ასე და ამგვარად, განსრულდა ესე წელი იგი პირველი საასწავლო სადოხტორო სასწავლებელში. კმაყოფილების რა მოგახსენოთ, სასაწავლო ბარათი თავზე მაქვს გადასახევი, მაგრამ არც ერთი საგანი არ შემტენვია და, თუ ამ კროტერიუმით ვიმსჯელებთ, წელი, მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.
არ ვიცი, მარტო სამედიცინოშია პირველი კურსი ასეთი ჯოჯოხეთი, თუ ყველა უნიში ასეა. მე, მაგალითად, ძალიან გამოჭირდა ახალ გარემოსთან შეჩვევა, ლექტორების ენაზე ლაპარაკი. როცა მივხვდი, ვის როგორ უნდა მივდგომოდი, უკვე 3 გადაბარება მქონდა შეტენილი. მაგრამ მე გმირულად გავუძელი, სამივე საგანი ჩავაბარე და ახლა თვისუფლებით ვტკბები.
გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი დღე უნიში. სიცხე მქონდა, მწვანე ბუშტი მეჭირა და ქათამივით დავბორიალობდი. არავინ გამიცვნია, რექტორის ლაყლაყს ვუსმინე, ცხრილი და ჯგუფის სია ამოვიწერე დიდი ომის და რიგის ფასად და წამოვედი. მეორე დღეს გავიცანი ჩემი ჯგუფი. ერთი თვის თავზე უკვე ერთად ვსვამდით, მესამე თვის თავზე ერთმანეთს ვჭამდით, წლის ბოლოს კი შევცხოვრდით :). მიყვარხართ ბავშვებო და მენატრებით :*
კი ვაპირებდი ეხლა რამდენიმე რჩევის მიცემას მომავალი სამედიცინოს სტუდენტებისთვის, მაგრამ ჯობია, თქვენ თავად გაიაროთ ეს გზა. უბრალოდ, იყავით მშრომელები და გახსოვდეთ, რომ ეს წამება თეთრი ხალათის ტარების უფლებამდე მიგიყვანთ. 🙂
ისე კი, ძალიან ვარ დაღლილი. ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს, დაიღალო და დასვენება დაგჭირდეს 🙂 თან, კარგად დასვენება. თუმცა, ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე კონსპექტებზე ძილი, აგროვებული კაპიკებით ჭამა და გაცდენილი ლექცია.
აბა თქვენ იცით, ჩვენ, ყველა მეორეკურსელი ოდესღაც (რაღა ოდესღაც, 4 დღის წინ 🙂 ) პირველკურსელი ღლაპები ვიყავით 🙂 . წარმატებები
Gilocav!!meore kurseli xar ukve ;d magariaaaa
LikeLike
მადლობა 🙂
LikeLike
პირველი კურსი ყველგან ჯოჯოხეთია 🙂 მეორეზე ყველაფერი მარტივდება (მესამეზე იმედია უფრო) 🙂
LikeLike