ეს უნდა ნახოთ!


მრავალნაყოფიანი ორსულობა

ამას წინათ გუგლში შემთხვევით წავაწყდი სტატიას მრავალნაყოფიან ორსულობაზე სურათებით, გითარგმნით ძირითადს და დანარჩენი თქვენ ნახეთ.
აქამდე მხოლოდ ორგან დავდე ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. ნახეთ, არ ინანებთ. სურათებია, მარტო…..
სტატია:
ბუნება ხანდახან მოულოდნელ “სურპრიზებს” გვჩუქნის. რატომ ჩნდებიან ხანგამოშვებით ტყუპები,_ ორნი, სამნი, ოთხნი ერთად და უფრო მეტნიც??? არავინ არ იცის ამაზე პასუხი. ნუთუ სიმართლეა ის, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებს ერთი სული აქვთ, რომელიც ორ სხეულშია გადანაწილებული? პასუხი ისევ არ არსებობს. ტყუპები ყველაზე ბედნიერი არსებები არიანო, ამბობენ ერთნი, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არაფერია იმაზე საშინელი, როცა შენ სხვისი სახელით მოგმართავენ…. ალბათ ბავშვების ჩასახვა სამუდამოდ დარჩება საიდუმლოდ, იმისდა მიუხედავად, რას ამბობენ ექიმები, ისინი ხომ მხოლოდ სულ ცოტათი ეხმარებიან ღმერთს….

თქვენს წინაშეა ფოტო ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვისა. მისი ასაკი 21 კვირაა. მისი სახელია სემუელ ალექსანდერი, ოპერაციას კი აკჯეთებს ქირურგი ჯოზეფ ბრუნერი. ნაყოფს დაესვა დიაგნოზი spina bifida ( თანდაყოლილი, უკურნებელი ხერხემლის დეფექტი, რომლის გამოც ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად სიარული და ხერხემლის დამორჩილება ). მაგრამ ქირურგიული ჩარევა ნაყოფის ხერხემლის ჩამოყალიბების სტადიაში, როცა იგი ჯერ კიდევ დედის საშოში იმყოფება, იძლევა საშუალებას, სრულიად აღმოიფხვრას აღნიშნული ანომალია. როცა ექიმმა დაამთავრა ოპერაციის მთავარი ნაწილი, პატარამ თავისი პაწია ხელი გამოყო ნასერი ადგილიდან და ქირურგს წაავლო თითზე.( სურათზე სწორედ ეს ფაქტია აღბეჭდილი.). სემუელი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა დანიშნულ დროს.
32 წლის ამერიკელმა ქალმა მესამე ცდაზე ერთად გააჩინა 6 ბავშვი. დასაწყისისთვის მათ ჭირდებოდათ 38 რძის საწოვარა, 18 ხელი თეთრეული, თანსაცმლის მთელი გორა და დაუთვლელი რაოდენობის საფენები 🙂 ბავშვების ბიოლოგიური მამა კი მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვების მენეჯერია…
ბავშვები, სამი გოგონა : ბეილი, მოლი და სავანი და სამი ბიჭი: კოული, ბლეიკი და გრანტი თავს კარგად გრძნობენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემტხვევაში ბავშვების გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია….
მრავალნაყოფიანი ორსულობა
უცნობი მიზეზების გამო ამ ორსულობამდე 2 ცდა წარუმატებლად დასრულდა წყვილისთვის და ისინი სასოწარკვეთილებაში იყვნენ ჩავარდნილნი. მათ შესთავაზეს ფეხმძიმობის მასტიმულირებელი პრეპარატები, შედეგად კი ერთის მაგივრად 6 ნაყოფი მიიღეს. ექიმები სთავაზობდნენ წყვილს, 6 ბავშვიდან 3-ის დატოვებას, მაგრამ დედამ უარი განაცხადა… მამა დაბადების შემდეგ ტყუპეპს “გრძელებს და გამხდრებს ეძახდა ხუმრობით, რაც არცთუ გასაკვირია, მათი საშუალო წონა 1 კილოგრამს შეადგენდა, სიმაღლე კი მხოლოდ 40 სანტიმეტრს.
მრავალნაყოფიანი ორსულობა

ოცი წლის ქალი საუდის არაბეთიდან შოკში იქო, როდესაც მას საკუთარი ორსულობის ამბავი უთხრეს. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ჰორმონალური პერპარატებით მკურნალობას გადიოდა. როდესაც ის ბოლოს და ბოლოს დაფეხმძიმდა, მას აცნობეს ექიმებმა, რომ ფეხმძიმობა კარგად მიდიოდა, და მომავალი დედა მეუღლეს 9 შვილით გააბედნიერებდა….ნაყოფები კარგად ვითარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ადრინდელ ასეთ შემთხვევებში არც ერთი არ გადარჩენილა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 7 ბავშვი მაინც უნდა გადარჩეს.

