საყურე



უძველესი სამყარო
საყურე პირველად გაჩნდა, როგორც მამაკაცური აქსესუარი ა არა როგორც ქალური. უკვე უძველეს აზიაში 7 ათასი წლის წინად აკეტებდნენ საყურეებს მამაკაცებისთვის. უძველესი ეგვიპტელებისთვის და ასირიელებისტვის საYურე იყო სიმბოლო მაღალი სოციალური მდგომარეობისა.
საყურეს ძველ რომში ატარებდა მონა. უძველესი ბერძნები, რომლებიც ატარებდნენ საყურეს, ფულს პროსტიტუციით გამოიმუშავებდნენ. კეისრის ცენტურიონები ატარებდნენ რგოლს ყურზე სიმამაცის ნიშნად. მდიდარი ბერძენი და რომაელი ქალები დიდი სიამოვნებიტ ატარებდნენ მარგალიტის საყურეებს, როთაც ახდენდნენ თავიანთი საზოგადოებრივი და ფინანსური მდგომარეობის დემონსტრირებას  . უფრო მაღალი მნიშვნელობის ადამიანები უპირატესობას ანიჭებდნენ ბრჭყვიალა და ჭრელ ქვებს, ირჩევდნენ რა საყურეებს დამზადებულს გრანიტის, ტოპაზისა და საფირონისაგან მოდური ტავშეყრის ადგილებში წასასვლელად.
საყურეეები დიდი რაოდენობიტაა აღმოჩენილი ეგვიპტურ სამარხებში. ნაპოვნ იუველირულ ნამუშევრებს შორის მათ ერთ ერთი პირველი ადგილი უკავიათ. ვერცხლის და ოქროს საყურეები დიდი დიყვარულიტ და მოწონებით სარგებლობდენ უძველეს აღმოსავლეთში. საფირონის, ლალის და ზურმუხტის საყურეები,_ აღმოსავლელი ოსტატების ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა და ეს ყველაფერიჰპოვებდა ანარეკლს ყველაზე დიდებულ იუველირულ სამკაულებში.
არანაკლებ პოპულარული იყო საყურე ასირის სამეფოში, ინდოეთსა თუ ჩინეთში.

შუასაუკუნეები
შუა საუკუნეების ევროპაში კაცის საყურეებმა “გადაიტანეს” როგორც რენესანსის,ისე დაღმასვლის პერიოდები. მაგალიტად, XIII საუკუნეში რელიგიური დოგმებით შეიარაღებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა სხეულის “შეცვლა”. ეს აკრძალვა შეეხო ყურებსაც. თუ გავიტვალისწინებთ იმსასც, რომ კათოლიკური ეკლესიის გავლენა არცთუ მცირე იყო იმ დროისთვის, კანონმორჩილმა უმრავლესობამ შეწყვიტა საყურის ტარება. რაც შეეხება “უმცირესობას, რომელსაც შეადგენდნენ მეკობრეები, ქურდები და ბოშები , ისინი არ ჩქარობდნენ “ნაჩხვლეტებისგან” გათავისუფლებას
მიზეზები, როს გამოც ისინი საყურეებს ატარებდნენ, განსხვავებული იყო. ბოშები საყურეს უკეთებდნენ ახალდაბადებულ ბიჭს იმ შემთხვევაში, თუ მისი წინამორბედი დაღუპული იყო, ასევე მაIშნაც, როცა ახალშობილი ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. ქურდები საყურითიმს დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ არ ეშინოდათ კათოლიკური ეკლესიის და მისი დოფმებისა, ასევე საყურე მათთვის იყო ნიშანი “სოციალური ბსკერის ” წევრობისა. მეკობრეებსი საყურე აღნიშნავდა გემს, რომელიც მათ დაიპყრეს. მეზღვაურს უფლება ქონდა , გაეკეთებინა საყურე მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიძლებდა “კეთილი იმედების კონცხის” წარმატებით გადალახვას. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მა ადგილას მთელი წელი ძლიერი შტორმი მძვნავარებს. ასეთ მეზღვაურს უფლება ჰონდა დაუსჯელად დაელაგებინა პორტის გემის მაგიდაზე ფეხები

განსხვავებულ, მნიშვნელოვან აზრს ატარებდა საყურე კაზაკებში. მარცხენა ყურზე საყურეს ატარებდნენ მარტოხელა დედების შვილები, მარჯვენაზე_ მშობლების ერთადერთი შვილები. ორივე ყურზე ატარებდნენ თავისი გვარის უკანასკნელი წრმომადგენლები, გვარის მარჩენელები და მისი გამგრძელებლები. კაზაკური ტრადიციის მიხედვით, ატამანი ან იასაული ვალდებული იყო, გაფრთხილებოდა ასეთ ადამიანებს. ომის დროს, მაგალითად, არ ქონდათ უფლება, სასიკვდილო რისკის ქვეშ დაეყენებინათ ასეთი ადამიანების სიცოცხლე, მათთვის დავალებებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ.


