გვჭირდება ცოცხალი წიგნები?


(ესე, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო)

სად ნახავთ წიგნზე უკეთეს ფრეგატს,
ყველა ქვეყანას რომ მოგატარებს,
ან პოეზიის ზღაპრული რაშის
სხვა ვინ მოგაწვდის ოქროს სადავეს?!
არ უჭირს ზღვა და ხმელეთის მოვლა
არც ღარიბ-ღატაკს თუ ქვეყნად გლახას –
რა იაფი და მუქთაა ეტლი,
ადამიანის სული რომ დაჰყავს!
ემილი დიკინსონი.

არსებობენ კი მკვდარი წიგნები? მე ლიტერატურას ისეთივე ცოცხალ მატერიად მივიჩნევ, ორგორც წყალს, მიწას,  პურს ჩვენი არსობისას…

წიგნი არ შეიძლება მკვდარი იყოს; მკვდრები ხომ არ ლაპარაკობენ! მით უმეტეს, ამდენს არ გვიყვებიან იმ უცხო ადგილებზე, რომლებიც, შესაძლოა, ვერც კი ვნახოთ!ეს ქაღალდის ეტლი მართლაც რომ იაფი და ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა სამოგზაუროდ. არა მგონია, რამე ჯობდეს საყვარელ წიგნს,  რბილ, მოხერხებულ სავარძელს, კარგ სანათს და ფინჯან ცხელ ჩაის… მაშ ასე, ვთავსდებით მოხერხებულად ამ ქაღალდის საოცრებაში და მივდივართ ადგილიდან ფეხმოუცვლელად…

უცებ ვიგებთ, რომ, აი, მაგალითად, “ანა კარენინა” სულაც არ არის ისტორია ერთ სულელ ქალზე, რომელმაც სიცოცხლე მატარებლის რელსებზე დაასრულა ( ასე ამოვიკითხე ერთ-ერთ სტატიაში). ამ წიგნმა დაანახა ეპოქის ქალებს, რომ შეიძლება სხვანაირად იცხოვრო. შეიძლება ებრძოლო იმას, რაც გბოჭავს, თუმცა უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ვარდისფერი სამყაროს ნაცვლად სადღაც ფეხი დაგიცდება და მატარებლის რელსებზე თუ არა, მწარე ცხოვრების პირისპირ დარჩები. ესეც ადამიანური, უფრო ზუსტად ქალური უბედურებაა ბედნიერების ძიებაში….

თუმცა რატომ მხოლოდ ანა კარენინა. თომას მორის “უტოპიას” დაუდია სათავე სოციალიზმის იდეებისთვის, ანნა ფრანკი გვიამბობს მსოფლიოს მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტების შესახებ… ზღაპრები გვასწავლის, რომ სამი გზიდან, რომელიც ჩვენს წინაა, სამივეს ბოლოში მოვკვდებით, თუმცა ერთგან უაზროდ, მეორეგან აზრიანად, მესამეგან კი გმირულად; და ჩვენც, მესამეს არჩევა გვიყვარდა ბავშვობაში, ახლა კი ვჭოჭმანობთ… ველოდით პრინცებს, გვიყვარდა მისტერ როჩესტერი, ქარიშხლიან უღელტეხილებში ვიკარგებოდით… ბოლოს, ისიც ვისწავლეთ, რომ გამოვისყიდით ჩვენ ყველა ცოდვას, როგორც ბუენდიების ოჯახმა გამოისყიდა იგი მარტოობის 100 წელიწადით და აღვიგვებით პირისაგან მიწისა; რომ მოვა დღე, როგორც ბიბლია გვასწავლის, გაცხადდება ყოველი და რომ  “ამაოებაა ყოველივე და ამაოთა”… ჩვენ დავინახავთ მზეს, ჩვენ მოვძებნით კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როცა იგი იქ არ იმყოფება, დავუსხლტებით აფთრებს, თვით სატანასაც კი ვეწვევით ბალზე და მუხლს გავუწოდებთ მის სტუმრებს სამთხვევად, ამოვიკითხავთ, რომ თურმე ხელნაწერები არ იწვის და რომ ფაუსტმა სული სიყვარულისთვის გაყიდა. თურმე ფაუსტზე ადრე ამ სიყვარულზე პლატონი წერდა თავის “ნადიმში” … ჰამლეტი, დანიის პრინცი კი  მოკვდება ჩვენ წინ განწირული და ღალატით იმედწართმეული; ოთხი მუშკეტერი, რომლებსაც რატომღაც სამი დაარქვა დიუმამ, კვლავ იბრძოლებს მხარდამხარ და მოუწამლავს კარდინალ რიშელიეს, ყველაზე პატივსაცემ მტერს სიცოცხლეს… გაცოცხლდება ზაფხულის უცნაური ღამის სიზმარი და აიძულებს ჯულიეტას, გაჰყვეს რომეოს მარადიულ სამყაროში…

ბოლოს კი აღმოვაჩენთ, რომ გვისწავლია, როგორ ვიბრძოლოთ საკუთარი ბედნიერებისთვის, როგორ გვიყვარდეს სიგიჟემდე, გვიწამია ღმერთის, რადგანაც ეშმაკიც არსებობს, გვიწამია თავისუფალი სამყაროსი, ჯოჯოხეთისა და სამოთხისა, მეგობრობისა და ღალატისა, იმისა, რომ ჩვენი გზა სადღაც დამთავრდება და რადგან არ ვიცით, როდის მოხდება ეს, უნდა ვეცადოთ, შაგრენის ტყავივით არ ჩაგვადნეს ხელში ის… და ეს მხოლოდ რამოდენიმე წიგნია, მხოლოდ რამოდენიმე. წინ კი მთელი ზღვაა, უცხო ადგილების და ადამიანების მთელი ოკიანე…

ადამიანებს ჭირდებათ წიგნები. ჩვენ გვჭირდება ისინი, რადგან დავინახოთ, ვინ ვართ, ვინ ვიქნებით და ვინ შეიძლება ვიყოთ. ცუდი წგნები კი, დამერწმუნეთ, არ არსებობს. ლიტერატურა ხომ არ არის მხოლოდ სასიამოვნოდ გატარებული დრო. ის კვალს ტოვებს ჩვენში, ჩვენს მოაზროვნე ნაწილში, რომელსაც სული დაარქვეს საუკუნეთა წინ…

რაღაა ჩვენი სული ყოველივე ამის შეცნობის გარეშე? მხოლოდ წიგნის ყდაა, სადაც სახელის მეტი არაფერი წერია…

Advertisements

2 thoughts on “გვჭირდება ცოცხალი წიგნები?

  1. ვასიკო კეჟერაძისა არ იყოს, სიამოვნებით ვმოგზაურობ მწერლების მეგზურობით 🙂 იაფად და სწრაფად თვეში რამდენიმე ქვეყნის მონახულება მხოლოდ ასე შეიძლება. თან ასეთი გიდებიც იშვიათია 🙂

    Like

  2. ძაალიანნ კარგი პოსტია… ძალიან ძალიან!
    მეც ახლა ვაპირებ წიგნებზე და ზოგადად კითხვაზე პოსტის დაწერას… ყველაფერში გეთანხმები გარდა იმისა, რომ ცუდი წიგნები არ არსებობენ.. როგორ არ არსებობენ რამდენიც გინდა იმდენია.. და მათი წაკითხვა მხოლოდ იმიტომაც კი ღირს რომ გავიგოთ როგორი წიგნი არ უნდა იწერებოდეს : )))))))

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s