როგორ გამოვიცვალეთ… როგორი სხვანაირები გავხდით…
აი ახლა, ამწუთას მივხვდი, რომ სხვები ვართ ჩვენი თავებისთვის,ერთმანეთისთვის… მივხვდი და მეწყინა ?…
არ მწყენია… არც გამხარებია…
ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, ალბათ, ასეცაა საჭირო…
რაღაც ჩამწყდა გულის შორეულ კუნჭულში…
არასდროს მჯეროდა, რომ ადამიანები იცვლებიან. როგორ უნდა იყო ხვალ სხვა, თუკი დღეს შენ შენ ხარ…
ხვალამდე როგორ გახდები სხვა, ის სხვა…
როგორ შეიძლება სითბო გაქრეს შენი სახიდან, შენი ხასიათიდან…
არ შეიძლება…
როცა ეს ყველაფერი გავიაზრე, რაღაც მომენატრა… ის ძველი რამოდენიმე წუთი მომენატრა…
ის თბილი წუთები… ა
რა, წუთები კი არა, შენ მომენატრე იმ წუთებიდან, შენ მომაკლდი უცებ…
და რა… ალბათ, არაფერი მეტი…
შენ კი, ალბათ, მეხსიერება გღალატობს…
…. …… …..
“მე გაგეცლები, თუკი ასე გსურს…
აბა სხვა რაში მქონია ბედი..
მარტოობისგან გაჩენილ უბსკრულს
რა ამოავსებს ოცნების მეტი….”
……………………………………
მე სხვანაირი სიყვარული არ შემიძლია… როცა შენ არ ხარ , მე მხოლოდ ეს წუთები მრჩება… მე ეს წუთები მიყვარს…
……………………
ეს ამინდიც….
momewona sheni postebi.. da sheni stilic :*:* kargad wer..
LikeLike
^_^
LikeLike