მრავალნაყოფიანი ორსულობა
ერთად 6 ბავშვი, სამი გოგონა და სამი ბიჭი გააჩინა ამერიკელმა შატატა ალაბამამ. ყველაზე პატარა ბაშვებიდან იწონიდა 500 გრამს, ყველაზე მზიმე კი 800 გრამს. ბავშვები საკეისრო კვეთით გაჩნდნენ, მათ დაბადებას შორის კი იტერვალი 3 წუთი იყო. არც ერთ ახალდაბადებულს არ ჰქონდა სერიოზული გართულება.
მთელს მსოფლიოში ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 95 ექვსნაყოფიანი ორსულობა რეგისტრირდება.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ხუთი ტყუპი უფრო ხშირია, მათი რაოდენობა საშუალიდ 150-ია წელიწადში.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
საინტერესოა, რომ როგორც წესი, ასეთი ფეხმძიმობის დროს იბადებიან გოგონები და ბიჭები ერთად, ამიტომაც გამონაკლისად ითვლება შემთხვევა, რომელიც ნოვოსიბირსკში მოხდა. აქ სამი ტყუპი ბიჭი გაჩნდა. აი, ისინიც:
მრავალნაყოფიანი ორსულობა
სხვათა შორის, ასეთი პატარების გადარჩენა და “გამოზრდა” არც ისე ახალი ამბავია, ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო 1936 წელსაა გადაღებული:
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ულტრაბგერის გამოგონებასთან ერთად ექიმებმა იმის განსაზღვრაც შეძლეს ფეხმძიმობის ადრეულ პერიოდში, თუ რამდენნაყოფიანია ორსულობა:
კლასიკური შემთხვევა, ორი ტყუპი:
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ესეც ოთხნი
მრავალნაყოფიანი ორსულობა
სხვათა შორის, მეცნიერები მივიდნენ საოცარ დასკვნამდე, ისინი ამტკიცებენ, რომ ტყუპები ჯერ კიდევ დედის საშოში ეკონტაქტებიან ერთმანეთს.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
აი, დიალოგიც…. 🙂
მრავალნაყოფიანი ორსულობა\

ქალებს, რომლებსაც მრავალნაყოფიანი როსულობა “ხვდებათ წილად”, არც ისე ბედნიერი ცხოვრება აქვთ. ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის უშველებელი მუცელია,თანაც ბავშვებისთვის სწორედი ისაა ყველაზე დიდი რისკი, თუ მუცელმა მათ წონას ვერ გაუძლო, ასე, რომ ორსულობის მე 20 კვირის შემდეგ რეკომენდრირებულია ყველანაირი აქტიური ქმედების შეწყვეტა (მუშაობა, ბევრი სიარული და ა.შ.)
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ამასთან ერთად ასეთ ქალებს უწევთ მკაცრი წოლითი რეჟიმის დაცვა (8 საათი დასვენება ყოველ დღე) და საავადმყოფოში მოთავსება ბავშვების დაბადებამდე 4 თვით ადრე.
დღესდღეობით მრავალნაყოფიან ორსულობათა 90% წარმატებით სრულდება. ამ წარმატების ერთ-ერტი მთავარი პირობაა ადრეული დიაგნოსტიკა მაგრამ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რისკი ძალიან მცირე მასის ბავშვების დაბადებისა, ქალი იძულებიულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კვებას. როცა ნორმალური ორსულობისთვის სტანდარტული მატება 12-13 კილოა, მრავალნაყოფიანი ორსულობისთვის წონამ უნდა მოიმატოს 18-20 კილოგრამით.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
სხვათა შორის, ნომინაციაშI ” ყველაზე დიდი მუცელი” “გამარჯვებულია” ჩინელი სიაო იუბო. იგი 165 სმ სიმაღლისაა, მაგრამ ფეხმძიმობის პერიოდში მისი წელის გარშემოწერილობა 175 (!) სმ გახლდათ.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
მას მუცელში 5 ტყუპი ყავდა. როგორც ექიმები ამტკიცებენ, 5 ბავშვი ერთად საკმაოდ იშვიათია, 3000 ორსულობაში ერთი. ამასთან ერთად ის, რომ დედის სიმაღლე წელის გარშემოწერილობაზე მცირე იყო, ასეთი რამ თითქმის არ ხდება.
ასეთი ზომის მუცელი კი იმაზე მიუთითებს, რომ პატარების სიმაღლე და წონა სტანდარტული იქნება, დაახლოებით 3 კილომდე და არა 1,5_ 2 კილოგრამი, როგორც სხვა ტყუპების შემთხვევაშI.
მრავალნაყოფიანი ორსულობა
აი, როგორი იყო ქალი ორსულობის დასაწყისში:
მრავალნაყოფიანი ორსულობა
ბავშვების დაბადების შემდეგ მშეობლების ცხოვრებას ბედნიერს ნამდვილად ვერ დაარქმევ…..
წყარო:

http://ovulation.org.ua/mnogoplodnaya_bere…etnie_roditeli/

Advertisements

9 thoughts on “ეს უნდა ნახოთ!

  1. ბოლო დროს ვნახე 11 ტყუპის დაბადების ამსახველი სურათი.ვერ დავდებ თავს რომ სიმართლე იყო,მაგრამ კი გავდნენ ერთურთს 🙂

    Like

  2. 1 ის გაჩენის უფლება აქვთ და 4 ის ჯარიმა უნდა იხადონ :დდდდ

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s