აღორძინების ხანა
აღორძინების ხანამ მოახდინა საყურეებისა და მისი მატარებლების რეაბილიტაცია. აკრძალვები არავის მოუხსნია, ისინი უბრალოდ დაივიწყეს.
გენრიხ მესამის პორტრეტზე კარაგად ჩანს, რომ მის მარჯვენა ყურს საყურე ამშვენებს
საყურე რუსეთში
საყურეები რუსებისათვის იყო არა მხოლოდ სამკაული,არამედ მათზე შეიძლებოდა ამოგეკიტხათ ოჯახის ისტორია და და მდგომარეობა საზოგადოებაში. ჩვეულებრივი ხალხი ატარებდა ხის საყურეებსგადამყიდველებს შეეძლოთ ეტარებინათ უფრო ძვირფასი საყურე ვერცხლისგან დამზადებული. თავადთა ოჯახის წევრები ატარებდნენ ლალისა და ზურმუხტის საყურეებს.
XII საუკუნემდე რაინდები იხვრეტდნენ ერთ ყურს. იმ დროში სამკაულს ეძახდნენ განმარტოებულებს («одинец»), ხოლო საყურის მატარებლებს_ მესაყურეებს («серьгач»)
ბოიარობის ხანაში ყურების გახვრეტას თავი დაანებეს. პეტროვსკის პერიოდშიც მამაკაცის საყურეები არ სარგებლობდნენ დიდი წარმატებით: საყურეები არ ჩანდა გრძელი პარიკის ქვეშ

მაგრამ საყურეები ამშვენებდა არაპრივილეგირებულების რიგებს. საყურე მათ ყურზე იყო სიმბოლო, რომ ისინი ეკუთვნოდნენ ბატონს. ეკატერინეს დროს პარიკები დამოკლდა და მოდურმა სასახლის კარმა ისევ დაიწყო საყურის გამოყენება.
მეომრებშისაყურე პოპულარული გახდა პავლე I-ის მმართველობის პერიოდში. საყურეები ქალის იყო. რუსი ქალები, იმისთვის,რომ დაეცვატ კაცები ტყვიისგან, ჩუქნიდნენ მათ საკუთარ საყურეებს («для милого дружка хоть сережку из ушка!»). ასეთი საყურეები თავისებური მცველები იყვნენ, რომლებიც იცავდნენ ავი სულებისგან და ბრმა ტყვიებისაგან. ასე იქცნენ ისინი მამაკაცთა ამულეტებად.

საინტერესო ტრადიციაა გავრცელებული კაზაკებში. აქ საყურე დაკავშირებულია ომთან. უნდა აღნიშნოს, რომ ყველა კაზაკს არ ჰქონდა უფლება, საყურე ეტარებინა. მარცხენა ყურზე მარტოხელა დედის ერთადერთ შვილს ეკეტა, მარჯვენაზე ბოლო მამაკაცს გვარში

.
თვითონ საყურე იყო უბრალო, საუკეთესო შემთხვევაში ვერცხლი.

დღესდღეისობით:
აღარ არსებობს სეზრუდვები და განსხვავება სქესებს შორის, საყურეები იღებენ ათასნაირ ფორმას და არიან მოდური აქსესუარები 


არსებობს აზრი, რომ გეები იხვრეტენ მარჯვენა ყურს  (არ ვიცოდი ნამდვილად :))
არაფორმალურ გაერთიანებებში გავრცელებულია სახის პირსინგი

———————————–

  • 1 = Helix
  • 2 = Industrial
  • 3 = Rook
  • 4 = Daith
  • 5 = Tragus
  • 6 = Snug
  • 7 = Conch
  • 8 = Anti-Tragus
  • 9 = Lobe

Advertisements
Posted in Uncategorized

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s