წერილები



დღეს ძალიან მომინდა, რაღაც დამეწერა.. უფრო სწორად, რაღაც მომეწერა შენთვისკაცი ვერ იტყვის, რომ მაინც და მაინც ლამაზი ღიმილი გაქვს, მაგრამ სახე ისე გითბება, როცა იღიმი
ალბათ, ასე გაიღიმებ, ამას რომ წაიკითხავ, ან, სულაც არ მიაქცევ ყურადღებას. არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს
რაღაც უნდა მეთქვა შენთვის
იცი, მომენატრე

ალბათ ეს მონატრებაა,მაგრამ ამას შენი ნახვა ვერ უშველის ხანდახან მგონია, რომ არ მისმენ, სადღაც შორს ხარ, ახლოს არ მიშვებ. ხანდახან გამოანათებ, ხან ისევ ჩაიკეტები.
ნუ აკეთებ ამას
იცი, ხანდახან ყველას გვავიწყდება, რომ მუდმივად ვიზრდებით. ყოველი განვლილი დღე, წამი და წუთი უკვე წარსულია, დრო, რომელშიც ახლა შენ, მე და სხვა ყველა დანარჩენია, უკვე აღარ არის ჩვენი
მხოლოდ ბავშვობაში გვეკუთვნის ჩვენი თავი, მერე სხვისთვის ვცხოვრობთ
დრო ცოტაა, დრო თაფლის სანთელივით ხელში გვადნება
შენ იცი, ახლა რომ გწერ, გულში რაღაც რომ თბება?
შენ იცი, როგორ მწყინს, როცა შენი წყრომის უნებლიე მიზეზი ვხდები?
შენ იცი, როგორ მიყვარს შენთან ერთად სიზმარში ბოდიალი?
შენ რომ იცოდე
რომ იცოდე
არა, არ იცი, არაფერიც არ იცი!..
………………………………………………….
თუმცა, შენსას რას გაიგებს კაცი
……………………………………………….
ასე მგონია, რომ ხანდახან ზედმეტი ვარ შენს სამყაროში, ხანაც ისე კარგად ვერგები იქაურობას
ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ რარაც ჩაუდენელი დანაშაულისთვის მსჯი
საოცარია
საფიქრალი კი ისაა, რამდენად გამიჭირდება უშენობა, ან შენთან ერთად ყოფნა
ან რამდენად შევძლებ ამ წერილზე მარკის დაკვრას და შენთან გამოგზავნას
თუმცა, ან ყველაფერი, ან არაფერი. ეს ის შემთხვევაა, როცა ცოტცოტა არ ივარგებს
ჰოდა, აი წერილიც შენს ცხვირწინაა. სულ ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე
არ მესმის, ხალხს რატომ არ შეუძლია, ჩემს ნაწერში სიმართლისა და სიცრუის გარჩევა, ეს ხომ ისეთი მარტივია…. მთავარია, მიხვდე, რომ ყველა წერილს, ყოველ სიტყვას თავისი ადრესატი ყავსმიდი, ცოტა იშრომე და შენი თავიც მოძებნე ამ ბგერების კორიანტელში, ცოტა დრო მეც დამითმე
აი, სწორედ ასეახშირად სწორედ იმას ვერ ვხედავთ, რაც უნდა დაგვენახა. ასე არ არის?
თუმცა, რას კარგავ, ითამაშე, შენ ხომ გიყვარს ფილოსოფია

Advertisements

3 thoughts on “წერილები

  1. ძალიან მომეწონა ♥
    ვორდპრესზე გადმოსულხარ შენც ^-^ კარგია, წარმატებებს გისურვებ ♥

    Like

  2. ყოჩაღ აკუ, პიველივე წინადადებიდან დამაინტერესა და უცბათვე ჩავიკითხე… გულიდან ამოსულს და ცოტა ნაფანტაზიარს ჰგავს, თუმცა ძალიან მსუბუქია და ამავდროს სევდიანი. შემდეგს ველოდები

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s