შენ ძალიან, ძალიან ნაცნობი იქნები…


დღეს სიყვარულის ხასიათზე ვარ.
არა, სხვანაირად არ გამიგოთ…
უბრალოდ, არის დღეები, როცა ამაზე გამძაფრებულად ვფიქრობ, ვსაუბრობ…

”შენ უცილოდ მუქი თვალები გექნება… მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთი…
ყოველთვის გეცოდინება, რომ რასაც მეტყვი, ის არასდროს დაიკარგება… კარგიც და ცუდიც…
შენ ისეთს შემიყვარებ, როგორიც ვარ.
ალბათ, იმასაც მიხვდები, რომ ეს არ იქნება ადვილი .
მე ხომ ყველაზე ზარმაცი, ყველაზე თავისუფალი და, ხანდახან, ყველაზე უგრძნობი ვარ.
მაგრამ მე შენ ყველაფერს მოგცემ… ყველაფერს, რასაც დაიმსახურებ, ან, არ დაიმსახურებ…

შენ გეყვარები… გეყვარები შენებურად, რადგანაც მეც ჩემებურად მეყვარები ყოველთვის… და შენ თუ გადამიყვარებ, არც მე დავიცდი არც ერთ წუთს…
თუმცა არა იმიტომ, რომ რაღაც მარადიულის არ მწამს. არა. უბრალოდ, რაღაც ცალმხრივი არ არსებობს ჩემთვის: ან გვიყვარს, ან არა…

შენ ყოველ დღე ახლიდან გამიცნობ, ყოველ დღე სხვანაირი გავიღვიძებ შენთვის.
ბევრს არასდროს მოგთხოვ…ზედმეტი არაფერი მჭირდება.
მე ჩემს სულს გაგიყოფ და, სანაცვლოდ, შენსაში ჩავსახლდები…
სადაც შენი სამყარო დამთავრდება, სწორედ იქ დაიყება ჩემი…
მაგრამ შენ ბოლომდე ვერასდროს გამიცნობ.
ალბათ, ვერც მე გავიგებ ბოლომდე შენს სულს…
არაფერია, ყველაფერი ხომ გამოცანაა ამ სამყაროში…
ჩვენც ერთმანეთის გამოცანები ვიქნებით…
სრულიად უცხონი და, თანაც ყველაზე ახლობლები…
თუმცა…

შენ მაინც არ იქნები უცხო.. შენ ძალიან, ძალიან ნაცნობი იქნები…

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s