ის ალი და ის ნინო


“უდაბნოს ქარი სადაც წაგიყვანს”…

იცით, სამყაროში საზღვრები პირობითია. სადღაც მთავრდება ჩვენი ქვეყანა და იწყება ვიღაც სხვისი, სადღაც ვღაცის რელიგიას ჩვენი ენაცვლება…

საბოლოოდ კი ყველა ერთნი ვართ, ყველას ორი ფეხი, ორი თვალი, ორი ხელი გვაქვს … ერთ მიწაში ვიმარხებით ბოლოს ყველა.

ერთნაირი ამბიციებიც გვაწუხებს განსხვავებული ვარიაციებით… ასე ჩნდებიან ბუდიტები, ისლამის მიმდევრები, ქრისტიანები და სხვანი. ყველა ღმერთს სცემს თაყვანს, ყველა თავისებურად ლოცულობს, ცხოვრება კი დოგმებში ეფლობა….

ის ალი და ის ნინო, რომლებიც მე ამ წიგნში აღმოვაჩინე, ნამდვილად პიკანტური მაგალითი იყო. მაგალითი მარილიანი სიყვარულის, სიჯიუტის, კონტრასტისა.

ალი შორვანშირი და ნინო ყიფიანი, საკუთარ სამყაროებში მართლაც დაფასებულნი და კულტურულნი, ერთმანეთისთვის კი მართლაც შეუთავსებლად ველურები…

ალის და ნინოს სიყვარული რაღაც სხვანაირია. არაა ბანალური… აქ უძლურია ტრადიციები, აზრს კარგავს ყველაფერი და ამავე დროს სხვა მნიშვნელობას იძენს…

წიგნი საოცრად კარგად იკითხება… ტრადიციები მართლაც მშვენივრადაა აღწერილი და კონტრასტიც კარგადაა გამოყოფილი ალისა და ნინოს სამყაროს შორის.

ძნელი არაა, ჩაწვდე, როგრ განსხვავდება ალის უდაბნო და ნინოს მწვანე ტყეები…

იცით, როგორც კაცებს არ გესმით, რა ხდება ქალის თავში, ისევე არ გვესმის ხშირად ჩვენ, ქალებსაც, მამაკაცები როგორ აზროვნებენ… აქ კი, ამ წიგნში ალი პირველი პირია. გვიყვება ნინოზე, მათ ამბავზე და სითბოთი გავსებს, გაოცებს…

კავკასიური ქვაკუთხედი იქმნება ამ წიგნის ფურცლებზე.

დეტალებს არ მოვყვები. წაიკითხეთ, არ ინანებთ. დაინახეთ მთავარი და ნუ გამოეკიდებით ზოგ დეტალს, ნუ გექნებათ ბედნიერი ფინალის იმედი, თუმცა, ისიც საკითხავია, ვინ რას თვლის ბედნიერ ფინალად, ასე რომ…

Advertisements

3 thoughts on “ის ალი და ის ნინო

  1. მართლაც კარგად და სწრაფად იკითხება. კულტურებს შორის განსხვავებებით დაინტერესებულები ნამდვილად არ ინანებენ : )

    Like

  2. 3 წლის წინ წავიკითხე მგონი, ერთ დღეში, ერთი ამოსუნთქვით 🙂

    მაშინ აღმოსავლეთზე თემას ვწერდი თან და წამეხმარა 🙂

    იგივე თემა უფრო ღრმად და საინტერესოდ ორჰან ფამუქს აქვს ,,მე წითელი მქვია”–ში, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაზე შესანიშნავად წერს..

    ამ წიგნიდან კი ეგ სიტყვები ძალიან ბევრისმთქმელია :
    ,, უდაბნოს შვილები ერთი გრძნობით არიან აღსავსენი, ერთი ჭეშმარიტება გააჩნიათ, ტყის შვილებს კი უამრავი სახე აქვთ … უდაბნოში ფანატიკოსები იბადებიან, ტყეში კი შემოქმედნი… ალბათ ესაა განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”

    Like

    1. ნამდვილად 🙂
      ამ წიგნის საუკეთესო მხარე დასავლეთის და აღმოსავლეთის კონტრასტია

      Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s