”ინტელექტნი” მხიარულება 2010 და კინაღამ კანალიზაციის ლუკში გატარებული ახალი წელი


წელს კი ნამდვილად გამონაკლისი დაუშვა ჩემთვის ბედისწერამ, თან ისეთი ”ხუმრობანარევი” გამონაკლისი, მეც რომ ვერ მოვიფიქრებდი ჩემი გაფუჭებული გონებით

new-year-funny-skeleton.jpg image by skeletalone
ახალ წელს ტრადიციულად შევხვდი სახლში, მშობლების, და-ძმის და ბებიის გარემოცვაში…
რა თქმა უნდა, ცოტა დავლიეთ მე და მამაჩემმა, დავილოცე, როგორც ”პატიოსან პატარა გოგოს” ეკადრება და გადავწყვიტე, ნამდვილი ინტელექტუალური შარაფის მოსაწყობად სახლიდან მეგობართან გავპარულიყავი. ჩანაფიქრი, რა საკვირველია, მოვიყვანე სისრულეში. მეგობარმა მომაკითხა სახლში და ოთხკაციანი დელეგაციით, რომელშიც ჩემი და მეგობრის ძმა შევდიოდით, დავიძარით….
შუა გზაში ვიღაც ”მადლიანმა” აივნიდან ასაფეთქებელი გადმოაგდო და ფეხებში ამიფეთქა, მეც კომენტარი გავაკეთე, დამანებე შვილო თავი, 2011 წელს ცოცხალი მინდა შევხვდემეთქი…ჰოდა ამის თქმა და ჩემი გზიდან გაქრობა ერთი აღმოჩნდა… აზრზე რომ მოვედი, ცალი ფეხი კანალიზაციის ლუკში მქონდა ჩაყოფილი, ცალი ხელით და ფეხით კიდევ ტალახიან ასფალტს ვიყავი ჩაბღაუჭებული
თურმე ლუკზე რომ დავდი ფეხი, ლუკი ამოტრიალდა და ჩამიყოლა მეც
ჩემი თანამგზავრები სიცილით იხეოდნენ, მე კიდევ ცოდვით და ბრძოლით გადამალული, qilipa-ს მოძღვნილი ღვინო კინაღამ ”წარსულს ჩავაბარე” ჩემს ჯანმრთელ ქვედა და ზედა კიდურებთან ერთად და იმაზე მომეშლა ნერვი…
აფექტ!

ინტელექტუალური შარაფი მაინც შედგა, მეკვლეებიც ვერ მოვკალი, საკუთარ და -ძმას ერთად ხომ არ დავხოცავდი…
ჰოდა იცით, რაზე დავფიქრდი???
ხო ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები და როგორც გაატარებ, ისე იქნები მთელი წელიო, ჰოდა მე ნეტა რა მემუქრება, მომავალი ახალი წლის გატარება კანალიზაციის ლუკში თუ რაიმე უფრო უარესი?
აბა, რა ვიცი, რა ვიცი…

:heartbreaker:

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s