წიგნში დაგროვილი სასიამოვნო ემოციები, ცუდ ეკრანიზაციას რომ გაეფუჭებინა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა რომ ძალიან, ძალიან კარგი ფილმია. ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥

    Like

  4. საშინელი “ლომკა” მაქვს მეც, ეხლა ვაპირებ თავიდან ვუყურო 😦

    Like

  5. უბრალოდ “ლომკა” კი არა,დამოკიდებული ვარ სერიალზე…არ მეგონა რამის ან ვინმეს ფანატიკოსი თუ გავხდებოდი მაგრამ ვკვდები ისე მინდა, არა კი არ მინდა, მჭირდება მესამე სეზონი ♥♥♥

    Like

  6. აიი მართლა საუკეთესოა !! ყველა სერია ვნახე ეხლა კიდე თავიდან ვუყურებ ყოვლედღე. სახლში მეუბნებიან შენ ხო არ გაგიჟდიო !! ზეპირად ვიცი ერთი სული მაქვს როდის გამოვა ახალი სეზონიი :((( რაც შეეხება შერლოკს თავდავიწყებით ვარ შეყვარებული ოღონდ მართლა ❤ ❤ როცა ვუყურებ მეც ემოციებს ვერ ვმალავ ესე სერიალი არასდროს მომწონებია !! ❤ თავიდან როცა ბენედიქტი ანუ შერლოკი ვნახე მეთი ეს რა არის რას გავს ვინაა რა უნდა.. და მერე აი აი არ ვიცი ყველაზე სიმპატიურ ადამიანად მიმაჩნია საერთოდ !!

    Like

    1. სამწუხაროდ, არ არის ჯერ გარკვეული როდის, მაგრამ აუცილებლად გამოვა ^^

      Like

დატოვე კომენტარი: