გამარჯობა, მე მსუქანი ვარ


ადოს პოსტმა ჩამაგონა და გამომხრა.

ზოგადად სიტყვა “მსუქანი” ძალიან არ მიყვარს და ყოველთვის შეურაცხყოფად აღვიქვამ ნებისმიერ ასპექტში (ამიტომ მაპატიეთ  ამდენჯერ ხსენება). თუმცა ეს ბევრს არაფერს წყვეტს. ხალხის დაბრეცილ აზროვნებას ჩემი ვერც მომატებული კილოგრამები გამოასწორებს და ვერც დაკლებული.

შენ ბებიაქალი ხარ და ხელში 4,5 კგ-იანი ახალშობილი გიჭირავს. ამბობ, რომ გოლიათია. მე ამაზე ვერ გპასუხობ, რადგან ლაპარაკი არ ვიცი.

შენ მეზობლის ქალი ხარ, მიყურებ და როოგრი ბუთხუზაა, რას აჭმევთო, კითხულობ. ფიქრობ, რომ მსუქანი ვარ და ყავის სმას აგრძელებ. მე ისევ არაფერს გპასუხობ, რადგან დედამ მასწავლა, უფროსებს არ ვეუზრდელო.

შენ ეზოს ლაწირაკი და მაკარონფეხება ბავშვი ხარ. შენ მეძახი, რომ მსუქანა ვერ და გარბიხარ. მე მოგდევ და მერე დედაშენი მირჩევს საქმეს შენი გატეხილი ცხვირის გამო .

შენ ჩემი პირველი მასწავლებელი ხარ. შენც ხშირად აღნიშნავ, რამხელა ვარ სიყვარულნარევი ხმით. მე არაფერს ვამბობ, მაგრამ მამახსოვრდება.

შენ ისევ ჩემი კლასელი ხარ. მსუქნის დაძახებით არ კმაყოფილდები და უფრო შორს მიდიხარ ეპითეტებში. მე ისევ საცემად მოგდევ.  ვერ გეწევი, მაგრამ მამახსოვრდება.

ეს მე ვარ. მე კომპლექსებში ვიძირები.

ეს კიდევ მე ვარ. ვიაზრებ, რომ ჩემი იარაღი ენაა. კომპლექსებს ვებრძვი.

შენ ჩემი მეგობარი ხარ. წუწუნებ, რომ გასივდი, არადა, ცხოვრებაში 45 კგ-ს არასდროს აცდენილხარ. მე უცბად თავში მომდის აზრი, ნეტა მე როგორ აღმიქვამ და მეცინება.

შენ შენ ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ხარ, მერე ფიზიკის ლექტორი, ბიოლოგიის ლექტორი და ყოველდღე მთავაზობ ახალ-ახალ დიეტებს. მე  ლაპარაკში გყვები და გპირდები, რომ თავს მოვიკლავ და დავიცავ დიეტას. ოთახიდან გამოსულს მეცინება.

შენ ანატომიის ლექტორი ხარ და საგამოცდოდ გაძეძგილ აუდიტორიაში უმიზეზოდ მეძახი მსუქანას. მე ვფიქრობ, ნეტავ როგორ მიიღე ექიმი პროფესორის წოდება და გაცეცხლებას ვიოკებ.

შენ უბრალო გამვლელი ხარ. მიყურებ და ფიქრობ, რომ ძროხა ვარ. ხანდისხან, ხმამაღლა ამბობ კიდეც. მე აღარ ვბრაზდები, ვფიქრობ, რომ ძროხა ძალიანაც საყვარელი ცხოველია.

შენ ისევ ჩემი მეგობარი ხარ. მეუბები, რომ ასეთი უფრო საყვარელი ვარ და არაა საჭირო, გავხდე. მეორე წუთში საკუთარ მომატებულ 100 გრამზე წუწუნებ. მე ისევ მეცინება.

თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მე თვითონ ვხუმრობ ჩემ წონაზე. თქვენ მყვებით. აზრად არ მოგდით, რომ მწყინს.

შენ სარკე ხარ. ხანდახან მატყუებ, მაგრამ უმეტესად სიმართლეს მეუბნები. ამიტომაც მიყვარხარ.

