მე შაშკინს


ბაატონო დიმიტრი (შინაურულად ძიმა 🙂 ),

სკოლა დიდად არასდროს მყვარებია. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს უფრო კარგად ჩანს, ვიდრე თავის დროზე უნდა გამოჩენილიყო. დილით ადგომაზე რომ არაფერი ვთქვათ, იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა და სწავლების მეთოდები მაღიზიანებდა: სნობიზმის აურა მახრჩობდა, განვითარების პერსპექტივა კი არ მქონდა. პრინციპში, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე, ჩვენი სკოლები მაინც სავალალო მდოგმარეობაშია (სავალალო უადგილო სიტყვაა 🙂 ), მაგრამ იმიტომ არა, რომ თაობები დადებილდა, ეს არაა ობიექტური მიზეზი. მე მგონი პირიქითაა, თაობები დაგვიჭკვიანდა, სისტემა კი ამას ვერაფრით ეწევა…

ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა. ოღონდ არა სასკოლო. ლიტერატურის გაკვეთილებს მარტო თემების ხათირთ ვერწრებოდი, ეს იყო ერთადერთი სფერო, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა შემეძლო და ცხოვრება მეკიდა ფეხზე. დანარჩენი: შაბლონი, დოგმა! ვინ სცემა შუშანიკი, რატომ იყო აბო გმირი, რა აწუხებდა კლდიაშვილს, მოთხრობებს რომ წერდა და ასე შემდეგ. შედეგი? კლდიაშვილი აბიტურიენტობის პერიოდშიც კი აღარ წამიკითხავს, ისე ევრ ვიტანდი, ლორთქიფანიძესაც იგივე ბედი ეწია და ბევრ სხვასაც…

მე მაინც მგონია, რომ ლიტერატურის სწავლებაში მთავარი შეცდომა სწავლებაშია. ლიტერატურა კი არ უნდა ისწავლებოდეს, უნდა იკითხებოდეს ნებაყოფლობითად, ირჩეოდეს სათანადოდ, დოგმების გარეშე. ეს ის სფეროა, სადაც იძულებას ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სიკეთე. ბოლომდე კი ვერავინ გაიგო დღეს, რომ საზეპიროები მოთხობებიდან  და ნიშნის გულისთვის მოყოლოლი შინაარსი არაფერს არ გვაძლევს, უფუნქციოა…

მხატვრული ლიტერატურა ასე კარგავს თავის ნამდვილ აზრს, იყოს იდეოლოგიური; შედეგად პატრიოტიზმი მართლაც ყელში ამომსვლელი, გმირობა კი გაცვეთილი გვრჩება… ჩვენ კი ისტორიაში მარტო გმირები კი არა, მოღალატე წუპაკებიც ბლომად გვყავდა  და ჩვეულებრივი ადამიანებიც, და, საერთოდაც, ჩვენი ისტორიითა და ლიტერატურით არ შემოიფარგლება სამყარო! არსებობს მსოფლიო კლასიკა, სხვა ბევრი ისტორია, რაც შეიძლებოდა, უფრო მოწონებოდათ ბავშვებს…

ისე, რაც მართალია, მართალია; წაკითხვა ვისაც უნდა, მაინც ყველაფერს წაიკითხავს, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის, თავიდანვე მძიმე და, და ხანდახან არასწორად შერჩეულმა საკითხავმა ვიღაცას ლიტერატურაზე გული აუცრუოს?

ხოდა, ბატონო დიმიტრი (შინაურულად ძიმა), უბრალოდ, უკეთესი იქნებოდა, მერხის მაგივრად მოსახერხებელი სავარძელი და იმის ხეირიანად გარჩევა, რასაც ძალით გვიტენიდნენ თავში, სხვა არაფერი.

კარგი იქნებოდა ასეთი “გაკვეთილები”, კვირაში ერთხელ მაინც. 🙂

Advertisements

6 thoughts on “მე შაშკინს

  1. ნეტავ მართლა ესე იყოს..
    მეც თემების ხათრით ვესწრები ამ გაკვეთილებს :დ
    თან მე10 კლასში ვარ და წელს მთლიანად ძველი ქართული მწერლობაა :/

    Like

    1. ძველი ქართული მწერლობა :\ კარგი პედაგოგი უნდა მაგას, ყელში რომ არ ამოგივიდეს 🙂

      Like

  2. ამ პოსტმა გამახსენა, როგორ არ მიყვარდა ლიტერატურის გაკვეთილი სკოლაში (არც თემების წერაზე ამომდიოდა მზე და მთვარე) 😀 აბიტურიენტობის დროინდელი გაკვეთილები კი ნამდვილად მენატრება. ყოვალგვარი დოგმების და საზეპიროების გარეშე გავიაზრეთ იგივე ნაწარმოებები და გავოცდით 🙂 თურმე სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურაც საინტერესო ყოფილა 🙂

    Like

  3. სულ ორი მასწავლებელი მყოლია ქართულში, პირველი გარდაიცვალა და იმიტომ მოვიდა ახალი… ის პირველი მასწავლებელი ყველა მწერალს ერთად აღებული მერჩივნა, მისი დამსახურებაა რომ ასე მიყვარს კითხვა (ნუ მე კითხვა მანამდე დავიწყე მარა დავაბრალებ რა მოხდა :დ), ძალიან გასაგებად და აზრიანად ხსნიდა გაკვეთილებს, არასოდეს არ მიკითხავს რა ჯანდაბად მინდა ეს ვისწავლო მეთქი, რაში გამომადგება მეთქი… უბრალოდ ლიტერატურის გენია იყო რაა… ჩემი ახალი მასწავლებელი კი როგორც პიროვნება ძალიან მიყვარს, ცოდნაც კარგი აქვს მაგრამ…. ხალხო ვის რა ჯანდაბად უნდა ხანძთელი, შუშანიკი აბო და ჯანდაბა და არგახარება მაგათ! აბსულიტურად ყველაფერში ვეთანხმები წერილის ავტორს, წერტილ მძიმეშიც კი!!!!! :დ

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s