”ინტელექტნი” მხიარულება და კინაღამ კანალიზაციის ლუკში გატარებული ახალი წელი


წელს კი ნამდვილად გამონაკლისი დაუშვა ჩემთვის ბედისწერამ, თან ისეთი ”ხუმრობანარევი” გამონაკლისი, მეც რომ ვერ მოვიფიქრებდი ჩემი გაფუჭებული გონებითblush2.gif

new-year-funny-skeleton.jpg image by skeletalone
ახალ წელს ტრადიციულად შევხვდი სახლში, მშობლების, და-ძმის და ბებიის გარემოცვაში…
რა თქმა უნდა, ცოტა დავლიეთ მე და მამაჩემმა, დავილოცე, როგორც ”პატიოსან პატარა გოგოს” ეკადრება და გადავწყვიტე, ნამდვილი ინტელექტუალური შარაფსbeee.gif მოსაწყობად სახლიდან მეგობართან გავპარულიყავი. ჩანაფიქრი, რა საკვირველია, მოვიყვანე სისრულეში. მეგობარმა მომაკითხა სახლში და ოთხკაციანი დელეგაციით, რომელშიც ჩემი და მეგობრის ძმა შევდიოდით, დავიძარით….
შუა გზაში ვიღაც ”მადლიანმა” აივნიდან ასაფეთქებელი გადმოაგდო და ფეხებში ამიფეთქა, მეც კომენტარი გავაკეთე, დამანებე შვილო თავი, 2011 წელს ცოცხალი მინდა შევხვდემეთქი…fingal.gif ჰოდა ამის თქმა და ჩემი გზიდან გაქრობა ერთი აღმოჩნდა… აზრზე რომ მოვედი, ცალი ფეხი კანალიზაციის ლუკში მქონდა ჩაყოფილი, ცალი ხელით და ფეხით კიდევ ტალახიან ასფალტს ვიყავი ჩაბღაუჭებულიbiggrin.gif
თურმე ლუკზე რომ დავდი ფეხი, ლუკი ამოტრიალდა და ჩამიყოლა მეც grin.gif
ჩემი თანამგზავრები სიცილით იხეოდნენ, მე კიდევ ცოდვით და ბრძოლით გადამალული, qilipa-ს მოძღვნილი ღვინო კინაღამ ”წარსულს ჩავაბარე” ჩემს ჯანმრთელ ქვედა და ზედა კიდურებთან ერთად grin.gif და იმაზე მომეშლა ნერვი…
აფექტ! grin.gifblink.gifbiggrin.gif

ინტელექტუალური შარაფი მაინც შედგა, მეკვლეებიც ვერ მოვკალი, საკუთარ და -ძმას ერთად ხომ არ დავხოცავდი…grin.gif
ჰოდა იცით, რაზე დავფიქრდი???flirt.gif
ხო ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები და როგორც გაატარებ, ისე იქნები მთელი წელიო, ჰოდა მე ნეტა რა მემუქრება, მომავალი ახალი წლის გატარება კანალიზაციის ლუკში თუ რაიმე უფრო უარესი? grin.gif
აბა, რა ვიცი, რა ვიცი….grin.gif

:heartbreaker:

Advertisements

3 thoughts on “”ინტელექტნი” მხიარულება და კინაღამ კანალიზაციის ლუკში გატარებული ახალი წელი

  1. ჩემი სიკვდილიიი… გითხარი არაა ეგ ღვინო დასალევი მეთქი 😀 😀 😀

    Like

  2. უიიი 🙂 კიდე კაი არ გქონდა დალეული… ნაღდად ვეღარ ჩაებღაუჭებოდი ვერაფერს… 🙂

    Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s