შენ დაწესებულების უფროსი ხარ. სამსახურში არ მიღებ დიპლომების დასტისა და მიღწევების მიუხედავად. მიზეზად არასაკმარის გამოცდილებას ასახელებ. იქვე ასაქმებ გრძელფეხება ქათამს. მე ისევ ვიცინი.

…………………………………………….

შენ ჩემი თავი ხარ.  თუ არ ხარ, სულ ადვილად შეიძლება გახდე ასეთი. ამის გაფიქრებაზე შიში გღრღნის. მე შენთვის ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, როგორი არ უნდა გახდე.

მე კი ბედნიერი ვარ, რადგანაც შენ ისეთი ხარ, როგორიც ყველა, მე კი – განსაკუთრებული: განსაკუთრებულად მსუქანი, განსხვავებულად ბედნიერი. მე იმიტომ არავის ვეყვარები, რომ კარგი ფეხები და მოდელის პარამეტრები მაქვს. შენ ამას ვერ გამოცდი.

მე შენ არ გგავარ.

Advertisements

30 thoughts on “გამარჯობა, მე მსუქანი ვარ

  1. ძალიან, ძალიან მომეწონა…
    ვსო.. ბლოგროლში ხარ და დღეიდან გკითხულობ ^^

    Like

  2. საერთოდ, ყველაფერი აღქმაზეა დამოკიდებული, არა? რუბენსის დროს შენნაირებზე ნადირობდნენ, ეს მერე “დადგინდა”, რომ გამხდრები “უკეთესები” არიან.
    ასე რომ, შენ მაგით გულს ნუ გაიტეხ. ერთადერთი, რისიც უნდა გეშინოდეს, ჯანმრთელობის პრობლემაა – დანარჩენს მიწა მიაყარე 😉

    Like

  3. zuriuss ის კომენტარს + ..ვეთანხმები 🙂
    რა საყვარლად წერ…ადრეც შემოვსულვარ შენთან და მომწონებია შენი ნაწერი, მეც ჩაგამატებ ჩემთან 🙂
    პ.ს. ამ სტილის პოეტებიდან შენი ყველაზე მტად მომეწონა..ყოჩაღ!

    Like

  4. ძალიან კარგად წერ,მომწონს შენი აზროვნება და წერის სტილი.
    წინა დღეებში თურმე ვიღაც მაქებდა,სხვამ დაუმატა:”კარგი ქალია,მაგრამ მსუქანია!’

    Like

  5. “ძროხა ძალიანაც საყვარელი ცხოველია” – მართლაც რომ 🙂
    ერთ-ერთი საუკეთესო პოსტია ამ სტილის პოსტებს შორის 😉

    Like

  6. რომ იციდე, როგორ მესმის შენი–განსაკუთრებით მეგობრების ნაწილში… როცა 100 გრამს ტრაგედიად აღიქვამენ და შენ მაინც გეუბნებიან, მშვენივრად ხარო… ეგ ნიშნავს, რომ მაგათი აზრით შენ არც ხარ უკეთესი ფორმის ღირსი… შეიძლება განგებ არ უნდათ მასე, მაგრამ ქგონიათ, რომ ზოგი მაკარონისფეხებიანად არსებობისთვის დაიბადა და ზოგი იმისთვის, რომ “მსუქანი” იყოს… მეც მიხუმრია საკუთარ წონაზე ხშირად, მაგრამ დედამ მაინც რომ გაიხუმროს ამავე თემაზე მარტო ჩემთან ან, მით უმეტეს, სხვების თანდასწრებით, საშინლად მტკივა გული…
    ადამიანებს, რომლებიც 45 კილოგრამს არ ასცდენიან მართლა, წარმოდგენა არ აქვთ, რა მტკივნეულია ეს…

    Like

    1. ნამდვილად 🙂 ვინც არ იცის და არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, რამხელა პრობლემებს აწყდები. მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ყველაფერი დაძლევადია; ძვირი კი ჯდება დაძლევა, მაგრამ მაინც 🙂

      Like

  7. meec var mgoni… 163 var simagleshi da wona ki 75 … :(:(:( ar minda mase viyo magram ragac problemebis gamo var… 😦 arada yvela meubneba gamxdari ro iyo dzalian lamazi xaro… me momwons chemi tavi imitom rom gmertma aseti shemqmna. daa kidev davipice ro 60 kilomde chamoval aucileblad…. 🙂

