პეპელა სახელად – კამპა


ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

არასდროს გსმენიათ ლეგენდა პატარა, მამაც პეპელა კამპაზე?

დიდი ხნის წინათ, დედამიწა არცთუ ლამაზი ადგილი იყო. არსად ჩანდა მწვანე ხეები, ნაირფერი ყვავილები, ცაც კი არ იყო ლურჯი … არსად ჩანდა ლამაზი ნაკადულები… მოკლედ, დედამიწა იმ დროს უცნაურად უდაბური, რუხი და მოსაწყენი ადგილი იყო.

ასეთ სამყაროში, შორეულ და უკაცრიელ მინდვრებში ცხოვრობდა პეპელა სახელად კამპა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მეტად უცნაური არსება იყო. სხვა პეპლებს არ გავდა; მისი ფრთები მათგან განსხვავებით ათასფერად ლივლივებდა… რა ფერს არ შეხვდებოდით მის პაწაწინა ფრთებზე: იისფერს, ლურჯს, წითელს, ყვითელს…

კამპას ოცნება უყვარდა.  ხშირად ხუჭავდა თვალებს და წარმოიდგენდა ხოლმე ლამაზ სამყაროს, ფერად ცას და კიდევ უფრო ფერად ღრუბლებს, ნაზ და ლამაზ ყვავილებს… თუმცა ამ სამყაროს მის გარდა სხვა ვერავინ ხედავდა… არავინ იჯერებდა… კამპაც მხოლოდ ოცნებობდა და ოცნებობდა…

ერთხელაც კამპას უცნაური რაღაც დაესიზმრა. თითქოს მისი ფრთები ფრთები კი არა, დიდი პალიტრა იყო. პალიტრაზე ფერები ირეოდა და კამპაც ხატავდა… ხატავდა საკუთარ ოცნებებს, ლამაზ მინდვრებს, ფერად ყვავილებს, უცხო ხეებს… ისეთ სამყაროს ხატავდა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა… მისი ფრთები ახლა უშველებელი იყო…. თვალის დახამხამებაში იხატებოდა ულამაზესი, აქამდე უცხო ხილით დახუნძლული ხეები… სისხლივით წითელი საღებავიდან იბადებოდა ალუბალი, მოელვარე ბროწეული, წითელი ვაშლები… ნარინჯისფრად ელვარებდა ფორთოხალი… იხატებოდა მდინარეები,ზღვები, ნაკადულები…

ყველაფერი უკეთესადაც კი იყო, ვიდრე პატარა გულად პეპლას  შეეძლო, ენატრა…

ასე არასდროს სწყენია კამპას გაღვიძება, როგორც იმ დილას… ასე გულითაც არასდროს უნატრია, სამყარო სხვანაირი ყოფილიყო… და აი, მამაცმა, გულადმა და გულკეთილმა კამპამ გული ჩადო ნატვრაში… და ინატრა თუ არა, სასწაულიც მოხდა…

კამპა ჰაერში აიჭრა და ცა გადასერა… სამყარომაც სახე იცვალა და კამპას ოცნებად იქცა. თითქოს პეპელა და ახალი სილამაზე ერთ არსებად იქცნენ…

მას შემდეგ კამპა თითქოს აღარავის უნახავს…

თუმცა, ალბათ, არც არავის უფიქრია, რომ ხილის თითოეული მარცვალი, მზის თითოეული სხივი, წყლის თითოეული წვეთი კამპაა და რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს…

გინდათ კამპა დაინახოთ? გულით ინატრეთ, ცაში აიხედეთ და ის ისევ გადასერავს ცას შვიდფერად, მხოლოდ თქვენთვის და მხოლოდ მაშინ, როცა მზე და წვიმა ერთმანეთს შეხვდება…

ეს პოსტი წარმოადგენს საკონკურსო ნამუშევარს ბლოგერების კონკურსისთვის “პეპელა სახელად – კამპა“.

Advertisements

2 thoughts on “პეპელა სახელად – კამპა

  1. გადაწყვეტა ძალიან მომეწონა : ,,თუმცა, ალბათ, არც არავის უფიქრია, რომ ხილის თითოეული მარცვალი, მზის თითოეული სხივი, წყლის თითოეული წვეთი კამპაა და რომ ეს ყველაფერი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს…”
    კარგი პოსტია, უბრალოდ 2 მინუსი აქვს:
    1. ადვილად გამოსაცნობია
    2. წინად კი არა წინათ :დ

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s