უდიდესი პატარა სიამოვნებები ანუ რა გახარებთ თქვენ?


თურმე ყველაზე სასიამოვნო ადამიანისთვის ძილი ყოფილა. ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.
მართლაც რა ჯობს ძილს აბა? ადამიანი 23 წელს ატარებს ძილში.

შემდეგი პატარა სიამოვნებაა საკუთარ ჯიბეში შემთხვევით ჩარჩენილი 10 ფუნტის აღმოჩენაა. მომხრე ვარ, ძალიან კარგი გრძნობაა. რამდენჯერ გამომიყენებია ასეთი ნაპოვნი ფული… ისე, სასურველია, სურათზე მითითებული თანხა ვიპოვო ერთხელ მაინც .
მესამე ადგილზეა საწოლში შეყვარებულთან ჩახუტება
(ვეხუტები მხოლოდ სამუშაო დღეებში)

მეოთხე ადგილზეა ცრემლის დენამდე სიცილი, აი, ასეთი ====>>
იცინეთ ხალხოოო
5 წუთიანი სიცილი 15 წუთიან ვარჯიშს ცვლის და ახანგრძლივებს სიცოცხლეს
მეხუთე ადგილზეა დიდ ხანს ლოგინში კოტრიალი.
ოღონდ ფრთხილად უნდა იყოთ, არავის რომ არ შემოეჭამოთ.
ლოგინის სისუფთავე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ეს პირობაა მეექვსე ადგილზე
ამას მოყვება მაღაზიებში სიარული და საჭირო ნივთების შეძენა მაღაზიებში ფასდაკლებით.
მეცხრეა თანამოსაუბრის სახეზე სიცილის
გამოწვევა.
ათეულს კი მოგონებებში ჩაძირვა და მათზე სიცილი ასრულებს.
მეთერთმეტეა მშობლებთან ერთად სადილი გამოსასვლელ დღეებში, მეთორმეტეზე_ სიამოვნება, რომელსაც ადამიანებს გარეგნობის გამო მიძღვნილი კომპლიმენტები ანიჭებენ. მეცამეტე ადგილი საწოლია, ოღონდ კარგ წიგნთან ერთად. მეთოთხმეტეა ზედმეტი წონის დაკარგვის გამო სიხარული.
სიამოვნებას შორისაა საწოლში მიტანილი მოულოდნელი საუზმე, დილაობით ადრე გაღვიძება სამსახურში წასასვლელად და უცებ იმის გახსენება, რომ დღეს დასვენების დღეა;
უცნობები, რომლებიც ქუჩაში გიღიმიან, ძველი ალბომების თვალიერება და პირველი თოვლიც კი.
ხანდახან სულ პატარა დეტალიც კი სიამოვნებაა

Advertisements

3 thoughts on “უდიდესი პატარა სიამოვნებები ანუ რა გახარებთ თქვენ?

  1. ხო მეც სულ იმას ვიძახი რო ბედნიერებისთვის ესეთი პატარა დეტალებია საჭირო :))

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s