ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში





დღეს რატომღაც ეს თემა მომივიდა თავში…
სისულელეა 18 წლის ასაკში იმაზე ფიქრი, რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე უკეთესი…
ცხოვრება ხომ ჯერ კიდევ წინაა…
ათი წლის შემდეგ, ალბათ, ისევ დავწერ იგივეს და იმედია, იმაზე ბედნიერი დღეები მექნება გასახსენებელი, ვიდრე დღეს და ამ წუთს შემიძლია გავიხსენო…

ისე, ადამიანს უფრო ცუდი ახსოვს თუ კარგი?
მე რატომღაც ცუდი მეტი მახსოვს…

ყველაზე ძველი და ბედნიერი მოგონება ჩემთვის იავნანაა, რომელსაც დედა მიმღეროდა ღამით, როცა მეღვიძებოდა… ეს იავნანა ისე ტკბილად მახსოვს…. ისე მამშვიდებს ამის გახსენება… ოდესმე ჩემს შვილსაც ვუმღერებ, .. აუცილებლად!..

კიდევ ყველაზე მშვენიერი ჩემი ბაღის მასწავლებელი მაია იყო…
როგორ მიყვარდა….
აი, უზომოდო, რომ იტყვიან, ისე…

კიდევ ჩემი თოჯინა, ”პუპსიკა”, რომელიც დღემდე მყავს…

მერე ვიზრდებოდი.
ისევ ვიზრდებოდი…
კიდევ ვიზრდებოდი…

მერე სკოლაში შევედი. იქ მადონა მასწი მიყვარდა ძალაზე 🙂
ჩემი მე-12 გ…

მერე 2008/9 წელი იყო ყველაზე კარგი და თქვენ, ჩემი მეგობრები. ჩვენი პატარა ოთახი და თემები, როლებიც თვითმმართველობას არასდროს ელეოდა…

მერე ჩემი დაბადების დღე, 17 წლის რომ გავხდი…
გულახდილად ვიტყვი, ამაზე კარგი დღე ცხოვრებაში არ მქონია…

ექსკურსია ბოდბე-სიღნაღში…
ეს კი ნამდვილად საუკეთესო ექსკურსია იყო 🙂
ლექსები გახსოვთ? კესანეც გეხსომებათ, აკოც, ხატოც…

მერე?
მერე არ ვიცი…
მერე მერემ იცის…

რაღაც მეცოტავა…
ცოტაა თურმე მნიშვნელოვანი….
სცადეთ, ნახეთ, რა გაგახსენდებათ…
პ.ს. ვთაგავ პეპეს 🙂 ქილიპას და ყველას, ვინც წაიკითხავს 🙂

Advertisements
Posted in Uncategorized

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s