მე და პარფიუმერი


“Изобретательство весьма подозрительно, поскольку оно всегда означает нарушение правил.”

წელიწადზე მეტი მხატვრულ ლიტერატურას აი, რომ იტყვიან, გემრიელად არ ჩავჯდომივარ. არ ვიცი გადაღლილობამ, პირველმა კურსმა, მოუცლელობამ თუ უბრალოდ უსურვილობამ დაახლოებით ამდენ ხანს მომწყვიტა წიგნს. დავიწყე მარტინ იდენი, მოვისროლე, დავიწყე დორიან გრეი, გული შემიღონდა და ისიც მოვისროლე, დონ კიხოტი ერთი გვერდი წავიკითხე, მაგრამ შედეგი_ნული! ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა,ადამიანი რაღაც ეტაპზე გარკვეული მიმართულებით განვითარებას წყვეტსო… ცოტა არ იყოს და, შემეშინდა. ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა და აქტიური მკითხველიც ვიყავი. საბედნიეროდ, ჩემ შემთხვევაში, მისი თეზისი არ გამართლდა. მე კი კიდევ ერთხელ გავიხსენე, რას ნიშნავს, როცა ერთდროულად გინდა, წიგნი მალე ჩაიკითხო და თან არ გემეტება დასამთავრებლად 🙂

თუმცა ლიტერატურისკენ შემობრუნებას ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია. დავიწყე რუსულად კითხვა როგორც რუსული ლიტერატურის, ასევე უცხოური, რუსულად თარგმნილი ნაწარმოებებისაც და, დამერწმუნეთ, ქართული თარგმანები მათ უმრავლესობასთან, უბრალოდ სასაცილოა 🙂 . ეს ის  შემთხვევაა, როცა ხარისხს გრძნობ ყოველ სიტყვაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პირველი ამ წესს დაქვემდებარებული წიგნი პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერი, ერთი მკვლელის ისტორია” იყო. მე ამ წიგნმა კითხვის სურვილი დამიბრუნა. მართალია უმრავლესობა მცენარის სახელი ვერ გავიგე, მაგრამ, საერთო ჯამში ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. ეს არის ისტორია ყველაზე უცნაურ, ყველაზე ნიჭიერ და შავი სულის პატრონ ადამიანზე. ჟან-ბატისტ გრენუი პარიზის ყველაზე მყრალ ადგილას იბადება. იგი გადაწყვეტს, იცოცხლოს, მის სასიცოცხლო ძალებს ეს გადაწყვეტილება უბრუნებს. იგი აღიქვამს ყველანაირ, თვით წარმოუდგენელ არომატსაც კი და სათუთად ინახავს გონებაში.

ჟან-ბატისტი ცხოვრობდა ადამიანებში, მათ გარეშეც, საკუთარ სამყაროში და ეძებდა. რას? თავადაც არ იცოდა რას, სანამ პარიზის  ერთ ბნელ ქუჩაზე არ გადაეყარა მას. არომატმა, რომელსაც ახალგაზრდა, ჟღალთმიანი, უჩვეულო სილამაზის გოგონა ასხივებდა, იგი სრულიად მოაჯადოვა და დაჩრდილა ყველაფერი სხვა. ჟან-ბატისტი კლავს გოგონას, მის არომატს კი ითვისებს და სათუთად ინახავს გონებაში. მისთვის ადამიანი არაფრითაა იმ ყვავილზე მეტი, რომლისგანაც არომატს იპარავენ. თუმცა ეს მისთვის არაა საკმარისი. მხოლოდ ფანტაზია და არაფერი ხელშესახები აღარ აკმაყოფილებს. მხოლოდ ამ ღვთაებრივ არომატთან არა… იგი იწყებს პარფიუმერული საქმის შესწავლას მოხუც, გაკოტრების პირას მყოფ პარფიუმერთან და საკუთარი უნარის წყალობით ამდიდრებს მას. თუმცა მისი ინტერესი ფული არ არის. მას მხოლოდ იმის სწავლა სურს, როგორ შეძლოს არარსებულის გონებიდან რეალობაში გადმოტანა. 4 წლის შემდეგ იგი მიდის პარფიუმერისგან და მთელი 7 წელი ხალხისგან ყველაზე მოშორებულ ადგილას ცხოვრობს საკუთარ გამოგონილ იმპერიაში. მას ეზიზღება ადამიანების სუნი, ის გაურბის მას. ბოლოს მის იმპერიაში ნგრევა იწყება. სწორედ მაშინ, როცა ჟან ბატისტი ჟღალთმიანი გოგონას არომატით თვრება, მას თავზე ექცევა ყველაფერი. იგი იგუდება საკუთარ არარსებულ, არარსებულად ამაზრზენ  სუნში. სხეულის იმ არომატში, რომელიც მას არასდროს ჰქონია.

