საინტერესო ამბები ჩემი დღიურიდან


არა, პირადული არაფერია. 🙂

ვინც არ მიცნობთ, მათთვის ვიტყვი, რომ მე მაქვს დღიური, რომელიც 2007 წლის 22 იანვარს შევიძინე, და რომელშიც ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას და ლექსებს ვაგროვებდი. ჩემს ყველა ნაცნობს ნანახი ყავს ეს დღიური, ვის ხელში აღარაა ნამყოფი :). ჰოდა , ამას წინად, თვალი გადავავლე და ვიფიქრე, თქვენც დაგაინტერესებდათ რაღაც-რუღაცე(ებ)ი აქედან 🙂

მაშ ასე:

  1. ყველა ვეფხვის “მოხატულობა” განსხვავებულია ისევე, როგორც ადამიანის თითების ანაბეჭდი.
  2. მოცარტმა ალეგრის მრავალხმიან საეკლესიო ნაწარმოებს ვატიკანში მხოლოდ ერთხელ მოუსმინა და იმავე ღამეს  მისი ზუსტი ასლი ისე ჩაწერა, რომ ერთი ნოტიც არ გამორჩენია. აღნიშნული ნაწარმოების პარტიტურა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული ვატიკანის მიერ.
  3. ალექსანდრე მაკედონელი სახეზე ცნობდა თავის 30000 მეომარს და მათი სახელებიც იცოდა.
  4. ავტომატი “კალაშნიკოვი” 50-მდე ქვეყნის შეიარაღებაშია.
  5. ებრაელებს დასცინიან, ისრაელის არმიამ 1967 წელს  ეგვიბტესთან ომი 6 დღეში იმიტომ მოიგო, რომ შეიარაღება იჯარით ქონდა არებულიო 🙂
  6. მე-18 საუკუნეში მოდის მიდევარი ევროპელი ქალბატონები იყენებდნენ კორპის ბურთულებს და თაგვის ბეწვს. კორპის ბურთულები პირში, ლოყის შიგნით ქონდათ მოთავსებული, რათა სახისთვის მრგვალი ფორმა მიეცათ, თაგვის ბეწვისგან კი ხელოვნურ წარბებს იკეთებდნენ. არც ქართველი მანდილოსნებისთვის იყო უცხო კოსმეტიკური საშუალებები. პირის სითეთრისთვის ფერუ-მარილს ხმარობდნენ, ლოყებს ჭიაფერით ივარდისფრებდნენ, წარბ-წამწამებს დამწვარი ნიგვზით იშავებდნენ.
  7. საბჭოთა მძღოლები, რომელთა მანქანებსაც ჰალოგენები არ ეყენა, ნისლის დროს ფარებზე ჩვეულებრივ ტუჩის საცხს (“პომადას”) უსვამდნენ.
  8. “უკვდავნი” ერქვა სპარსეთის მეფის, დარიოსის საუკეთესო მეომრებისაგან შემდგარ გვარდიას. მათი რაოდენობა მუდმივად 10000 იყო. როცა რომელიმე მათგანი ბრძოლაში იღუპებოდა, მის ადგილს მაშინვე ახალი მეომარი იკავებდა და ამიტომაც ეძახდნენ მათ უკვდავებს
  9. პირველი სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაზე ახალგახსნილ თბილისის უნივერსიტეტში დაიცვა ენათმეცნიერმა აკაკი შანიძემ 33 წლის ასაკში. ეს მოხდა 1920 წლის 22 მაისს, კვირა დღეს დილის 10 საათზე.
  10. ძველად ბავშვს მდინარეში აყენებდნენ, ხელში “დედაენას” აძლევდნენ  და ამბანს ასწავლიდნენ. სწამდათ, რომ ასე ბავშვი “წყალივით” კითხვას ისწავლიდა 🙂
  11. ინგლისის კანონი კრძალავს ბილწსიტყვაობას მათთვის, ვისაც ინგლისის მიწაზე უდგას ფეხი, ამის გამო ლონდონში, ჰაიდპარკში შეკრებილი ორატორები ხის ყუთებზე დგებიან და ისე ილანძღებიან. 🙂
Advertisements

3 thoughts on “საინტერესო ამბები ჩემი დღიურიდან

  1. საინტერესოაა : ) კიდე გექნება შენ ამდაგვარი რაღაცები და დადე აუცილებლად

    Like

    1. საკმაოდ სქელტანიანი ბლოკნოტი სულ სავსე მაქვს 🙂
      მასალა კარგა ხანს მეყოფა 🙂

      Like

      1. ჰოდაა მოუთმენლად ველი :პ ჩავუჯდე ერთი გემრიელად :ყეს:

        Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s