REQUIEM



აჰა, ეს დროც დადგა. ახლა მე უსტატუსო ვარ.
აღარც მოსწავლე, აღარც აბიტურიენტი და ჯერ არც სტუდენტი 🙂

უხეშად რომ ვთქვათ, ჰაერს ვარ გამოკერებული და კაცმა არ იცის, ამოვარდნილი ქარი საით წამიღებს.
დროც გამომიჩნდა, ბლოგს რომ მივხედო. თუმცა, მკითხველების ზღვა არ მყავს ნამდვილად, უფრო ხშირად მე თვითონ ვათვალიერებ ჩემს ბლოგს და მსიამოვნებს ხოლმე, ჩემს ეგოს ვახარებ 🙂

ახლა, როგორც არასდროს, ახლოა ცხოვრების გასაყარი და, ნეტავ იცოდეთ, როგორ უხდება ამ ყველაფერს მოცარტის რექვიემი…..

რა საოცარია, მუსიკა როგორ ცვლის ყველაფერს…


დამთავრდა ისტერიკის შეტევები, ნერვიულობა და დეპრესიაც, რომლის ხარჯზე ჩემი ფრჩხილები შეეჩვია წითელ ლაქს… დამთავრდა კონსპექტებზე ტკბილი ძილი და იმ თეორიის ყოველდღიური უარყოფა, რომ თუ წიგნზე დაიძინებ, რამე შეგივა თავში 🙂

აი, ესეც ასე….
მშვიდობით დეპრესიავ 🙂
ახლა ყოველი ჩვენგანის ცხოვრება გვირაბია, ძააალიან , ძაააალიან გრძელი გვირაბი, რომელსაც ბოლო არ აქვს, ან, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ბოლოს…
ანდა, რა ინტერესი ექნებოდა გვირაბს, რომ ვიცოდეთ, სად მიგვიყვანს იგი?
ყველა გზა სადღაც ხომ მიდის… და ამის ცოდნა სრულიად საკმარისია…..

Hello World, I’m Back!!!
Advertisements
Posted in Uncategorized

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s