ჟან-ბატისტი წარმოსახვითი იმპერიიდან გარბის  და საბოლოოდ გრასში, პარფიუმერიის მექაში ჩადის, სადაც ისევ გრძნობს ძველ, დიდ ხანს ნაძიებ არომატს… ის ელოდება, როდის ამოხეთქავს ჯეროვნად ეს სუნი გოგონაში. მას არ უნახავს ლაურა, თუმცა, ზუსტად იცის, ზუსტად გრძნობს მისი ჟღალი თმის არომატს….

სწავლობს ყველაფრისგან მთავარის, არომატის მითვისებას და თან ოცნებობს მსოფლიოში საუკეთესო ნაზავის შექმნაზე, ღვთიური, ყოვლად წარმოუდგენელ არომატზე… იგი კლავს ამ არომატის მატარებელთ და როგორც ჩვეულებრივი ყვავილისაგან, ისე ითვისებს მათ ამ განძს და ათავსებს ქილაში…. საბოლოოდ კლავს 24 გოგონას და დგება ბოლო ყვავილის ჯერი. ის ბტილიანტია ჟანბატისტის დიადემაში. ულამაზესი ლაურას ბუნებრივი არომატი ყველაფერს დაასრულებს და ძალას შესძენს ჟან-ბატისტის მაგიას… თუმცა, სილამაზე არაფერ შუაშია.მხოლოდ მან იცის მისი სილამაზის ნამდვილი საიდუმლო… მოგვიანებით, როცა პარფიუმერი კლავს მას, არ ინტერესდება მისი გარეგნობით ისევე, როგორც არავინ ინტერესდება სუნამოს ცარიელი ფლაკონით…

ჟან-ბატისტი უცნაური ადამიანია არამხოლოდ იმიტომ, ასეთი ნიჭი აქვს, არა იმიტომ, რომ გრძნობები არ გააჩნია, არც იმიტომ რომ მართლაც ყველაზე ცივსისხლიანია ცივსისხლიანთა შორის, არამედ იმიტომაც, რომ არ გააჩნია საკუთარი სუნი, ის ერთადერთი და განუმეორებელი, რაც ყოველ ადამიანს ადამიანად აქცევს. ხალხი ინსტინქტურად გრძნობს ამას და მათთვის ის თითქმის უხილავია, ხანდახან კი, საშიშიც. ის, ფაქტიურად, უსულო არსებაა, ის თვითონაა ცარიელი ფლაკონი. როცა ის ამას იაზრებს, უჩნდება სურვილი, ჰქონდეს სუნი. პირველი მარტივი მცდელობა ადამიანური სუნის შექმნისა და გამოყენებისა მას არწმუნებს, რომ ეს ბევრ რამეს ცვლის. მას ადამიანები ამჩნევენ, უღიმიან, ის აღარაა მათთვის უცხო. იგი იწყებს ექსპერიმენტებს და იმ დასკვნამდე მიდის, რომ სხვადასხვა არომატი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანზე. მას ამ გოგონების არომატით კი სწორედ ისეთი სუნამოს შექმნა უნდა, რომელზე უკეთესიც ვერ იარსებებს, რომელიც ხალხს შევცლის… შეცვლის მის სასარგებლოდ…

…люди могут закрыть глаза и не видеть величия, ужаса, красоты, и заткнуть уши, и не слышать людей или слов. Но они не могут не поддаться аромату. Ибо аромат — это брат дыхания. С ароматом он войдет в людей, и они не смогут от него защититься, если захотят жить… Кто владеет запахом, тот владеет сердцами людей.

В аромате есть убедительность, которая сильнее слов, очевидности, чувства и воли. Убедительность аромата неопровержима, необорима, она входит в нас подобно тому, как входит в наши лёгкие воздух, которым мы дышим, она наполняет, заполняет нас до отказа. Против неё нет средств.

მას აპატიმრებენ. მისი სასამართლო კი ყველაფრის კულმინაციაა. მთელი ქალაქი, რომელსაც თავი ერთ მოედანზე მოუყრია, მისი განუმეორებელი სუნამოს მსხვერპლი ხდება… როგორც კი ჟან ბატისტი კარეტიდან გადმოდის, ხალხში მისი სიძულვილი განუზომელი სიყვარულით იცვლება და ყველა, როგორც ერთ, მუხლებზე ემხობა მის წინაშე. ის მათთვის ახლა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ღვთაებრივი და ღვთაებრივზე მეტიცაა… მოედანი ერთ დიდი ორგიად იქცევა… ლაურას მამა პარფიუმერში შვილს ამოიცნობს. ჟან-ბატისტში კი ხდება გარდატეხა…

ის გარბის. ბრუნდება პარიზში, რომელიც დიდი ხნის წინ დატოვა. გრასში კი დილით ყველაფერს ივიწყებენ საკუთარი სირცხვილის, ან შეიძლება იმის გამოც, რომ არ უნდათ დაჯერება. მალევე სხვას აპატიმრებენ და სჯიან.

