ქალები


დღეს ჩემმა მეგობარმა როგორც იქნა, გადააბიჯა თავის თავს და გააკეთა ის, რაც უნდოდა.

გააკეთა უსინანულოდ და იმის გრძნობით, რომ ამას საკუთარი ბედნიერებისთვის აკეთებს.

გუშგინ ჩემმა მეორე მეგობარმაც რაღაც მსგავსი გადაწყვიტა. არა, გუშინ არ გადაუწყვეტია, ეს დიდი ხანია, რაც გადაწყვიტა, უბრალოდ…. დღეს ყველა ჩვენგანისთვის მინც დილა გათენდა: კარგი თუ ცუდი, მაინც დილა…

ისევ  გაგრძელდა ყოველდღიურობა…

რა მიდოდა მეთქვა? შეიძლება გადამავიწყდეს კიდეც, რისი თქმა მინდოდა, მაგრამ თქვენ რომ გავიწყდებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ეს განა კარგია?

არა, მე არც ფემინისტი ვარ და არც ემანსიპაციის მომხრე.

ხო, კიდევ არ გეგონით, რომ ვალენტინობას რამენაირად უკავშირდება ეს პოსტი.

არა.

უბრალოდ იმაზე მინდოდა დამეწერა, რატომ არ ვაკეთებთ ქალები იმას, რაც გვინდა და ყოველთვის იმის გაკეთებას ვცდილობთ, რაც საჭიროა?

ნუთუ ძნელია იმის გაცნობიერება, რომ საკუთარი თავი და ბედნიერება ყველაზე მაღლა უნდა იდგეს? ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ რაღაცეებს სხვანაირად უნდა შეხედო?

-როგორ?

-უფრო მარტივად, უფრო გულით….

ადამიანებს დაავიწყდათ, გულით როგორ უნდა გაიხედონ, თუმცა, რას იზამ… ჩვენ ხომ გონების საუკუნეში ვცხოვრობთ…

მაგრამ არ შეიძლება ამ სიბინძურესა და სიმშრალეში ყველაზე მთავრის, ერთმანეთის დაკარგვა…. არ შეიძლება… ჩვენ ხომ ისედაც არავინ გვყავს მთელს სამყაროში…

ჩვენ მარტონი ვართ….

ქალებო, შეიყვარეთ თქვენი თავი…



Advertisements

6 thoughts on “ქალები

  1. არ ვიცი, კონკრეტულად რაზეა საუბარი, მაგრამ არც არის საჭირო… ძალიან მომხვდა გულზე ეს პოსტი და ერთგვარად მშურს კიდეც შენი მეგობრების… იმედია, მეც შევძლებ იმავეს, როცა ამის დრო მოვა!

    Like

  2. არც მე ვარ ადამ, არც შენ ხარ ევა
    და ეს არც ისე დიდი ნაკლია
    მაგრამ იცოდე შე გაიძვერა
    შენი გულისთვის ნეკნი მაკლია.

    პოსტის წაკითხვის მერე გამახსენდა უცბად :დ

    Like

  3. გეთანხმები 😦 ჩვენ ისე ვცხოვრობთ, რომ ჩვენი თავი გვავიწყდება და სხვებისთვის ვცხოვრობთ და უბრადლო იმიტომ, რომ ასეა საჭირო!!!… მარტლაც უფრო სხვა გვიყვარს.და გვავიწყდება ერთი პატარა ფაქტი: არავინ შეგვიყვარებს თუ ჩვენ თვითონ არ გვიყვარს საკუთრი თავი

    Like

  4. “რატომ არ ვაკეთებთ ქალები იმას, რაც გვინდა და ყოველთვის იმის გაკეთებას ვცდილობთ, რაც საჭიროა?”
    იმიტომ რომ ეს გაქვთ აკვიატებული:
    “მე არც ფემინისტი ვარ და არც ემანსიპაციის მომხრე”

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s