და მაინც… რა იქნებოდა… რა იქნებოდა, უბრალო ბაბუაწვერები რომ ვყოფილიყავით?


ანუ, რა იქნებოდა ნეტავ….

…ნეტავ, ნეტავ…
ერთხელაც იქნება და კაცობრიობის მეოცნებე და სულიერად ლამაზ ნაწილს ეს სიტყვა დაღუპავს…

და მაინც…
რა იქნებოდა…
რა იქნებოდა, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო?
ჩვენ რომ უფრო კარგები ვყოფილიყავით, უფრო ბედნიერები, ისე რომ არ გვყვარებოდა, თითქოს და, გვძულდეს…
რა იქნებოდა, ჩვენი ცხოვრება ერთ დიდ ორომტრიალს რომ არ გავდეს?
ნეტავ, რა იქნებოდა, ჩვეულებრივი ბაბუაწვერები რომ ვყოფილიყავით ყველა??? მოვიდოდა მერე ვიღაც, სულს შეგვიბერავდა და ჩვენც გავფრინდებოდით… გავფრინდებოდით ნელა, ნარნარად, ის კი გაიღიმებდა ალბათ… ან, არც გაიღიმებდა…
რა იქნებოდა, ნეტავ, ჩვენ, ყველანი, ზამთრის ძილით რომ ვიძინებდეთ? ვიძინებდეთ მშვიდად, წყნარად, ყველაფრისგან შორს…
რა იქნებოდა, ნეტავ რა იქნებოდა, სამყარო რომ ლამაზ ზღაპარს გავდეს???
ალბათ, ჩვენც ლამაზი ზღაპრები ვიქნებოდით არა?

მაგრამ ნეტა რა იქნებოდა, ჩვენ რომ მართლაც ზღაპარში ვცხოვრობდეთ???
ჩვენ რომ მართლა ბაბუაწვერები ვიყოთ?
ჩვენ რომ ნამდვილად გვიყვარდეს???
რა იქნებოდა?
რა და, ალბათ ამ ზღაპარშიც მოგვბეზრდებოდა ცხოვრება, ალბათ ასევე ვინატრებდით ასეთ ცხოვრებას, როგორც ახლა ზღაპარს ვნატრობთ, რადგან ადამიანი არასდროსაა კმაყოფილი იმით, რაც აქვს, მაშინაც კი, როცა ის ადამიანი კი არა, ჩეულებრივი ბაბუაწვერაა…
და რა იქნებოდა?
ერთხელაც შევწყვეტდით ზამთრის ძილს, ზღაპარს დავანგრევდით, ჩვენსავე თავებს დავივიწყებდით, და ისევ იქ დავბრუნდებოდით, სადაც ახლა ვართ; იქ, სადაც მიწიერი ჯოჯოხეთია…

არავინ იცის, სად ვცხოვრობთ ჩვენ… იქნებ ჩვენი სამყარო სხვა სამყაროს ჯოჯოხეთია….
სწორედ ამიტომ არ ვცხოვრობთ ზღაპარში, სწორედ ამიტომ არ გვიყვარს ასე….

…და მაინც, ნეტავ რა იქნებოდა…

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s