კვირის რომელ დღეს დაიბადე?


ამბობენ, ის რომ დღე, როცა დაიბადეთ, გავლენას ახდენს თქვენს ხასიათზე. წარმოდგენა არ მაქვს, სიმართლეა თუ არა, მაგრამ მაინც გიზიარებთ. ჩემს შემთხვევაში ნამდვილად არის დამთხვევები 🙂

  • ორშაბათი, მთვარის დღე_ ნეგატიურია მამაკაცებისთვის, ბედნიერი_ქალებისათვის. ითვლებოდა, რომ ორშაბათს დაბადებული გოგონასგან გაიზრდებოდა კარგი ცოლი, დიასახლისი, დედა. მაგრამ კაცებისგან კარგს არაფერს ელოდნენ. ორშაბათს დაბადებული კაცი კაპრიზული, მატყუარა და “ცხოვრებას მორგებულია” 🙂
  • სამშაბათი, მარსის დღე, ომის ღმერთის დღედ ითვლება. ამ დღეს მამაკაცებში იბადებოდნენ მებრძოლები, სამხედროები, ქალებში ამაზონიელები, ამორძალები. მეც, თქვენი მონამორჩილი, სამშაბათის პირმშო გახლავართ 🙂
  • ოთხშაბათი, მერკურის დღე_ ამ დღეს იბადებიან მომავალი ექიმები, პოეტები, მეცნიერები.
  • ხუთშაბათი, იუპიტერის დღე_იბადებიან მაღალი კასტის წარმომადგენლები, მასწავლებლები, , მმარტველობის უნარით დაჯილდოებულნი, ღვთისმსახურნი.
  • პარასკევი, ვენერას დღე_იბადებოდნენ ისინი, ვისაც ვისაც უყვარს გართობა, კმაყოფილება და კარგი საკვები. ასეთი ხალხი “გამოსადეგად” ხელოვნებაში ითვლებოდა.
  • შაბათი, სატურნის დღე_იბადებოდნენ ასკეტები, განდეგილები, მეფეები.
  • კვირა, მზის დღე_ ამ დღეს დაბადებული ითვლებოდა ბედნიერ ადამიანად. როგორც კაცი, ასე ქალი დაბდებული იყო ხელოვნებისათვის.
Advertisements

6 thoughts on “კვირის რომელ დღეს დაიბადე?

  1. ვაა, რა საინტერესოა 🙂 მე მგონი ან შაბათს დავიბადე ან კვირას. ორივე მაწყობს ისე :))

    Like

  2. მე პარასკევის ვარ, აშკარად არის დამთხვევა, იმიტომ რომ ხელოვნებას მიჯაჭვული ვარ, მიუხედავად იმისა რომ პროფესიით სულ სხვა სფეროს მივეკუთვნები. კარგი საკვებიც მიყვარს, მგონი არ არსებობს ადამიანი ვისაც გართობა და კმაყოფილი ყოფნა არ სიამოვნებს :))))) მოკლედ პარასკევი ჩემია. 😀

    Like

  3. პარასკევი, ვენერას დღე_იბადებოდნენ ისინი, ვისაც ვისაც უყვარს გართობა, კმაყოფილება და კარგი საკვები. ასეთი ხალხი “გამოსადეგად” ხელოვნებაში ითვლებოდა.>>>> მაგრამ არ ვარ ხელოვანი

    Like

  4. ის, რასაც ჟურნალებში წერენ ჰოროსკოპების სახით, რა თქმა უნდა, მარაზმია. ისე კი, ნამდვილი ვარსკვლავები, წლიური კალენდარი, მზისა და მთვარის ფაზები – ნამდვილად ძალიან საინტერესოა და თავისუფალ დროს ჩავუჯდებოდი სიამოვნებით, რომ მქონდეს თავისუფალი დრო ბევრი.

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s