აბიტურიენტის 10 მცნება


რას გვიშვრება ეს აბიტურიენტობა…


სისულელეების წერაც დავიწყე, ხომ ხედავთ

ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყე ამ ბლოგის რჩევასა….

სიბრძნე ნომერი პირველი:
1. ნუ მოატყუებ მასწავლებელსა შენსა, რამეთუ თავად მოტყუებულ შეიქმნები მკათათვის დასაწყისს.

შეგონება მეორე:
2. ნუ ჰაზრობ ძილს და ადრე ადგომას, მაინც ვერ ადგები და მასწავლებლის მოტყუება მოგიწევს, რაც პირველ სიბრძნემდე მიგვიყვანს.

მესამე სიბრძნე:
3. აბიტურიენტობისას ხვდები, თუ რაოდენ პატარაა ეს მუხთალი წუთისოფელი მაინცდამაინც მაშინ, როცა სახლში ხარ და რაოდენ დიდი საუკუნეა იგი ოსტატთან (რეპეტიტორთან) მოროგი ვიზიტის პროცესსა შინა.

სიბრძნე მეოთხე :
4. აბიტურიენტობის დროს აღმოაჩენ, რომ რაც უფრო იაფფასიანი და ”ძიშოვია” კალამი იგი საწერი, მით უფრო დიდ ხანს ძლებს და მით უფრო ადვილია მისი დაღრღნა და ბაგეებით შემუსვრა მაშინ, როდესაც მასწავლებელს ატყუებ

სიბრძნე მეხუთე;
5. სწორედ აღნიშნული პროცესის შემდეგ ხვდები, რამდენი ხე მოსჭრეს შენი ეტრატების უშველებელი დასტის დასამზადებლად და ალბათ მოგინდებათ ამის მქმნელ ხალხს უთხრათ: რატომ წუხდებოდით, არ იყო საჭიროო

სიბრძნე მეექვსე:
6. გიყვარდეს წიგნები შენი, და ნუ უღალატებ მათ ბალიშთან. გახსოვდეს, ბოღმის დაგროვება იციან წიგნებმა, ჰოდა საბოლოოდ ისევ პირველ სიბრძნემდე მივალთ

სიბრძნე მეშვიდე:
7. ნურასდროს დაივიწყებ, რომ ცილის სინთეზი ხორციელდება ი-რნმ-ზე მიტოქონდრიებში
და რომ თიმინის ნუკლეოტიდს ურაცილი ანაცვლებს რნმ-ში… დედა, ჩემი სიკვდილი, რეებს ვწერ….

სიბრძნე მერვე:
8. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძიშოვი თუ კარგი კალამი გაქვს, საბოლოოდ სამ დღეზე მეტს ვერც ერთი ვერ ძლებს შენი რვეულის რინგზე და გმირულად აკვდება მტერს ხაზებში…

სიბრძნე მეცხრე:
9. სწორედ ახლა იწყებ მიხვედრას, რომ ჩვენი ტელეჟურნალისტების ერთი ნახევარი ცუდი აბიტურიენტი ყოფილა, არ უსწავლია ქართული და, თავისთავად, გაურკვეველი ხდება, თუ როგორ გადალახეს მათ პირველი შეგონება და გახდნენ ჟურნალისტები, ხოლო მეორე ნახევარი ან ბლუა და გონემბაშემუსვრილი ან, საერთოდაც, არასდროს ყოფილა აბიტურიენტი.

საბოლო, მეათე შეგონება:
10. შენ, ჰეი, აბიტურიენტო, ვინც უნდა იყო მაინდ (და არა ვინც არ უნდა იყო მაქანა), მომავალო ექიმო და მომავალო ფსიქოლოგო, მომავალო ტურიზმის მენეჯერო (მოდაშია, ხო იცით), ფიზიკოსო და თუნდაც უბრალო გზააბნეულო და 8 ფაკულტეტიდან ერთზე მაინც მოხვედრის იმედით მყოფო, ადექი ახლა ამ ეშმაკის მანქანიდან, სასწრაფოდ!!!!
ადექი, თორემ მე რომ დავწერ პოსტს ”სტუდენტური სიბრძნეები”, ხომ ვიცი, აღარ წიკითხავ, მე რა ჩემი ფეხებიოს ძახილით და თითო კინკილა მკითხველის დაკარგვა მინდა ახლა მე???
მიჭირს ისედაც…
მაგიერ ეპილოგისა:
ვერ დაიჭირავს ეროვნულს გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.
მიგან ყოველი გაშტერდეს, სუსტიც და ძალგულოვანიც,
ბოლოდ შეყარნოს naec–მა ერთად მოყმე და მხცოვანი,
სჯობს შერცხვენილსა ნამუსსა აბიტურიენტ საწყალი!!!

 

პ.ს. რა დრო იყოოო 🙂
Advertisements
Posted in Uncategorized

One thought on “აბიტურიენტის 10 მცნება

  1. მართლაც რა დრო იყო 🙂 ოსტატთან გატარებული მხიარული წუთებით და ბალიშთან ღალატით აღსავსე 🙂 კიდევ კარგი, ცილის სინთეზს მაინც გადავურჩი 🙂

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s