ქუჩაში რომ შემთხვევით შემხვდეთ…


ტროტუარზე ჩემთან ერთად იშვიატად ეტევა ვინმე , ასე, რომ მარტო დავდივარ ძირითადად.
ქილიფასი არ იყოს, არც მე ვარ ანონიმური ბლოგერი,მიხილეთ, გამლანძღეთ, გამწირეთ…

ესე იგი…
თუ ქუჩაში ზომაზე მეტად დიდი მდედრი (”მანდილოზავრი”, როგორც ჩემმა ბიჭებმა შემარქვეს) მოდის უცნაური სიარულის მანერით , აუცილებლად შარვლით (კაბა ახლახანს მეცვა ბანკეტზე, წლებია არ მცმია ) და ღია ფერის თმით, 80 % _ით მე ვარ 🙂
100%-ისთვის ფოტო :

გვირილები მიყვარს ძალიან 🙂
მაქვს ღია ყავისფერი თვალები, მძიმე წონა და მუდმივმოქმედი გაჩეჩილი თმის ფუნქცია.
ამბობენ, რომ ლამაზი და უცხო თმის ფერი მაქვს, რა ვიცი…
ყურზე თითქმის ყოველთვის მიკეთია საყურე და თანაც ცალი (თუ ჩემი გაკეთებულია, განსაკუთრებით ).
რაღაც მავიწყდება…
ხო, ვიცინი ხოლმე ხმამაღლა.
ყველაზე ხშირად ქილიფას სახლის გზაზე მნახავთ ამჟამად (რუსულ ენაში ვანთლდები), ან მის სიახლოვეს, პარკში. მერე იმედია, სამედიცინოს ეზოშიც მომკრავთ თვალს.

სხვა რა დავწერო…
ახლა შინაგან ამბავს მოგიყვებით.
უიმედო იდეალისტი ვარ. ვერ ვიტან უსამართ
ლობას და თუ სადმე ასეთ ფაქტს წავაწყდი, ან ან მოვკლავ ვიღაცას, ან შემოვაკვდები. სხვანაირად მე არ შემიძლია.. თან მნიშვნელობა არ აქვს, ვისზეა საუბარი, მე მაინც მზად ვარ ხმლით ან მის გარეშე დავიცვა სამშობლო.
ხო, ხშირად ძალიან თავშეუკავებელი ვარ და ხმამაღლა ვილანძღები, თანაც არც თუ სასიამოვნო ფრაზებით…
კიდევ ვინმემ თუ მოგაწყევლათ, შენ არ გეღირსა ქალის და კაცის ალერსიო, მე ვარ 🙂
ამისდა მიხედვით, მწარე და გრძელი ენა მაქვს
არ გამიბრზდეთ 🙂
წვიმის დროს მარცხენა ფეხი მტკივა ხოლმე.
ძველი მოტეხილობაა სამზარეულოში მომხდარი ”უბედური შემთხვევის” გამო.
არ მეხერხება ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ კარგი მზარეული ვარ, მსიამოვნებს საჭმლის კეთება
კიდევ მიყვარს, ხალხისთვის ბედნიერება რომ მომაქვს. უზომოდ მიხარია მათი სახეების დანახვა…
მიყვარს კიდევ, ჩემს დაწერილზე ხალხს ცრემლი რომ ადგება, გვეხერხება მე და ჩემს ფანქარს ამდენი
მიყვარს კარგი მუსიკა, ძირითადად წინა საუკუნის როკი და ისეთი გოიმობები, წარსულ და კარგ დროს რომ მახსენებენ.
მუსიკის გარეშე სად შემიძლია…
მე ჩემი ფილოსოფია და სამყარო მაქვს. უფრო ხშირად იქ ვარ და ასეც მირჩევნია. სიზმრების სამყარო ხომ იმდენად ლამაზია…
ჩემი სამყარო მაინც ულამაზესია, ყველაზე მშვიდი და დრამატული…
ასე, რომ გეპატიჟებით ჩემთან, ჩემს სიზმრებში და გულში. იქ თქვენ ყველას გეყოფათ ადგილი…

სხვა რა გითხრათ, რით გაგახაროთ…
პ.ს. გთაგავთ ყველას

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s