Me, You and our Fireplace…


“მომენატრე და… დაგიწერ ლექსებს,..”

ახლა სწორედ ის დროა, როცა დღე ღამეს ეყრება…

ამაზე ტრაგიკული არის კი რამე?

ან, ასეთი ლამაზი…

სიბნელე მოცოცავს, ავსებს ქუჩებს, სახლებს, ოთახებს, გულებს, ადამიანებს…

აქაც ბნელა. ცეცხლის ალი მძიმედ იკლაკნება და წითლად ელავს…

რა მალე გადის დრო… რა მალე ქრება სასმელი ჭიქიდან,… თუმცა… არა….

ახლა, როცა ოთახს მხოლოდ ბუხარი ათბობს და ცეცხლი ანათებს, ყველაფერი სხვანაირია…

ვრჩებით მარტონი მე, შენ და ჩვენი ბუხარი…

არა. ამ სიმყუდროვეში შენი ადგილიც არ არის, მხოლოდ მე და ბუხარი…

სიბნელე გველამუნება ორივეს, სიბნელე დაძვრება ჩვენს თვალებში…

ცივ ქარს ვარდების სურნელი მოაქვს, .. თეთრი ვარდების…

აი, ახლა კი ყველანი აქ ვართ: მე, ბუხარი და თეთრი ვარდები….

ვარდის ფურცლები, რომელიც ქარს მოაქვს… ვარდების ფურცლების მთელი ზღვა…

თეთრი ვარდები და ჩემი გული….

სასმელი ათბობს გაყინულ სხეულს, ცარიელ ქუჩას…

უშენობას…

მე არ მჭირდება მზე, ადამიანები,…

მხოლოდ…

მხოლოდ ბუხარი, შენ და თეთრი ვარდები.

შენი თეთრი ვარდები….

Advertisements

2 thoughts on “Me, You and our Fireplace…

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s