დაამთავრე სკოლა?


სკოლა დაამთავრე? საინტერესო პერიოდი გქონია.

გუშინდელი ბოლო ზარის შემდეგ თავს უცნაურად უნდა გრძნობდე. არა, ცუდად არა, მაგრამ დაღლილად, დაცლილად. იმის გააზრება გიჭირს, რომ მომავალ ორშაბათს დილით იმისთვის აღარ ადგები, რომ სკოლაში გაიქცე დაგვიანებული. ..

ჯერ არავინ გენატრება, სულ ცოტა ხნის წინ ნახე ყველა, ერთად ისე კარგად იყავით, როგორც არასდროს, მხიარულობდით, გიხაროდათ, ტიროდით…. დღეს კი რაღაცნაირი დილა გათენდა, უცნაური, ცარიელი, ხან მზიანი, ხანაც ღრუბლიანი…

დამიჯერე, მონატრების დრო არ გექნება, ვერ მოიცლი მოსანატრებლად… ჯერ ერთი სული გექნება, როდის მოიცილებ საატესტატო გამოცდებს, მერე ეროვნულებიც მოვა თვალის დახამხამებაში…

ბოლოს, ისეთი დაღლილი იქნები შედეგების ლოდინით, როგორც არასდროს არაფრით; უფრო უარესადაც კი, ვიდერე გამოცდებისას… მერე კი ჩაბარების სიხარულსაც გამოცდი 🙂 დიდი აფეთქების მსგავს გრძნობას, დიდ სიხარულს…

მერე პირველი დღე იქნება უნიში, ახალი ნაცნობები, ახალი საქმე და ახალი საგნები, ახალი ცხოვრება… ახლაც არ გეცლება … მერე პირველი გამოცდები უნიში, აქ კი ინანებ, რომ თავში აქ ჩაბარება მოგივიდა ოდესღაც…. 🙂

თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე გავა ბოლო ზარიდან 1 წელი…

მე ასე დამემართა.. 🙂

რას იზამ, ჩვენ, ყველანი ვიზრდებით…. შენც გაიზარდე…

გილოცავ. შენ ახალი სამყარო გეშლება ცხვირწინ, გაცილებით ფართო და საინტერესო….

Advertisements

8 thoughts on “დაამთავრე სკოლა?

  1. პესიმისტური მეჩვენება ეს პოსტი და მიკვირს. ბოლო ზარიდან ის ფრაზები მახსოვს, სულ ერთად ვიქნებითო, რომ ვიფიცებოდით, ერთი წლის გასვლის შემდეგ კი ისე ვიყავი უნივერსიტეტით აღფრთოვანებული, კლასელები აღარც მახსოვდა მგონი. უნივერსიტეტის ბანკეტზე უნი უკვე მენატრებოდა და ეს გრძნობა დღემდე გამომყვა.

    Like

      1. თუ მეთანხმები მაიშინ უნიში ჩაბარებას არ უნდა ნანობდე, პრინციპში გააჩნია რა სპეციალობაზე სწავლობ

        Like

    1. სინანული ამ გაგებით არა, ალბათ, მოგეხსენება, რა დამღლელია გამოცდები 🙂 🙂 😉

      Like

      1. მაგიტომ გითხარი, გააჩნია რას სწავლობ, გამოცდებს არ შევუწუხებივარ მე 🙂

        Like

  2. მეც ზუსტად ამას ვგრძნობდი სკოლა რომ დავამთავრე და უნი-ზეც მსგავსი დამოკიდებულება გამიჩნდა. თითქოს საკუთარ აზრებს ვკითხულობდი 🙂

    Like

  3. მართლაც მალე გადის დრო 🙂 ეს დაუსრულებელი გამოცდებიც გაივლის :)) სკოლა და კლასელები არა, მაგრამ ბოლო ზარი, ბანკეტი და სასკოლო კურიოზები კი მენატრება ხანდახან 🙂

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s