ჟან ბატისტი ბრუნდება იქ, სადაც დაიბადა. იგი კარგავს სიცოცხლის აზრს. მისთვის ყოველი შესაძლებლობა ამოწუეულია. თან მიაქვს განძი პაწია ფლაკონში, რომლის ერთმა წვეთმა მთელი მოედნის მოჯადოვება შეძლო და რომელიც ჯერ კიდევ სავსეა…

У него больше не было страстной тоски по пещерному одиночеству. Этот опыт ужебыл проделан и оказался непригодным для жизни. Точно так же, как и другой опыт, опыт жизнисреди людей. Задыхаешься и тут и там. Он вообще не хотел больше жить. Он хотел вернуться в Париж и умереть. Этого он хотел.

პარიზის ყველაზე უფრო ბსკერზე მყოფ ადამიანებს: დამნაშავეებს, მეძავებს, მკვლელებს, რომელთაც კოცონი დაუნთიათ. ვერც ხვდებიან, ისე უახლოვდებათ მათ პარფიუმერი, ფლაკონს ხსნის და მთელ შიგთავსს ისხამს… ბრბო იმდენად იყვარებს მას, იმდენად საშინლად და ამაზრზენად, რომ მას ცოცხლად გლეჯს და ჭამს,.. ნაწილებად… სიყვარულით…

Они впервые совершили нечто из любви.

ამ წიგნში ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური ასპექტია, ნაკლი და ადამიანური მანკიერება. დიალოგების სიმცირეა, თუმცა ხასიათი და არომატთა გამაა იმდენად ფართო, რომ გაიძულებთ, იაზროვნოთ, როგორც ყველაზე ცივსისხლიანმა მკვლელმა, შეიძულოთ და შეიბრალოთ იგი და ჩაწვდეთ მისი უსულობის მიზეზს…  სწორედ ამიტომ, არაფრად ვარგა მისი ეკრანიზაცია და არც არასდროს ივარგებს, რამდენიც უნდა გადაიღონ. ეს არის წინგნი, რომელიც მხოლოდ უნდა იკითხებოდეს…

დეტალების აღწერა, განსაკუთრებით მკვლელობებისა, მართლაც შეუდარებელია. ფინალიც საინტერესოა, ასე რომ, წაკითხეთ, ნამდვილად არ ინანებთ.

პარფიუმერი (რუს.)

Advertisements

10 thoughts on “მე და პარფიუმერი

  1. ძალიან მომეწონა პოსტი
    ძალიან მიყვარს ეს წიგნი და ფილმიც საოცრადა გადაღებული
    ყოჩაღ კარგი მომენტები გაქვს დაჭერილი
    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

    Like

  2. საინტერესო რევიუა. აუცილებლად წავიკითხავ 🙂
    რუსულად ვერ შევძლებ და ქართულად კი ვნახავ 😉 ყოჩაღ, რომ რუსულად კითხულობ, უფრო საინტერესო ლიტერატურაა რუსულად და მრავალფეროვანი 🙂

    Like

  3. შეუძლებელია არ დაგეთანხმო, რუსული თარგმანი გაცილებით ხარისხიანია! პარფიუმერი მართლა საოცარი ნაწარმოებია, ისე ჩაგითრევს, რომ არ გინდა დამთავრდეს, არადა თან გძულს ეს გრინუეი თან რაღაც მომენტებში გეცოდება კიდეც.

    არ ვიცი ქართულად რამდენად კარგია თარგმანი 🙂

    Like

  4. ქართული თარგმანი მაქვს წაკითხული ადრე და მომეწონა 🙂 თუმცა, ვერ ვიტყვი რამდენად კარგად იყო თარგმნილი _ აღარ მახსოვს :/ “დონ კიხოტის” მხოლოდ ერთი გვერდი წავიკითე და შენსავით მოვისროლე ეგ წიგნი. არც “დორიან გრეი” მომეწონა, მაგრამ რახან დავიწყე ამ წიგნის კითხვა, ვაიძულე საკუთარი თავი ბოლომდე წამეკითხა :დ ჩემი ბოლო იმედგაცრუება იყო “შაგრენის ტყავი” :/

    Like

      1. კი კი წაიკითხე. მაინტერესებს, მარტო მე თუ ვარ ამ წიგნით იმედგაცრუებული :პ

        Like

  5. პატრიკ ზიუსკინდი – “სუნამო , ამბავი ერთი მკვლელისა”
    კარგია თამრიიი პოოსტიც და წიგნიც :*:*:*:*:*:*:*

    Like

  6. ძალიან მიყვარს ეს წიგნი… საკმაოდ პატარა ვიყავი, პირველად რომ ავიღე ხელში “სუნამო”.
    მახსოვს, დედაჩემს თევზის სუნი რომ ეჩვენებოდა ხოლმე, წიგნის თარგმნის დროს..
    საკმაო ხანი ჰქონდა სუნებზე გართულება დედას.. ))

    პ.ს. პოსტი ძალიან მომეწოა. ყოჩაღ! ***

    Like

  7. “პარფიუმერის” რიგი უახლოეს მომავალში დგება 🙂 რუსული თარგმანები ყოველთვის მომწონდა და იმედია არც ამჯერად იქნება გამონაკლისი.

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s