სარკოზი – გორგასლად, კარლა – ქართლის დედად!


დღეს სარკოზობაა. დიახ! ამ დღეს დიდ ხანს ველოდით. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი მოვლენაა.

ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეს ახალგაზრდა ლაწირაკები ტრადიციებს და ძველ ამბებს არ სცემთ პატივს!

მაინც რამდენ ხანს ველოდეთ, რამდენი სისხლი და ოფლი დავღვარეთ!

ახალი თაობის რა გითხრათ, ძველები კი დიდი ხანია ვიცდით. ჩვენ ხომ დიდ სარკოზიზე მოყოლილი ლეგენდებით ვართ გაზრდილები!

დიახ, იმ სარკოზიზე, რომელსაც მარჯვენათი სკუნსი ყავას მოკლული, მარცხენათი ფარშევანგი და წელს ქვემოთ რაც აქვს, იმითი მეორე ცოლს კლავს უკვე.

ალბათ ყველას გაგიგიათ, რომ სარკოზი ამირანის პროტოტიპია. ქართველი მონადირის მიერ შეცდენილმა ოქროსთმიანმა ქალღმერთმა შვა ეს დიადი ადამიანი. დაუკვირდით, ეს ლეგენდა იმასაც გვიმხელს, რომ სარკოზი მამით ქრთველია! დიახ!იგი საფრანგეთში ბედის უკუღმართობამ წაიყვანა. ის ჩვენი ქვეყნის შვილია და მის დაბრუნებას მშობლიურ წიაღში ჩვენ, დიახაც, რომ დიდებული ნადიმით აღვნიშნავთ: დავლევთ, ვიმღერებთ და შიშვლებიც ვირბენთ, დიადი სარკოზი თუ მოინდომებს.

ძველ თაობას გვაქვს ინიციატივა: ავიღოთ ეს რუსთაველის ქუჩა და დავარქვათ სარკოზის სახელი. რუსთაველი მაინც არ უნდა ახალ თაობას.

გვაქვს კიდევ ერთი ინიციატივა: დავუდგათ ძეგლი ამ დიდ ადამიანს გორგასლის ძეგლის მაგივრად. ქართლის დედას, ცხადია, კარლა ბრუნი ჩაანაცვლებს. იქნებიან ესე, ერთმანეთთან ახლოს და იმღერებენ: შუა ჩამოგვდის მდინარეო. საკალლები. გორგასლის ძეგლს კი სადმე სენას ნაპირზე ჩავდგამთ.

და კიდევ ერთი: ჩვენი დიდი სურვილია, ცხოვრების ბოლომდე ვუგზავნოთ ნიკოლას ხინკალი, ხაჭაპური და სხვა კერძები, რომლებიც მას მოეწონება, ვკოცნოთ ის მიწა, სადაც სულკალმახოვიჩი დაიარებოდა და უზრუნველვHყოთ მთელი მისი შთამომავლობა. არ გავიგოთ მერე ვიღაცეების ხმა, მაგას ცოლი გაექცა, მაგ სექსუალურ კაცს, მაგასო.

მოკლედ, ცოტა ხანში, თუ ხალხი მხარს დაგვიჭერს, სარკოზის პრეზიდენტობას თუ არა, პრემიერობას მაინც მოვითხოვთ, მერე ქართველი ერის წინამძღოლად და სულიერ ლიდერადაც თუ ავირჩევთ, არ იქნება ცუდი.

აბა ხალხნო, დიდი სუნსულას მხარდაჭერით, ყველაფერი კარგად იქნება.

პ.ს. მორალი: როდემდე შეიძლება უკანალი ცხვირთან ერთად იქ ჩავყოთ, სადაც არაფერი გვესაქმება და გავყვეთ ყველას უკან ცხვრებივით?

მანამდე კი დავტკბეთ ბედის საჩუქრით, სარკოზ სულკალმახოვიჩობით.

მდაჰ.

One thought on “სარკოზი – გორგასლად, კარლა – ქართლის დედად!

დატოვე კომენტარი: