იდეოლოგიური ანკეტა

მიყვარს –ჩემი თავი და მუსიკა სერიალებიდან,

ვოცნებობ- აღარ უკვე, ოცნებრივ დიეტაზე ვარ

ვფიქრობ – როდის ვუთხრა საზოგადოებას სიმართლე პირში

კმაყოფილი ვარ – იმით, რომ სამშობლო ჯერ არ გამიყიდია

მძულს – ეგოისტები და ხაში

ვნანობ – გავთხოვილიყავი ბრედ პიტზე, ხომ არ წავიდოდა ეხლა იმ ჩათლაშკა ანჯელინასთან…..

მენატრება – კომუნისტების პერიოდი. 10 მანეთად რას არ იზამდა კაცი მაშინ.,…

მინდა– ვიყო მის მსოფლიო მარა არაო და….

მაღიზიანებს – გაქუცული სიყვარული

ვგრძნობ – მალე გვეშველება (რავიცი, ლელამ ეგრე თქვა და…)

მეშინია – სიმაღლის, იმიტომ არ წავედი პარიზში, ჩემი მესამე ქმარი, ცხონებული საშა რომ მეპატიჟებოდა ეიფელზე…

ვიცი – ქართველებს რომ არაფერი ეშველებათ

არ ვიცი – ხვალ რა ხასიათზე გავიღვიძებ და რა ბედი ეწევა ჩემს მეოთხე ქმარს ამისდა მიხედვით

შემიძლია – უი, არ მითქვამს, რომ სუპერმანი რომ ჩემი ნათესავია დედის მხრიდან??განაყოფი ბიძაშვილები ვართ, ხოდა….

არ შემიძლია – რა კომპლექსიანობაა.. როგორ არ შემიძლია!

ვმეგობრობ – მხოლოდ ჩემი ტვინის ხვეულებთან

ვაპატიებ – რომ მიპწკინა.. ნუ, ახლა, მთლად მაგისი ბრალი ხომ არ ყოფილა….

ვტირი –მარილიანობა რომ მაწუხებს ორგანიზმში

ვიცინი – შალვა რო მოაბორიალებს ახალ გენიალურ სიტყვას, ნეტა სად თხრის ხოლმე….

ვეძებ – ელდორადოს. რაო, რა მითხარი, სად არსიო??? 50/50 არ გაწყობს???

ღირსი ვარ – წახვიდე ეხლა და ჩიფსი მომიტანო, ნამდვილად

ვკარგავ – უი

მშურს – მიშელ ობამასი

ვემალები – პაპარაცებს და ჩემი მეორე ქმრის სულს

ვემტერები –ბავშვებს და ბუზებს

მაინტერესებს –თან როგორ….

არ მაინტერესებს – ხარჩოს რეცეპტი

მახსოვს – ბუნდოვნად, მაგრამ ხომ მახსოვს მაინც…

მრცხვენია – თუთბერიძე რომ ჩემი სქესისაა 🙂

უარვყოფ – გენდერულ თანასწორობას! გაუმარჯოს მონა მამაკაცთა რასას!

ვავადმყოფობ – ფსიქიკურად

ვმალავ – დეკოლტეს სახლიდან გამოსვლამდე. დალშე გულიანკა 🙂

ვინახავ – ფულებს ძუძუების აზღუდში

მწამს – რომ გავიმარჯვებთ!

მიკვირს – რა უნდა ამ პუტინს, რას გადაგვეკიდა ეგ შობელძაღლი?

მიხარია –100 კილოს რომ გავცდი

ვჭორაობ – ენის გადახურებამდე

ვდარდობ – ჯექსონი რომ გარდაიცვალა

ვამაყობ – ჩემი ბიუსტის არასტანდარული ზომებით

ვაკეთებ – სალათებს გადასარევად

ვეფერები – …….

მსიამოვნებს – !!!!!

მესიზმრება – ხარამ!

ვეწევი – თავისუფალ ცხოვრებას

მწყინს – კეფაზე თვალები რომ არ მაქვს

ვხარჯავ – კრიზისულად

ვღალატობ – მხოლოდ სამუშაო დღეებში

ვკამათობ – თავპირისტეხვამდე

ვუხეშობ – ნუ, ახლა, რიგი თუ არ დამითმეს….

ვუსმენ – კოკო ჯამბოს და მაკარენას (ახალგაზრდობას მაგონებენ)

ვყოყმანობ – ყოველი გათხოვების წინ

ვკითხულობ – ყველაფერს, რაც იკითხება

ვამზადებ – კამიკაძეებს გარანტიით

ვუყურებ – ოღრაშობებს

ვაფუჭებ – ახალგაზრდობას

ვცხოვრობ – დღევანდელი კვერცხით

ვცემ – ყველა მსურველს გარანტიით (მათრახითაც სულ მალე )

ვმღერი – მხოლოდ ლა სკალაში

ვასრულებ – კი არა ვუსრულებ

დავდივარ – ტაიკვანდოზე და მის არმენია რომ ატარებს სტრიპტიზის კურსებს, იქ

ვერიდები –ხელახლა გათხოვებას (ეს ერთი თვე მაინც)

ვთამაშობ – ნერვულ სისტემაზე

ვიტყუები – დიდი სიამოვნებით

ვგიჟდები – შავგვრებან ბიჭებზე, ურჩი თმები რომ აქვთ, ისეთებზე :ტუჩზეკბენა: 🙂

ვაგროვებ – ბავშვებს ქორწინებებიდან

ვიხდი – ბანაობის წინ

ვეჭვიანობ – მეზობლის კაცზე

ვკაიფობ – ქართულ მენტალიტეტზე

ვიზიდავ – კოღოებს საოცრად

ვილამაზებ – საფლავის ქვას

Advertisements

9 thoughts on “იდეოლოგიური ანკეტა

    1. 🙂 რა კარგია 🙂
      ასე მგონია, თითოეული მკითხველი 10 წუთის სიცოცხლეს მმატებს:)

      Like

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s