ჩემი უკვდავება, ჩემი ბანგი და ყოველივეს საწყისი…


ერთი ჩემი ძველი მეგობრის

ხათრით აქაც გადმომაქვს ეს წერილი.

“… შენ არ იცი, რამდენ ხანს ვიფიქრე, რა დამეწერა… ხანდახან მგონია, რომ თავი გამისკდება ფიქრისგან და მოვკვდები. ისე გავქრები, ბაბუაწვერას რომ შეუბერავენ სულს… მაგრამ უშენოდ ცხოვრებას ისევ ის მირჩევნია, მართლა უბრალო გაბურძგნული ყვავილი ვიყო და იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ ერთხელაც შეიძლება შენ მოხვიდე, სული შემიბერო და მეც დავყვე შენს ნებას…
ალბათ უკვე მიხვდი, რატომ ვწერე მდენი სისულელე და იმასაც ხვდები, რა უნდა გითხრა…
იმედია, არ მიბრაზდები… არ შემიძლია, შენს სახეზე წყენას ვერ ავიტან… რა ვქნა, ვერაფრით მოვახერხე შენი დავიწყება, ვერაფერი მოვუხერხე ჩემ გულს…
ამ სიმძიმემ, ამ ტვირთმა და შენმა სიყვარულმა მთლიანად დაიკავეს იგი და აღარ აპირებენ დათმობას…
მე არ ვიცი, არის კი ცოტა ადგილი მაინც შენს გულში ჩემთვის? მართლა არ ვიცი,
მაგრამ, …
მაგრამ როცა შენს თვალებში ვიყურები..
როცა შენი თვალების ოკეანეში ვცურავ…
როცა ჩვენ ერთნი ვართ…
აი მაშინ შენ ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი ხატება და სალოცავი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი უკვდავება, ჩემი ბანგი და ყოველივეს საწყისი…

აქ არაფერია ბევრი დასაჯერებელი,.. შენ კი მხოლოდ ის მოგეთხოვება, რომ ჩემს თვალებში ჩაიხედო და კარგად დააკვირდე შენსავე გამოსახულებას…
ჩაიხედე და დაინახავ იმას, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი, რისი დაწერაც ინდოდა და ვერ დავწერე…

და თუ შენ დაინახავ, რომ ცარიელია ჩემი გული, თუ მოისურვებ მის დამსხვრევას და წახვალ, მე გაგიშვებ.. მე გაგიშვებ იმიტომ, რომ მიყვარხარ, ნამდვილად მიყვარხარ და არ მსურს, რომ სიცარიელე ვნახო შენს მზერაში…
…შენ ხომ ღმერთი ხარ ჩემთვის, ღმერთს კი არ განსჯიან…
მე გიწამებ შენ…
მე შენ მეყვარები…

Advertisements
Posted in Uncategorized

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s