მამრებო, სიყვარულით, მდედრებისაგან


“ქალი გულის სამოთხე, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელია”

ესპანური ანდაზა

ამბობენ, რომ ეს კონფლიქტი არასდროს დასრულდება. ქალი და მამაკაცი ვერასდროს მორიგდებიან. ეს ნამდვილად სიმართლეა. ჩვენ ყოველთვის გაგლანძღავთ, ყოველთვის გვეყვარებით და თქვენც არ დაგვაკლებთ ალბათ. მანამდე კი 10 მცნების მსგავსი ჩამონათვალი თქვენ, კაცებს ჩვენგან, ქალებისგან:1. მცნება პირველი: მე ვარ ქალი, ცოცხალი და ბიოლოგიურად აქტიური არსება და არა იატაკის მწმენდავი, სახლის მლაგებელი, შვილების გამჩენი, გაზქურის შემცვლელი, ზურგის და მუშტების  დასაფხანი მექანიზმი. ჩემი ფუნქციები მხოლოდ “კუხნა-კრაოტით” არ შემოიფარგლება. მეც პიროვნება ვარ.

2. მე თუ მიყვარხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მეყვარები. როგორც პროდუქტს გასდის ვადა, ისე ემართება ჩემ გრძნობებსაც. ხოდა, ან მაცივარი უნდა შეაშველო ამ ამბავს, ან კარგი მოვლა. მხოლოდ პოტენციით საქმე არ კეთდება.

3. და მანც, თუ საქმე პოტენციასა და ღალატზე მიდგა, ჩვენი უმრავლესობისთვის მიუღებელია ქმრის (ბოიფრენდის, მამის, ბიძიიის, დეიდაშვილის ქუსლის ბიძაშვილის) ღალატი! თავის მართლებაც იმით, რომ კაცების ფანტაზია და მოთხოვნილებები განსხვავებულია, სასტიკად მიუღებელია. თუ საქმე საქმეზე მიდგა, კაცებს მხოლოდ 1 სახეობის ორგაზმი გაქვთ. ჩვენ კიდენა 3 სახის (გახარბებთ). ჰოდა, მრავალფეროვნება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე თქვენ.

4. ნუ შეგვაკალით თქვენს ინტელექტს და იმ 12 მილიონ ნეირონს, შეგვარგეთ ჩვენი 9 მილიონი. ვაღიარებთ, რომ ჩვენზე ჭკვიანები ხართ, მაგრამ მაინც არც ერთმა არ იცით, კვერცხი მარტო კარაქში რომ არ უნდა შეწვათ და, ბოლოს, ვერ გაგიგიათ, ცეცხლი რატომ ეკიდება ტაფას 🙂 ჩვენ ჩვენი სფერო გვაქვს, თქვენ_თქვენი.

5.პატივი გვეცით და პატვცემულნი იქნებით, მოგვიარეთ და მოგივლით, შეგვიყვარეთ და შეგიყვარებთ, მაგრამ ზომიერებას ნუ დაივიწყებთ. ყველა კაცში ზის პატარა, მძინარე სულთანი. მოდი, ნუ გავაღვიძებთ ამ მძინარე სულთანს.

6. ხო, ნუ გადაგვაყოლეთ იმ ვაშლს,.. რა ჩვენი ბრალია, ადამი თუ ქლიავი იყო და ყველაფერს ჭამდა, რასაც აძლევდნენ! 🙂

8. გვაღიზიანებს თქვენი სიშტერე, მერყეობა, წუწუნი, უპერსპექტივობა. ასეთები ჩვენი თავებიც გვყოფნის. ჩვენ გვჭირდება დასაყრდენი და არა ხალადეცს რომ გავს, ისეთი კაცი.

9. We love surprises 🙂 გაგვიკეთეთ ხშირად კეთილი და სიყვარულიანი სიურპრიზები. (კეთილ სიურპრიზებში არ იგულისხმება საწოლში სხვასთან ერთად რომ წაგასწრებენ).

10. სასურველია, ლოგინში ფერარი იყოთ, სახლში_ რაფაელლო თხილის გულით.  ჩვენც, ჩვენი მხრიდან, შევეცდებით განათების ბოძს რ დავემსგავსოთ.

P.S. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ფემინიზმი, ემანსიპაცია და სხვა მსგავსი რაღც(ე)ები დიდი სისულელეა. ყველა ქალი ქალია. კაცობრიობას კიდევ გაგრძელება ჭიდება. ამიტომაც შეგვიყვარეთ, გვაქციეთ ბედნიერებად და დარწმუნებულნი იყავით, თქვენც ბედნიერები და კმაყოფილები იქნებით.

სიყვარულით, სულის ხუთვით და გულის ბრაგუნით, ქალები.

Advertisements

10 thoughts on “მამრებო, სიყვარულით, მდედრებისაგან

  1. ძალიან კარგი 10 მცნებაა, 🙂 საღოლ 🙂

    რატომღაც კაცებს ჰგონიათ რომ ქალი ყველაფერს აპატიებს და ნებისმიერად მიიღებს მას.. არა და არა…

    Like

  2. ამაზე გამახსენდა, დუმბაძის ერთი სტატია ”თქვენც სუ და ჩვენც სუ” 😀 http://teen.ge/topic/54747-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA-%E1%83%A1%E1%83%A3-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA-%E1%83%A1%E1%83%A3/page__p__2582118#entry2582118 აი წაიკითხე, დრო რომ გექნება. მაგრად იხალისებ ^__^

    Like

  3. ra kargi postia.. gamisworda 😀
    (კეთილ სიურპრიზებში არ იგულისხმება საწოლში სხვასთან ერთად რომ წაგასწრებენ). 😀 😀 😀

    Like

  4. “ადამი თუ ქლიავი იყო და ყველაფერს ჭამდა, რასაც აძლევდნენ!”–და მერე უსინდისოდ ქალს ატენიდა მან მაცდუნა რომ მეჭამაო,აეღო თავის თავზე ვაჟკაცურად ეს საქციელი;)
    პ.ს. ქალი მწვერვალი კი არ არის–დაიპყრო და “ვაშა” შემოსძახო,ის არც ფოთოლია–სიოდ რომ დაჰბერო და ჩამოაგდო.ქალი ფანტელი კი არ არის–ხელის სიცხოველით დაადნო და ააორთქლო.
    ქალი სიყვარულის მჟღერი აკორდია,ჯადო..დაამება მარტოობის,ქალი..კაცის გრძნობის ალკოჰოლი.
    მართლაცდა რა გასაფრთხილებლები ვართ)))))

    Like

  5. მე ის მომწონს–
    კაცი ღმერთს ეკითხება–
    რატომ მიეცი ქალს სილამაზე?
    –იმიტომ რომ შეგყვარებოდა.
    –და ჭკუა რად არ მიეცი?
    –იმიტომ რომ შეყვარებოდი 😀 😀 😀 😀
    უი, ხო– ძალიან მაგარი პოსტია, დასტურ!

    Like

  6. კარგი ხარ:)

    ზანგურის ერთი მშვენიერი ლექსი გამახსენდა.
    ბოლოს ამ სიტყვებით მთავრდება..
    “იები ამ ქალის სულს ზრდიან
    მგონია ეს ქალი თამარს შობს,
    ეპოქა ქალივით სუსტია
    და კაცის ნერვებზე თამაშობს”

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s