მრავლისმეტყველად უსათაურო


მივდივარ.

დიახ, მივდივარ, თუმცა არც ისე შორს, ჩემს მტრებს რომ უნდათ 🙂

გიტოვებთ ჩემს გულს თითქმის მთლიანად, ცოტა თან მიმაქვს (სადაც მივდივარ, იქაც მელოდებიან 🙂 ). აბა თქვენ იცით, კარგად გაინაწილეთ…

მიყვარხართ, წასვლა დიდად არ მინდა, მაგრამ ეს დრო მჭირდება, რაღაც მაქვს გადასაწყვეტი… ჰოდა, ამ რაღაცას თუ გადავწყვეტ, მერე ნახეთ თქვენ…

ვტოვებ წერილს. ვუტოვებ ყველას და არავის. მხოლოდ ერთს და მთელ ქვეყნიერებას. მთავარია, ამ ქვეყნიერებიდან საჭირო ადამიანი მიხვდეს ყველაფერს.

აბა ჰე….

”სულელი ვარ, ძალიან სულელი…ჩემი ბრალია ყველაფერი…

დღეს წარსულის დღე მაქვს და იმაზეც კი ვიფიქრე, შენც ამ წარსულში ხომ არ ჩაგტოვო მეთქი…

შეიძლება, ასეც მოხდეს, ხომ მიცნობ… ხშირად მე თვითონ არ ვიცი, რას ვიზამ, რას გავაკეთებ… აი ახლა წარსული მიდგას თვალწინ,გულში, სულში და იცი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ტკივილი დავტოვე (შენ არ იცი, იმდენი..), მომნატრებია… ამ ძველმა მოგონებების ნაგლეჯებმა გამათბეს, გამაღიმეს, სიცარიელე შემივსეს… ჰოდა დაგტოვებ შენც იქ და მერე სადღა წამიხვალ…

ერთხელაც მომბეზრდება უპასუხო წერილების წერა და ასეც იქნება,დამერწმუნე…

მანამდე კი… მანამდე ყველაფერი თავის ადგილას დარჩება…

მერე მე ისევ ზღაპარს მოვყვები, მაგრამ ამჯერად ნამდვილს და მისი ბოლოც შენს ხელში იქნება; დაუმთავრებელ მოთხრობას შეგაჩეჩებ ხელში…

და შენც მოგიწევს მისი დამთავრება…

მანამდე კი შეხვედრამდე… 🙂 ”

Advertisements
Posted in Uncategorized

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s