    Like

  8. daa kidev bijebis sayuradgebod… tuu shegiyvardeba sruli gogo, jobia gauprtxilde ici ratom? mas guli aqvs kargi da ara garegnoba, da kidev tuu tqven garegnoba gindat xorci bazrobazec iyideba, suli ki ara… jobia ertmanets gavuprtxildet da ertmaneti gviyvardes. 🙂

    Like

  9. sul ragac naxevari saatis win dedachemma mitxra rom mezoblis qalma gaachera da chems shesaxeb utxra rom dzalian gavsuqdi, lamis gadavgvardi..isic agnishna chemma sayvarelma mezobelma , rom chemi sheyvarebuli chemze kargia da mas sheudzlia chemze bevrad uketesi gogo moiyvanos colad..dedachemma ki arvici rato..ras merchoda..es yvelaferi me momaxala da isic daayola xom xedav rogor gasuqdi da damaxinjdi, ukve yvela amas meubnebao..dedachemi mdzuls am wams! tirilit gavskdi..tvitmkvlelobazec ki vifiqre..magram uceb aq movxvdi..shveba vigrdzeni..axla kargad var..didi madloba shen!

    Like

    1. ცრემლები მომდის ახლა 😦
      არასდროს აღარ იფიქრო მეორედ ასეთი რაღაც!
      დააფასე შენი თავი… ადამიანს კილოგრამები არ განსაზღვრავს. არასდროს არ დაგავიწყდეს ეს და სხვას თუ არ ესმის, ეს მათი პრობლემაა, მხოლოდ მათი…
      ვიცი, რომ ძნელია, მართლა. დიდი დრო დამჭირდა მე თვითონ, ამ ყველაფერს რომ გავმკლავებოდი. ძალიან დიდი ძალა სჭირდება ამას…
      მაგრამ შესაძლებელია, ნამდვილად შესაძლებელი. მით უმეტეს, როცა გყავს ადამიანი, რომელსაც ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ…
      შენს შინაგან სამყაროში ასეთ სიბინძურეს მეორედ ნუ შეუშვებ…

      Like

  10. chemi tamara :* yvelaze sayvareli xar : )))) momewona : ))) tamar ici 4 kg movimate da dieta mitxari rame kai raaaaa :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

    Like

      1. უი გოგო .. იმ დღეს ჩემებთან ვიყავი და მეზობელმა დააკაკუნა კაროჩე კარზე და რო გავაღე, მეუბნება ეს 100 წლის ქალი ვაიმე როგორ გასუქებულხარო, ორსულად ხო არ ხარო .:))))) მეთქი არაა : )))) არა და რო გლაუკომა, კატარაქტა და თვალის სხვა ყველა დაავადება სიბრმავესთან ერთად ამას ჭირს : ))))

        Like

  11. გაგიმარჯოს, მე ნამეტანი გამხდარი ვარ :))) მე რომ მკითხო არც ეს ჩემი შემთხვევა ვარგა. მომატება მინდა და “ვაიმე რა გამხდარი ხაარ” აღარ გავიგონო ოღონდაც რა:დ:დ

    Like

  12. გაგიმარჯოს, ძალიან ლამაზო და საყვარელო გოგონავ (ნუ კაი, ოდნავ(!) მსუქანო:*)=))

    Like

  13. ar gcnob, magram ukve shentan kargad vgrdzno tavs. gulshi chamcvda da dzalian momecona amieridan koveltvis cavikitxav shens blogs. p.s kochag tu komleqsebisgan daixseni tavi, me vera da ver vaxerxeb amas :*

    Like

    1. უნდა ეცადო ^^
      ადვილი არაა, მაგრამ შეძლებადია, დამერწმუნე ❤
      დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის

      Like

  14. ძალიან კარგი ჩანაწერია. შეიძლება ადამიანებს იმ კომპლექსისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს, რომელსაც მათ საზოგადოებრივი აზრი უქმნის.

    Like

  15. ხან პოსტებზე საინტერესო კომენტარების კითხვაა ხოლმე :)))

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s